პავლე ინგოროყვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 31:
1916 წელსვე გამოსცა თამარ მეფის "გალობანი ვარძიისანი". 1917 წლიდან აქტიურად ჩაება საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და 1919 წლის დამდეგამდე იყო "საქართველოს ეროვნული საბჭოს" (პარლამენტის) წევრი სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტს. ბოლშევიკური [[რუსეთი|რუსეთის]] მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ, 1921-1923 წლებში, პროტესტის ნიშნად, ინგოროყვა იყო "შავჩოხიანთა ჯგუფის" წევრი. სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება შავჩოხიანთა ოთხეულის ([[კონსტანტინე გამსახურდია]], [[ვახტანგ კოტეტიშვილი]], [[ალეხსანდრე აბაშელი]] და პავლე ინგოროყვა) ცნობილი ფოტოსურათი. 1925 წლამდე ინგოროყვას ეროვნული ხასიათის სტატიები აქტიურად იბეჭდებოდა ქართულ პერიოდულ პრესაში. 1917 წლიდან, დღიდან დაარსებისა, იყო "საქართველოს მწერალთა კავშირის" (თავმჯდომარე [[კონსტანტინე მაყაშვილი|კონსტანტინე (კოტე) მაყაშვილი]]) წევრი. 1924 წელს დააფუძნა ჟურნალი "[[კავკასიონი (ჟურნალი)|კავკასიონი]]". 1925 წელს ეს ჟურნალი აკრძალა ბოლშევიკურმა რეჟიმმა.
 
1925 წელს მისი ინიციატივით დაფუძნდა გამომცემლობა "ქართული წიგნი", რომელმაც ინგოროყვას რედაქციით 1926-1928 წლებში გამოსცა ილია ჭავჭავაძის მრავალტომეული. აღნიშნული მრავალტომეულის და ეროვნული ხასიათის სხვა წიგნების გამოცემის გამო, 19321933 წელს გამომცემლობა დახურეს.
 
ამავე პერიოდში, 1924-1928 წლებში,დაიწყო აქტიური მუშაობა "[[ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსნისა]]" და [[შოთა რუსთაველი|რუსთაველის]] თემებზე, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე არ შეუწყვეტია. 1929 წელს დაინიშნა სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების გამგედ. 1936-1938 წლებში იყო "[[ქართული საბჭოთა ენციკლოპედია|ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის]]" პირველი რედაქციის სარედაქციო კოლეგიის ხელმძღვანელი. სამწუხაროდ, ეს პროექტი არ განხორციელდა, რისი მთავარი მიზეზი გახლდათ სარედაქციო წევრთა დიდი ნაწილის რეპრესიები.