ჩორჩანელები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ჩორჩანელები''' - სამხრეთ საქართველოს წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო VIII-[[XI საუკუნე]]ებში. გვარის სახელწოდება წარმოსდგა ჩორჩანელების საგვარეულო ციხე [[ჩორჩანი]]დან. ამ საგვარეულოს წარმომადგენელი [[გიორგი ჩორჩანელი]] პირველად IX საუკუნის წყაროში „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“ იხსენიება, მაგრამ სავარაუდოა რომ საგვარეულო არსებობდა [[VIII საუკუნე|VIII საუკუნიდან]] მაინც. ჩორჩანელების საფეოდალო მოიცავდა [[ჩორჩანი (ადიგენის მუნიციპალიტეტი)|ჩორჩანს]], [[ზანავი (ადიგენის მუნიციპალიტეტი)|ზანავს]] და სხვა მრავლ დაბას (ახლანდელი [[ადიგენის მუნიციპალიტეტი]]), სადაც ჰქონდათ ტაძრები, სასახლეები და ციხეები. ჩორჩანელი ამ მხარის დიდი მთავარი იყო. მისი ვასალები იყვნენ მცირე მთავრები. ეპარქიულად ჩორჩანელების საფეოდალო შედიოდა მაწყვერელის ([[აწყურის საეპისკოპოსო]]) სამწყსოში. გიორგი ჩორჩანელის დახმარებით ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ [[სერაპიონ ზარზმელი|სერაპიონმა]] ააშენა [[ზარზმის მონასტერი]], რომელსაც გიორგიმ სამფლობელოდ ვრცელი ტერტიტორია უბოძა.
გიორგი ჩორჩანელი იყო ძველი ჩორჩანელების საგვარეულოს უკანასკნელი წარმომადგენელი. ის უშვილოდ გარდაიცვალა და ყმა-მამული დაუტოვა მირიან [[ბაჰლაუნდები|ბაჰლაუნდზე]] გათხოვილი თავისი დის, ლატავრის (მონაზვნობაში თეკლას) შთამომავლობას. თვით ჩორჩანს, როგორც ჩანს დაეუფლა ლატავრის უფროსი ვაჟი სულა, რომელიც გახდა ახალი ჩორჩანელების გვარის ფუძემდებელი. შუათანა ვაჟმა ბეშქენმა საფუძველი დაუდო [[ჯაყელები]]ს საგვარეულოს, ხოლო უმცროსი ვაჟის სახელი - ლაკლაკი იქცა [[ბაჰლაუნდები]]ს მესამე განშტოების სახელწოდებად - წარმოიქმნა ლაკლაკთა გვარი. ახალი ჩორჩანელების (ხოლო შემდეგ მათი შთამომავალი საგვარეულოს ხურსიძეების) საგვარეულო მონასტერი გახდა ზარზმა. [[X საუკუნე|X საუკუნის]] 70-იან წლებში ზარზმაში ეკვდერი ააგო ახალი ჩორჩანელების წარმომადგენელმა, [[ბარდა სკლიაროსი]]ს წინააღმდეგ ქართველთა ლაშქრობის მონაწილემ ივანე სულას ძემ (ალბათ „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“ მოხსენიებული სულა მირიანის ძის ვაჟმა). ივანე სულას ძის შვილიშვილები უნდა იყვნენ XI საუკუნის შუა ხანების მოღვაწეები - ძმები გიორგი ჩორჩანელი და [[ფარსმან თმოგველი]] სულას ძეები. გიორგი ჩორჩანელი უკანასკნელია წყაროებში მოხსენიებული ახალი ჩორჩანელებიდან. შემდეგ ახალი ჩორჩანელების სამფლობელოს დაეპატრონა ამ საგვარეულოს ახალი განშტოება - [[ხურსიძენი]].