ნასრა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 8 interwiki links, now provided by Wikidata on d:q2673428 (translate me)
No edit summary
ხაზი 1:
'''ნასრა''' (გ. [[888]]), [[ტაო-კლარჯეთის სამეფო|ტაო-კლარჯეთის]] [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] წარმონადგენელი IX საუკუნის 70-80-იან წლებში, [[გვარამ (გუარამ) მამფალი|გვარამ (გუარამ) მამფალის ძე]]. აფხაზთა მეფესთან ერთად იბრძოდა შიდა ქართლის დასაპყრობად, სომეხთა მეფისა და მისი მოკავშირის [[დავით I კურაპალატი]]ს წინააღმდეგ. [[881]] ნასრამ ვერაგულად მოკლა დავით კურაპალატი, რის გამოც ის სამშობლოდან განდევნეს. ნასრა 7 წელი [[ბიზანტია]]ში ცხოვრობდა.
 
როცა დასავლეთ საქართველოში [[ბაგრატ]] I (აფხაზთა მეფე)|ბაგრატ დემეტრეს ძე]] გამეფდა, მან ნასრა (რომელიც მისი ცოლისძმა იყო) ბიზანტიიდან წამოიყვანა და დიდი ლაშქარი მიაშველა ტაო-კლარჯეთის სხვა მფლობელების წინააღმდეგ. ნასრამ შეძლო ოძრხის, ჯუარისციხისა და ლომსიანთას ციხეების აღება, მაგრამ შემდეგ დამარცხდა [[ადარნასე II|ადარნასესა]] (დავით კურაპალატის ძე) და მის მოკავშირეებთან ბრძოლაში. ნასრა მოკლეს [[ასპინძა]]სთან, მისი მემკვიდრეობა გამარჯვებულებმა გაინაწილეს.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნასრა“-დან