რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 17:
[[XVIII საუკუნე]]ში საქართველოს და რუსეთს შორის კიდევ უფრო გააქტიურდა დიპლომატიური ურთიერთობები, რაც გამოწვეული იყო რუსეთის შესამჩნევი გაძლიერებით, რამაც რუსეთიდან დახმარების მიღების იმედი უფრო გაუძლიერა საქართველოს სხვადასხვა მეფე-მთავრებს.XVIII საუკუნის პირველ ნახევარში პრორუსული პოლიტიკის ყველაზე აქტიური გამტარებელი საქართველოში იყო ქართლის მეფე [[ვახტანგ VI]], რომელმაც შეცვალა ქართლის სამეფოს ტრადიციული რუსეთის მიმართ უნდობლობის პოლიტიკა.აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ვახტანგს თავდაპირველად მსოფლიოში იმ დროს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს [[საფრანგეთი]]ს იმედი უფრო ჰქონდა, და მას მიმართა დახმარების თხოვნით, მაგრამ მას შემდეგ რაც უარი მიიღო რუსეთზე დაამყარა იმედები,რუსეთი საფრანგეთისგან განსხვავებით დაპირდა ვახტანგს რომ აღმოუჩენდა სამხედრო დახმარებას და მოუწოდა მას შეეგროვებინა ქართლის ლაშქარი სპარსეთში გასალაშქრებლად.

[[ფაილი:Peter_der-Grosse_1838.jpg|მინი|რუსეთის იმპერატორი პეტრე I (1682-1725) წ.წ]]
[[1722]] წელს ვახტანგმა შეკრიბა 40 000 მეომარი და [[განჯა]]ში ჩავიდა, სადაც გეგმის თანახმად უნდა შეერთებოდა რუსეთის არმიას სპარსეთის წინააღმდეგ ერთობლივად საომრად. [[პეტრე I]] არ შეასრულა დანაპირები და ბედისანაბარა მიატოვა ვახტანგი, ლაშქრობა არ შედგა. რუსეთის ღალატმა ქართლის სამეფო პირისპირ დატოვა გამძვინვარებული ირანთან, შაჰის ბრძანებით [[1723]] წელს ჩრდილოკავკასიელებისგან შემდგარმა ლაშქარმა აიღო და გადაწვა [[თბილისი]],იმავე წელს საქართველოს ახალი უბედურება დაატყდა თავს, ამჯერად ოსმალო დამპყრობლები შემოიჭრნენ ქართლში, აიღეს თბილისი და თორმეტი წლის განმავლობაში მოახდინეს ქართლის ოკუპაცია. [[1724]] წელს ვახტანგი იძულებული გახდა 1500 კაცთან ერთად რუსეთში წასულიყო.რუსეთის ნდობა ვახტანგს და მის შთამომავლებს მეფობის სამუდამოდ დაკარგვად დაუჯდათ.
ურთიერთობების ახალი ეტაპი XVIII საუკუნის 50-ანი წლებიდან დაიწყო,ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოები ამ დროს შესამჩნევად გაძლიერდნენ და თავი გაითავისუფლეს ოსმალეთის და სპარსეთის ვასალობიდან.თუმცა არც სულთანი და არც შაჰი არ აპირებდა საქართველოს სამუდამოდ დათმობას. ამიტომ [[თეიმურაზ I]], [[ერეკლე II]] და [[სოლომონ I]] ცდილობდნენ სამხედრო დახმარება მიეღოთ რუსეთისგან, სანაცვლოდ კი იმპერატორს საქართველოს ოსმალეთის და სპარსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას პირდებოდნენ.სანკტსანქტ-პეტერბურგში თავდაპირველად გადაწყვეტილების მიღებას ერიდებოდნენ, მაგრამ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა [[1768]] წელს როდესაც [[რუსეთ-ოსმალეთის ომი]] დაიწყო.ამჯერად რუსეთისთვის საქართველო მეტად მნიშნელოვანი გახდა მისი მდებარეობის გამო, კერძოდ საქართველოდან შესაძლებელი იყო [[თურქეთი]]სთვის ახალი ფრონტის გახსნა, რაც მოწინააღმდეგეს აიძულებდა ერთობლივად რამდენიმე ფრონტზე ეომა და, საომარი მოქმედებების ძირითად ზონაში საკუთარი ძალების მაქსიმალური კონცენტრაცია ვერ მოეხდინა.

[[ფაილი:Flag of Kingdom of Kartli-Kakheti.svg|მინი|ქართლ-კახეთის სამეფოს დროშა (1762-1801) წ.წ.]]
[[1769]] წელს [[ეკატერინე II]] გადაწყვიტა საქართველოში საექსპედიციო კორპუსი გამოეგზავნა გენერალ [[ტოტლებენი]]ს მეთაურობით.გეგმის თანახმად ტოტლებენი უნდა დახმარებოდა სოლომონ I, ოსმალების მიერ უკანასკნელი ლაშქრობის შემდეგ დაკავებული ციხე-სიმაგრეების გათავისუფლებაში.ასევე უნდა წაეხალისებინა საქართველოს მეფე-მთავრები ოსმალეთის წინააღმდეგ უფრო აქტიური მოქმედებებისაკენ.კერძოდ საიმპერატორო კარი იმედოვნებდა რომ ქართველები აწარმოებდნენ დივერსიულ ომს ოსმალეთის წინააღმდეგ ანუ მოაწყობდნენ თარეშს საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარე თურქულ პროვინციებში, რითაც სერიოზულ მატერიალურ და სამხედრო ზარალს მიაყენებდნენ "ბრწყინვალე პორტას" და აიძულებდნენ მას უფრო მეტი ყურადღება დაეთმო კავკასიისთვის და უფრო მეტი სამხედრო გამოეგზავნა საზღვრების დასაცავად ამ მხარეში. ყოველივე ამაში რუსეთის როლი უნდა ყოფილიყო მორალური დახმარება და მცირედი სამხედრო თანადგომა, ეკატერინე II ტოტლებენს უბრძანა ეომა "რუსული სულით და ქართული ხორცით".ასევე ტოტლებენს მკაცრად მოთხოვეს არ ჩართულიყო არავითარ შემთხვევაში ფართომასშტაბიან ომში და არ მიეცა არც ერეკლე II და არც სოლომონ I საშუალება დივერსიების გარდა სერიოზული საომარი მოქმედებები დაეწყოთ მტრის ტერიტორიაზე.ამ ინსტრუქციების შესახებ არაფერი იცოდნენ საქართველოში და როგორც ქართლ-კახეთში ასევე იმერეთში იმედოვნებდნენ რომ ტოტლებენი ქართველებს დაეხმარებოდა [[მესხეთი]]ს გათავისუფლებაში, რომელიც XVI საუკუნიდან [[თურქები|თურქებს]] ქონდათ დაპყრობილი.

ხაზი 36:
[[1787]] წელს მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა დაიწყო [[რუსეთ-ოსმალეთის ომი]].რუსეთმა საქართველოდან გაიწვია 1783 წელს შემოყვანილი ორი ბატალიონი, რითაც კიდევ ერთხელ დაარღვია ტრაქტატი.საქართველო ოსმალეთის პირისპირ მიტოვებული დარჩა.ამ მძიმე ვითარებაში ერეკლე II იძულებული გახდა დაეწყო მოლაპარაკებები ოსმალეთთან და დაზავებოდა სტამბულს,რითაც იხსნა საქართველო თურქეთთან ახალი ომის გაჩაღებისგან.რუსეთის ღალატით იმდგაცრუებული სამეფო ოჯახის და თავად-აზნაურების ერთი ნაწილი მოითხოვდა მეფისგან რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტას, რადგან პრორუსულ პოლიტიკას ზიანის გარდა სხვა არაფერი მოჰქონდა საქართველოსთვის, მაგრამ ერეკლე II საგარეო პოლიტიკა მაინც არ შეცვალა.[[1792]] წელს დასრულდა რუსეთ-თურქეთის ომი თუმცა, რუსეთს არც ომის დასრულების შემდეგ დაუბრუნებია საქართველოში სამხედრო კონტიგენტი რომლის ყოფნაც გათვალისწინებული იყო ტრაქტატით.
1795 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს ახალი საფრთხე დაემუქრა, ამჯერად სპარსეთის მხრიდან, ირანის შაჰმა აღა-მაჰმად-ხანმა ერეკლე II გეორგიევსკის ტრაქტატის გაუქმება და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა. გეორგიევსკის ტრაქტატის ერთგულმა მეფემ უარი განაცხადა შაჰის მოთხოვნაზე და საფრთხის შესახებ რუსეთის ხელისუფლებას შეატყობინა, იმის მიუხედავად რუსეთის ხელისუფლება ფლობდა ინფორმაციას მომავალი სპარსეთ-საქართველოს ომის შესახებ რამდენიმე თვით ადრე და თავისუფლად შეეძლო გამოეგზავნა დამხმარე სამხედრო კონტიგენტი ერეკლესთვის, მან ეს არ გააკეთა.ამით მან აგრძნობინა ირანს რომ, შეეძლო თავისუფლად ემოქმედა რადგან რუსეთი ომში არ ჩაერეოდა და ამასთანავე კიდევ ერთხელ დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი.

[[ფაილი:Paul i russia.jpg|მინი|რუსეთის იმპერატორი პავლე I (1796-1801) წ.წ.]]
[[1795]] წელს 8-11 სექტემბერს გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა სპარსულ და ქართულ არმიებს შორის.ერეკლე II დახმარება აღმოუჩინა იმერეთის მეფემ [[სოლომონ II]].[[კრწანისის ბრძოლა]]ში [[აღა-მაჰმად-ხანი]] დიდ რიცხობრივ უპირატესობას ფლობდა, მისი არმია შედგებოდა 35 000 მეომრისგან, ხოლო ქართლ-კახეთის და იმერეთის გაერთიანებული არმია მხოლოდ 5000 მეომრისგან.რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად ბრძოლის პირველი სამი დღე ქართველების გამარჯვებით დასრულდა, შაჰი საქართველოდან წასვლას აპირებდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ერეკლე II უღალატეს, [[თბილისი]]ს ციხიდან გააპარეს სპარსეთის ჯაშუში,რომელმაც აცნობა შაჰს რომ ერეკლეს ძალები ეწურებოდა ხოლო რეზერვი რომლითაც დანაკარგებს შეავსებდა არ ჰყავდა. 11 სექტემბერს ირანელებმა გადამწყვეტი შეტევა მიიტანეს ქართველების პოზიციებზე,მთელი დღის გააფთრებული ბრძოლის შემდეგ ქართული არმია დამარცხდა და თითქმის მთლიანად განადგურდა, იმის მიუხედავად რომ ირანელებმა ორჯერ უფრო დიდი დანაკარგი განიცადეს დაღუპულების და დაჭრილების სახით, რიცხობრივი უპირატესობის ხარჯზე მათ მაინც გაიმარჯვეს.მტერმა თბილისი აიღო გაძარცვა და შემდეგ გადაწვა, ქალაქში მცხოვრები 15 000 ადამიანი კი ან დახოცეს ან ტყვედ წაიყვანეს.
მას შემდეგ რაც სპარსეთის შაჰმა თავის ლაშქართან ერთად დატოვა საქართველო, რუსეთში დაიწყეს ფიქრი სპარსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყების შესახებ,პირველი ამოცანა ქართლ-კახეთის სამეფოს ისე დასუსტება რომ მას რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა ანექსიის შემთხვევაში აღარ შეძლებოდა შესრულებული იყო, ახლა საჭირო იყო რეგიონიდან სპარსეთის განდევნა, ამიტომ სანკტსანქტ-პეტერბურგში ომის დაწყება გადაწყვიტეს.
[[1796]] წლის გაზაფხულზე რუსეთმა ომი გამოუცხადა სპარსეთს, რუსეთის 35 000 არმია [[ვალერიან ზუბოვი]]ს მეთაურობით შეიჭრა სპარსეთის ტერიტორიაზე.რუსები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და სწრაფად მიაღწიეს წარმატებას მათ აიღეს [[დარუბანდი]], [[ყუბა]] და [[ბაქო]] ხოლო ნოემბრისთვის უკვე [[მტკვარი|მტკვრის]] და [[არაქსი]]ს შესართავთან მივიდნენ.აქედან ისინი კიდევ უფრო სამხრეთით გასალაშქრებლად ემზადებოდნენ. თუმცა მოულოდნელად ომი შეწყდა,გარდაიცვალა იმპერატორი [[ეკატერინე II]], ხოლო მისი ადგილი [[პავლე I]] დაიკავა,რომელმაც არ ჩათვალა საჭიროდ ომის გაგრძელება და არმია უკან, რუსეთში გაიწვია.
თბილისის აღების და განადგურების შემდეგ საქართველოში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა,როგორც პოლიტიკური ასევე სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით.თუმცა მოხუცებულმა მეფე ერეკლე II მაინც შეძლო აღედგინა კონტროლი როგორც სამეფოზე ასევე მოსაზღვრე სახანოებზე რომლებიც ქართლ-კახეთის ვასალები იყვნენ.ასევე ერეკლე ემზადებოდა აღა-მაჰმად-ხანთან საომრად და რევანშის ასაღებად, ამჯერად მას უკვე აღარ ჰქონდა რუსეთის იმედი და მხოლოდ საკუთარი ძალებით აპირებდა გამკლავებოდა მტერს.[[1797]] წელს შაჰი შემოიჭრა კიდეც სამხრეთ კავკასიაში მაგრამ იგი შეთქმულებას ემსხვერპლა,ქართლ-კახეთს და ირანს შორის ომის საფრთხე მოიხსნა.[[1798]] წლის 11 იანვარს ერეკლე II სამოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი ადგილი [[გიორგი XII]] დაიკავა.გიორგის გამეფების შემდეგ სამეფოში მდგომარეობა უფრო გართულდა, გახშირდა ჩრდილოკავკასიელების თავდასხმები,ამავე დროს მეფეს დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა თავის ძმებთან რომლებსაც სურვილი ჰქონდათ, რომ მძიმედ ავადმყოფი გიორგი XII გარდაცვალების შემდეგ მეფეები ისინი გამხდარიყვნენ და არა გიორგის უფროსი ვაჟი, უფლისწული [[დავითი]].სამეფოში შექმნილი მძიმე მდგომარეობით ისარგებლა რუსეთის ხელისუფლებამ და [[1799]] წელს საქართველოში სამხედრო კონტიგენტი შემოიყვანა გენერალ [[ლაზარევი]]ს მეთაურობით,რომელსაც დაევალა ანექსიისთვის პირობების მომზადება, ოფიციალურად კი ეს სამხედრო კონტიგენტი რუსეთის ხელისუფლებამ გეორგიევსკის ტრქტატის პირობების შესასრულებლად შემოიყვანა(აღსანიშნავია რომ რუსეთს აქამდე არაერთხელ ჰქონდა ტრაქტატი დარღვეული).
[[1800]] წელს რუსეთის ხელისუფლება განსაკუთრებით გააქტიურდა,იმპერატორმა პავლე I გადაწყვიტა ესარგებლა შექმნილი რთული მდგომარეობით ქართლ-კახეთის სამეფოში და მოეხდინა მისი ანექსია, მითუმეტეს რომ მეფე გიორგი XII ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა.23 სექტემბერს საქართველოში შემოვიდა რუსეთის არმიის კიდევ ერთი პოლკი.იმავე წლის 7 ნოემბერს ქართლ-კახეთის და რუსეთის გაერთიანებულმა ლაშქარმა ნიახურის ველზე დაამარცხა [[ხუნძახი]]ს ხანი ომარი.თავდაპირველად რუსეთის ხელისუფლება აპირებდა დაეტოვებინა შეზღუდული ავტონომია ქართლ-კახეთის მეფისთვის და მიეცა ბაგრატიონების დინასტიისთვის საშუალება ფორმალურად ქართლ-კახეთის მეფეები ყოფილიყვნენ,თუმცა ისინი არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკას არ განაგებდნენ,ყველაფერს რუსეთის ხელისუფლების მიერ დანიშნული წარმომადგენლები მართავდნენ .მაგრამ შემდეგ რუსეთის იპერატორმა გადაწყვიტა პირდაპირ, რიგითი გუბერნიის სახით შეერთებინა სამეფო რუსეთისთვის, და ფორმალური ავტონომიაც კი არ დაეტოვებინა მისთვის.

== ქართლ-კახეთის ანექსია ==
[[ფაილი:David Bagrationi.JPG|მინი|ქართლ-კახეთის დროებითი მმართველი დავით XII (1800-1801) წ.წ.]]
[[1800]] წლის [[22 დეკემბერი|22 დეკემბერს]] იმპერატორმა [[პავლე I]] ხელი მოაწერა [[ქართლ-კახეთის სამეფო]]ს [[რუსეთის იმპერია]]სთან შეერთების მანიფესტს,რითაც უხეშად დაარღვია [[გეორგიევსკის ტრაქტატი]] და მოახდინა დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ქართლ-კახეთის [[ანექსია]].აღსანიშნავია რამდენად ცინიკურად მოქმედებდა რუსეთის იმპერატორი ამ მანიფესტის ხელმოწერისას, ამ დროს მძიმედ ავადმყოფი მეფე [[გიორგი XII]] ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, [[რუსეთი]]ს ხელისუფლებამ არ ჩათვალა საჭიროდ ეცნობებინა გიორგისთვის ამ მანიფესტის არსებობის შესახებ. არაფერი იცოდნენ ქართლ-კახეთის საელჩოშიც, სანკტსანქტ-პეტერბურგში.რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დროებით გაესაიდუმლებინა ინფორმაცია ამ მანიფესტის არსებობის შესახებ, და დაეცადა ხელსაყრელი მომენტისთვის მანიფესტის ოფიციალურად გამოსაქვეყნებლად.1800 წლის [[28 დეკემბერი|28 დეკემბერს]] გარდაიცვალა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი XII,მის მემკვიდრედ და სამეფოს დროებით მმართველად გიორგის ვაჟი [[დავით ბატონიშვილი|დავითი]] გამოცხადდა.საქართველოში მყოფი რუსეთის წარმომადგენლები,არწმუნებდნენ დავითს რომ იმპერატორი მას მალე დაამტკიცებდა მეფედ და გამოუგზავნიდა სამეფო რეგალიებს, როგორც ეს გეორგიევსკის ტრაქტატით იყო გათვალისწინებული,თუმცა ფარულად ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისთვის და მისი სრული ანექსიისთვის ემზადებოდნენ,ისინი მანიფესტის ოფიციალურ გამოქვეყნებას ელოდნენ მოქმედების დასაწყებად.

[[ფაილი:Alexander I of Russia.PNG|მინი|რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I (1801-1825) წ.წ.]]
[[1801]] წლის [[18 იანვარი|18 იანვარს]] სანკტსანქტ-პეტერბურგში და მოსკოვში გამოქვეყნდა მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების(ანექსიის) შესახებ.მანიფესტი არ გამოცხადებულა თბილისში, რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჯერ აეღოს ხელისუფლება თბილისში,ჩამოეცილებინა სამეფოს მართვისგან [[დავით ბატონიშვილი|დავით XII]],რომელიც სამეფოს გიორგი XII გარდაცვალების შემდეგ([[28 დეკემბერი]]) მართავდა, და მხოლოდ ამის შემდეგ გამოეცხადებინა ქართლ-კახეთის მოსახლეობისთვის სამეფოს ანექსიის შესახებ.[[1801]] წლის [[24 მარტი|24 მარტს]] უფლისწული დავითი ჩამოაშორეს ხელისუფლებას ,მოგვიანებით კი დააკავეს და სანკტსანქტ-პეტერბურგში გადაასახლეს.ქართლ-კახეთის დროებით მმართველად დავითის ნაცვლად გენერალი ლაზარევი გამოცხადდა.
დავითის ხელისუფლებიდან ჩამოშორებამდე თორმეტი დღით ადრე შეთქმულებას ემსხვერპლა იმპერატორი პავლე I.ქართლ-კახეთის სამეფოს საბოლოო ანექსიის საკითხის "მოგვარებას" პავლეს მემკვიდრე იმპერატორი [[ალექსანდრე I]] შეუდგა.ახალმა იმპერატორმა გამოსცა ბრძანება "საქართველოს მართვის შესახებ" სადაც ჩამოაყალიბა იმპერიის მთავარი მიზნები [[საქართველო]]ში და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში,კერძოდ ეს მიზნები იყო:რუსეთის თვითმპყრობლობის განმტკიცება საქართველოში,ასევე საქართველოს ბუნებრივი წიაღისეულის ათვისება,გადასახადების შეგროვება, მართლწესრიგის დაცვა და სამხრეთ კავკასიის სხვა სამეფოების და სამთავროების დაპყრობა.ამავდროულად ალექსანდრე I გადაწყვიტა გაეთამაშებინა პოლიტიკური ფარსი და ქართლ-კახეთის ანექსიის გასამართლებლად შექმნა კომისია რომელსაც უნდა შეესწავლა შეეძლო თუ არა სამეფოს დამოუკიდებლად არსებობა, რათქმაუნდა კომისიამ ისეთი გადაწყვეტილება გამოიტანა როგორიც იმპერიისთვის იყო ხელსაყრელი, დაასკვნა რომ ქართლ-კახეთს აღარ შეეძლო დამოუკიდებლად არსებობა და აუცილებელი იყო მისი იმპერიის შემადგენლობაში შეყვანა.

[[1801]] წლის [[12 სექტემბერი|12 სექტემბერს]] იმპერატორმა ალექსანდრე I გამოსცა მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შეყვანის(ანექსიის) შესახებ, რითაც მან გაიმეორა მისი წინამორბედის მსგავსი მანიფესტი.ქართლ-კახეთის საელჩომ გამოაცხადა პროტესტი და გადასცა საპროტესტო ნოტა რუსეთის ხელისუფლებას,ანექსია გააპროტესტეს ასევე [[დიდი ბრიტანეთი|დიდმა ბრიტანეთმა]] და [[საფრანგეთი|საფრანგეთმა]],თუმცა ამას არავითარი შედეგი არ გამოუღია.[[1802]] წლის [[12 აპრილი|12 აპრილს]] გენერალმა [[კარლ კნორრინგი|კარლ კნორრინგმა]] [[სიონის ტაძარი|სიონის საკათედრო ტაძარში]] ალყა შემოარტყა ქართლ-კახეთის თავადებს და საზეიმოდ გამოაცხადა სამეფოს რუსეთთან შეერთების(ანექსიის) შესახებ,შემდეგ აიძულა თავადები დაედოთ რუსეთის იმპერატორის ერთგულების ფიცი.თავადების ნაწილმა მოახერხა ალყის გარღვევა,ხოლო დანარჩენები იძულებული გახდნენ ფიცი დაედოთ, ვინც უარი განაცხადა დააპატიმრეს.[[ქართველები|ქართველების უმრავლესობა]] არ აპირებდა შერიგებოდა დამოუკიდებლობის დაკარგვას, და დაიწყეს მომავალი აჯანყებებისთვის მზადება.

== საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში (1801-1917) ==
[[ფაილი:Knorring 2 Karl Bogdanovich.jpg|მინი|კარლ ბოგდანის ძე კნორრინგი საქართველოს მთავარსარდალი (1801-1802) წ.წ.]]
[[1802]] წლის მაისში თბილისში ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება რუსეთის მიერ შექმნილმა "[[საქართველოს სამმართველო]]მ",[[საქართველო]]ს მმართველის თანამდებობაზე [[კარლ კნორრინგი]] დაინიშნა,რომელსაც [[მთავარმმართველი|მთავარსარდალი]] ეწოდა.[[ქართლ-კახეთის სამეფო]]ს ტერიტორია დაიყო ხუთ ნაწილად:[[გორი]]ს,[[დუშეთი]]ს,[[ლორე|ლორის]],[[თელავი]]ს და [[სიღნაღი]]ს უეზდებად(რეგიონებად),უეზდების მმართველებად რუსი მოხელეები დაინიშნენ,რომლებსაც "კაპიტან-ისპრავნიკები" ეწოდათ.ქალაქების მმართველებად დაინიშნენ რუსი ოფიცრები რომლებსაც "კომენდანტები" ეწოდათ,დამპყრობლებმა ასევე გააუქმეს ქართული სამართალი და,სამართალწარმოება რუსულ სისტემაზე გადაიყვანეს.საქართველოში ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ პირველი რაც [[რუსეთი]]ს ხელისუფლებამ გააკეთა იყო [[ბაგრატიონები]]ს სამეფო ოჯახის დევნის დაწყება,კერძოდ სამეფო ოჯახის ყველა წევრის დაპატიმრება და მათი რუსეთში გადასახლება,ხოლო მათ ვინც წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის ხელისუფლებას, ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით აპატიმრებდნენ და ასახლებდნენ რუსეთში.მიზეზი მმართველი დინასტიის სასტიკი დევნის,იყო ის რომ არასოდეს ბაგრატიონები არ შეეგუებოდნენ საქართველოს დაპყრობას და ანექსიას,ამიტომ ისინი აუცილებლად იბრძოლებდნენ საქართველოს მტრისაგან გასათავისუფლებლად,თავის მხრივ ბაგრატიონები მარტო არ იქნებოდნენ თავიანთ ბრძოლაში რადგან ქართველი [[ერი]] არ შეეგუებოდა დამოუკიდებლობის დაკარგვას და ყოველთვის მხარში ამოუდგებოდნენ სამეფო დინასტიის წარმომადგენლებს მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.ეს კარგად იცოდნენ სანკტსანქტ-პეტერბურგში ამიტომ,საქართველოში მყოფ რუსეთის არმიის ნაწილებს და რუს ჩინოვნიკებს,უპირველეს მიზნად დაუსახეს ბაგრატიონების საქართველოდან გასახლება,ხოლო რა მეთოდებით გააკეთებდნენ დამპყრობლები ამას, მნიშნვნელობა არ ჰქონდა.გასახლება დაიწყო [[1801]] წელს,თავდაპირველად გაასახლეს [[გიორგი XII]] შვილები,უფლისწულები:[[ბაგრატი]],[[დავითი]],[[იოანე]] და [[მიხეილი]].უფლისწულების ნაწილი არ დაემორჩილა რუსეთის ხელისუფლებას და წინააღმდეგობის გაწევა დაიწყეს,ამასობაში [[1803]] წელს გაასახლეს [[ერეკლე II]] მეუღლე დედოფალი [[დარეჯანი]],იმავე წელს რუსებმა გადაწყვიტეს გაესახლებინათ გიორგი XII მეუღლე დედოფალი [[მარიამი]],რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებდა საქართველოს დატოვებაზე,რადგან დედოფალი ვერ აიძულეს საკუთარი ნებით დაეტოვებინა თბილისი,[[გენერალი]] [[ლაზარევი]] შეიჭრა სასახლეში და ძალით სცადა დედოფლის გამოყვანა,რაც რუს გენერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა,მარიამმა სასახლეში ნებართვის გარეშე შეჭრილი ლაზარევი მოკლა.მომდევნო,[[1804]] წელს უკვე უფლისწულები [[იულონი]] და [[ფარნაოზი]] დააპატიმრეს და გაასახლეს საქართველოდან.რამდენიმე წლის განმავლობაში რუსებმა გაასახლეს ბაგრატიონების სამეფო საგვარეულოს თითქმის ყველა წევრი,გასახლებას გადაურჩნენ მხოლოდ ისინი ვინც თავი სპარსეთს,ოსმალეთს ან [[ჩრდილოეთ კავკასია]]ს შეაფარეს საიდანაც ისინი კვლავ აგრძელებდნენ აქტიურ ბრძოლას რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ.1802 წლიდან საქართველოში დაიწყო აჯანყებების,პოლიტიკური გამოსვლების და შეთქმულებების მთელი სერია რომლებიც ერთერთ უმთავრეს მიზნად საქართველოს გათავისუფლებას ისახავდნენ.თუმცა რუსეთი არ შემოფარგლულა მხოლოდ [[აღმოსავლეთ საქართველო]]ს დაპყრობით და მისი შენარჩუნებით,რუსეთის ხელისუფლებას მიზნად ჰქონდა სრულად დაეპყრო საქართველო,ამიტომ მათ ენერგიული ქმედებების განხორციელება დაიწყეს [[დასავლეთ საქართველო]]ს დასაპყრობად.

=== იმერეთის ანექსია ===
ხაზი 71:
როგორც ზემოთ აღინიშნა [[სამეგრელო]]ს სამთავრო [[რუსეთი]]ს იმპერიის მფარველობაში [[1803]] წელს შევიდა კერძოდ 1803 წლის 2 ოქტომბერს,როდესაც მთავარმა [[გრიგოლ დადიანი|გრიგოლმა]] ხელი მოაწერა რუსეთის იმპერიის პროტექტორატში შესვლას,ამ ხელშეკრულების მომზადება დაიწყო 1803 წლის ივლისში როგორც კი მთავარმა გრიგოლმა გამოთქვა სურვილი შესულიყო რუსეთის მფარველობაში(რაც თავის მხრივ განპირობებული იყო იმით რომ [[იმერეთი]]ს მეფე [[სოლომონ II]] ცდილობდა მისთვის სასურველი კანდიდატურა, გრიგოლის უმცროსი ძმა [[ტარიელ დადიანი|ტარიელი]] გაემთავრებინა და მოეხდინა იმერეთის სამეფოს ქვეშ მთელი დასავლეთ საქართველოს გაერთიანება და ბოლო მოეღო ფეოდალური პარტიკულარიზმისთვის. სოლომონმა მიზანს მიაღწია 1802 წელს, გრიგოლმა მთავრობა დაკარგა მისი ადგილი ტარიელმა დაიკავა რომელიც იმერეთის მეფის უზენაესობას აღიარებდა).ამდენად გრიგოლ დადიანის ვიწრო პოლიტკურმა მიზნებმა [[საქართველო]]ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის ბედი გადაწყვიტა,და ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შემდგომში [[იმერეთის სამეფო]]ს რუსეთის მიერ დაპყრობაში.[[ალექსანდრე I]] ხელშეკრულება [[1804]] წლის ივლისში დაამტკიცა,ხოლო რუსეთის იმპერიისთვის სამეგრელოს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მირთმევისთვის [[გრიგოლ დადიანი]] წმინდა [[ალექსანდრე ნეველი]]ს ორდენით დააჯილდოვა.1803 წლის 2 ოქტომბრის ხელშეკრულებით სამეგრელოს სამთავრო კარგავდა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების უფლებას,მას მთლიანად რუსეთი წარმართავდა,სამაგიეროდ მთავარი ინარჩუნებდა საშინაო საქმეების დაოუკიდებლად წარმოების უფლებას(თუმცა რუსეთს გარკვეულ შემთხვევებში საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება ეძლეოდა,ხოლო სამეგრელოს მთავარი ოფიციალურად ემორჩილებოდა კავკასიის მთავარსარდალს).სამეგრელოს ტერიტორიაზე უნდა განთავსებულიყო რუსეთის სამხედრო ნაწილები,რომლების დაბინავება და საკვებით მომარაგება მთავარს უნდა უზრუნველეყო და ასევე სამეგრელოს მთავრებად სამუდამოდ დადიანების საგვარეულო უნდა დარჩენილიყო,ხოლო მისი დანარჩენ იმპერიასთან შეერთება და სამთავროს გაუქმება იკრძალებოდა.1804 წელს რუსეთის სამხედრო ნაწილები სამეგრელოში განლაგდნენ,ხოლო თავად [[გრიგოლ დადიანი]] 1804 წელს გარდაიცვალა,მისი ადგილი მისმა ძემ [[ლევან V დადიანი|ლევან V]] დაიკავა.

[[ლევან V დადიანი]] სრულად იყო დამოკიდებული რუსეთზე და იმპერიის მითითებებს მორჩილად ასრულებდა,თუმცა რუსეთს აგრესიული ქმედებები მაინც არ შეუწყვეტია.1840 წელს სამეგრელოს სამთავროს ჩამოერთვა მნიშვნელოვანი ტერიტორია,[[სამურზაყანო]](ტერიტორია მდ.[[ენგური]]დან მდ.[[ღალიძგა]]მდე,რომელიც მოიცავს დღევანდელი [[გალის მუნიციპალიტეტი]]ს ტერიტორიას სრულად,ასევე ოჩამჩირის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ნაწილს),მთავარმა კომპენსაციის სახით 25 000 ვერცხლის [[რუბლი]] მიიღო.[[1846]] წელს გარდაიცვალა [[ლევან V დადიანი|ლევან V]],მისი ადგილი [[დავით დადიანი|დავით I]] დაიკავა,[[1853]] წელს დავით დადიანის გარდაცვალების შემდეგ,მცირეწლოვანი მთავრის [[ნიკო დადიანი|ნიკოლოზის]] რეგენტად და სამთავროს მმართველად დედოფალი [[ეკატერინე ჭავჭავაძე|ეკატერინე დადიანი]] დაინიშნა.1853 წელს დაიწყო [[ყირიმის ომი]] რომელიც უკვე [[1854]] წელს სამეგრელოსაც შეეხო,ოსმალებმა [[ყულევი]]ს პორტი დაიკავეს,ხოლო [[1855]] წელს მთელი სამეგრელო დაიპყრეს,მოსახლეობა აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა დამპყრობლებს და სერიოზულ ზიანს აყენებდა მას.[[1856]] წელს ომის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე ოსმალებმა სამთავრო დატოვეს,თუმცა მოსახლეობა უმძიმეს მდოგომარეობაში აღმოჩნდა ომმა გააჩანაგა სამეგრელო,რამაც 1856 წელს [[სამეგრელოს გლეხთა აჯანყება|სამეგრელოს გლეხების აჯანყება]] გამოიწვია.სამთავროს ხელისუფლება საკუთარი ძალებით აჯანყების ჩახშობა ვერ მოახერხა და რუსეთს მიმართა დახმარების თხოვნით.იმპერიამ ჩაახშო აჯანყება,თუმცა შექმნილი ვითარება მათ სარგებლობის საუკეთესო საშუალებას აძლევდა,ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოთ სამეგრელოს შეზღუდული დამოუკიდებლობისთვის.[[1857]] წლის 8 სექტემბერს რუსეთის ხელისუფლების განკარგულებით სამეგრელოს სამთავროში იმპერიის პირდაპირი მმართველობა დამყარდა,ხოლო მცირეწლოვანი მთავარი დედასთან ერთად [[სანკტსანქტ-პეტერბურგი|სანკტსანქტ-პეტერბურგში]] გაიწვიეს,რაც ფაქტობრივად სამთავროს გაუქმებას ნიშნავდა.[[1867]] წლის 4 იანვარს იმპერატორ [[ალექსანდრე II]] ბრძანებით,სამეგრელოს სამთავრო ოფიციალურად გაუქმდა,რაც 1803 წლის 2 ოქტომბრის ხელშეკრულების დარღვევა იყო.სამეგრელოს ანექსიით იმპერიამ დაასრულა [[საქართველო]]ს სამეფო-სამთავროების დაპყრობა.

=== პოლიტიკური გამოსვლა კახეთში (1802) ===