აწყურის საეპისკოპოსო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8:
 
ადრეც და განსაკუთრებით ოსმალთა გაძლიერების შემდეგ, [[XIV საუკუნე|XIV]]-[[XV საუკუნე]]ებიდან, [[ანტიოქიის პატრიარქები|ანტიოქიის პატრიარქს]] არაერთგზის გამოუგზავნია თავისი ხალხი საქართველოში შესაწირავის მისაღებად. საბუთებიდან ჩანს, რომ ისინი [[ათაბაგი|ათაბაგების]] გულის მოსაგებად სეპარატისტულ განწყობილებას აღვივებდნენ და საათაბაგოს ეპისკოპოსებს ქართლის კათალიკოსისადმი ურჩობისაკენ უბიძგებდნენ. ეს კარგად ჩანს [[1414]]-[[1426]] წლებში დაწერილ გერასიმე მაწყვერელის ერთგულების წიგნში ქართლის კათალიკოსის [[მიქელ VI|მიქაელისადმი]]. აქ აწყურის ეპისკოპოსი პირობას დებს, რომ იგი მარადჟამს მეფისა და კათალიკოსის მლოცველ-მომხსენებელი იქნება ისევე, როგორც ძველად; არ მოიხსენიებს ანტიოქიის პატრიარქს არც მისგან გამოგზავნილ კაცს შეიწყნარებს; კათალიკოსოს გარეშე არც ვარძიის დიაკვანს აკურთხებს და არც საფარის სამწყსოს; კათალიკოსის მიერ დალოცვლილი ან შეჩვენებული, ასევე დარჩება მაწყვერელისგანაც.
 
XV საუკუნის II ნახევრიდან [[ყვარყვარე II]] ათაბაგმა თავისი სამთავროს ეკლესიურად გამოყოფაც მოინდომა ქართლის კათალიკოსისაგან. მან მიიმხრო სასულიერო თუ საერო წრეების უმაღლესი წარმომადგენლები, მიაღწია იმას, რომ სასურველ ეპისკოპოსს თვითონ სვამდა და მაწყვერელობასაც თვით სთავაზობდა რომელიმე მათგანს. ათაბაგის გამთიშველ საეკლესიო პოლიტიკას წინ აღუდგა ქართლის კათალიკოსი დავითი. იგი მივიდა [[სამცხე]]ს, [[საფარის მონასტერი|საფარის მონასტერთან]] (აქ იყო ათაბაგების რეზიდენცია და საძვალე) და უმცხეთოდ დანიშნულ მაწყვერელსაც და სხვა ეპისკოპოსებსაც ჯვარი აჰყარა. კათალიკოსის ამ ნაბიჯს უდიდესი შთაბეჭდილება მოუხდენია, რადგან მისგან შეჩვენებულ მღვდელმთავრებს ამიერიდან ეკრძალებოდათ ღმრთისმსახურების ჩატარება. საათაბაგოს მაღალი სამღვდელოება იძულებული გახდა დამორჩილებოდა კათალიკოს-პატრიარქს, რომელიც ეპისკოპოსებს წერილობით გაფორმებულ ერთგულების ფიცს ართმევდა.
 
== ლიტერატურა ==