არაბთა სახალიფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 133:
 
სახალიფოს ფეოდალური დაშლის ნიშნებმა ჯერ კიდევ [[VIII საუკუნე|VIII]]-[[IX საუკუნე]]ების მიჯნაზე იჩინეს თავი. [[ჰარუნ ალ-რაშიდი]]ს ([[786]]-[[809]] წწ.) გარეგნულად ბრწყინვალე ხანა ფაქტობრივად არაბთა სახალიფოს ძლიერების დასასრულის დასაწყისი იყო. წარმოიქმნა დამოუკიებელი პოლიტიკური ერთეულები: [[იდრისიდები]]სა ([[789]]-[[926]] წწ.) [[მაროკო]]ში, [[ბუიდები]]სა ([[932]]-[[1062]] წწ.) ირანსა და ერაყში და სხვა. IX საუკუნის დასაწყისში თავი იჩინა [[თბილისის საამირო|თბილისის ამირას]] მისწრაფებამ დამოუკიდებლობისაკენ, რაც არაბთა სახალიფოშო მიმდინარე საერთო პროცესის კანონზომიერი შედეგი იყო.
 
ცენტრალური ხელისუფლების ოპოზიციურ ძალებს ხალიფებმა თურქული ელემენტები დაუპირისპირეს, მაგრამ ხალიფა [[ალ-მუთასიმი]]ს ([[833]]-[[842]] წწ.) სამხედრო რეფორმამ (თურქული გვარდიის შექმნა, თურქი ღულამების დაწინაურება სამხედრო ასპარეზზე) საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო. მართალია, მათ თავი გამოიჩინეს დაპყრობილი ხალხების განმათავისუფლებელ და ანტიფეოდალური მოძრაობის ჩახშობაში, მაგრამ თავიანთ გავლენას დაუქვემდებარეს აბასიანი ხალიფები და ხელი შეუწყვეს სახალიფოს დაცემას. [[945]] წელს ბუიდებმა აიღეს ქალაქი [[ბაღდად]]ი, რის შედეგადაც ხალიფებმა დაკარგეს საერო ხელისუფლება და მათი ადგილი სულთანმა დაიჭირა. აბასიანთა ხალიფას მხოლოდ სასულიერო ფუნქცია შერჩა. [[1055]] წელს [[თოღრულ-ბეგი|თოღრულ-ბეგმა]] აიღო ბაღდადი და ხალიფის მიერ ხელდასხმულ იქნა სულთნად.
 
== ლიტერატურა ==