ფენიქსის ორდენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 36 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q178453
ხაზი 14:
== სირიუს ბლექი ==
 
'''სირიუს ბლექი''' - იყო [[ჰარი პოტერი (პერსონაჟი)|ჰარი პოტერის]] ნათლია და მისი მშობლების მეგობარი.
 
სირიუსის ამბავი თავდაპირველად ბნელით მოცულია. როგორც ცნობილია, წიგნში მოთხრობილ მოვლენებამდე 13 წლით ადრე მოკლეს ჰარის მშობლები, [[ლილი და ჯეიმზ პოტერები]]. მათმა მკვლელმა, [[ლორდი ვოლდემორი|ლორდმა ვოლდემორმა]] არ იცოდა მათი ადგილსამყოფელი, თუმცა მისთვის იოლი აღმოჩნდა ამ ინფორმაციის მოპოვება ჯეიმზის მეგობრისგან, [[პიტერ პეტიგრიუ]]სგან, რომელიც სუსტი ნებისყოფის იყო და ვერ შეძლო, გამკლავებოდა ვოლდემორის ზეწოლას. მათი დასმენის შემდეგ პეტიგრიუმ სიკვდილი გაითამაშა და ამის შემდეგ მისი სახელი ყველამ იცოდა როგორც გმირის, რომელმაც სცადა მეგობრების გადარჩენა. ხოლო ის დანაშაული, რომელიც მან თავისი მეგობრების წინაშე ჩაიდინა, გადააბრალეს სირიუს ბლექს, ჯეიმზ პოტერის საუკეთესო მეგობარს - რადგან ის მკვლელობის ადგილას შემთხვევით აღმოჩნდა.. ამას გარდა, იმ დღეს იმავე სოფელში ასევე 11 კაცი მოკვდა, რაშიც ასევე დაადანაშაულეს სირიუს ბლექი და ამ ყველაფრის გამო ჩასვეს ჯადოქრების ციხე [[აზკაბანი|აზკაბანში]].