ჩორჩანელები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 1:
'''ჩორჩანელები''' - სამხრეთ საქართველოს წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო VIII-[[XI საუკუნე]]ებში. გვარის სახელწოდება წარმოსდგა ჩორჩანელების საგვარეულო ციხე [[ჩორჩანი]]დან. ამ საგვარეულოს წარმომადგენელი [[გიორგი ჩორჩანელი]] პირველად IX საუკუნის წყაროში „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“ იხსენიება, მაგრამ სავარაუდოა რომ საგვარეულო არსებობდა [[VIII საუკუნე|VIII საუკუნიდან]] მაინც. ჩორჩანელების საფეოდალო მოიცავდა [[ჩორჩანი (ადიგენის მუნიციპალიტეტი)|ჩორჩანს]], [[ზანავი (ადიგენის მუნიციპალიტეტი)|ზანავს]] და სხვა მრავლ დაბას (ახლანდელი [[ადიგენის მუნიციპალიტეტი]]), სადაც ჰქონდათ ტაძრები, სასახლეები და ციხეები. ჩორჩანელი ამ მხარის დიდი მთავარი იყო. მისი ვასალები იყვნენ მცირე მთავრები. ეპარქიულად ჩორჩანელების საფეოდალო შედიოდა მაწყვერელის ([[აწყურის საეპისკოპოსო]]) სამწყსოში. გიორგი ჩორჩანელის დახმარებით ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ [[სერაპიონ ზარზმელი|სერაპიონმა]] ააშენა [[ზარზმის მონასტერი]], რომელსაც გიორგიმ სამფლობელოდ ვრცელი ტერტიტორია უბოძა.
გიორგი ჩორჩანელი იყო ძველი ჩორჩანელების საგვარეულოს უკანასკნელი წარმომადგენელი. ის უშვილოდ გარდაიცვალა და ყმა-მამული დაუტოვა მირიან [[ბაჰლაუნდები|ბაჰლაუნდზე]] გათხოვილი თავისი დის, ლატავრის (მონაზვნობაში თეკლას) შთამომავლობას. თვით ჩორჩანს, როგორც ჩანს დაეუფლა ლატავრის უფროსი ვაჟი სულა, რომელიც გახდა ახალი ჩორჩანელების გვარის ფუძემდებელი. შუათანა ვაჟმა ბეშქენმა საფუძველი დაუდო [[ჯაყელები]]ს საგვარეულოს, ხოლო უმცროსი ვაჟის სახელი - ლაკლაკი იქცა
==ლიტერატურა==
|