არაბთა სახალიფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 109:
 
== ომაიანების ხალიფები (661-750) ==
{{მთავარი|ომაიანთა სახალიფო}}
ომაიანთა ბატონობა [[750]] წლამდე გაგრძელდა. მათ სატახტო ქალაქი [[სირია]]ში [[დამასკი|დამასკში]] გადაიტანეს, რის მიხედვითაც ომაიანთა სახალიფოს დამასკის სახალიფოსაც უწოდებენ. დინასტიის ფუძემდებელია [[მუავია I]] ([[661]]-[[680]] წწ.), რომელმაც ხალიფის ხელისუფლება მემკვიდრეობითი გახადა. ომაიანთა ხალიფებმა მიიღეს მალიქის (არაბ. - მეფე) ტიტული. სახალიფო თეოკრატიული სახელმწიფოდან აღმოსავლურ დესპოტიაში გადაიზარდა.
 
ომაიანმა ხალიფებმა განაგრძეს დაპყრობითი ომები, დაიპყრეს [[პირენეს ნახევარკუნძული]]ს დიდი ნაწილი, [[მცირე აზია]], [[შუა აზია]] და ჩრდილოეთი [[ინდოეთი]]. არაბთა სახალიფო [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანიდან]] [[კაშგარი|კაშგარის მთებამდე]] გადაიჭიმა. ხალიფა [[აბდ ალ-მალიქი|აბდ ალ-მალიქმა]] ([[685]]-[[705]] წწ.) ჩაატარა რეფორმები, რომლებბიც მიზნად ისახავდა სახალიფოს ცენტრალიზაციას და არაბიზაციას. სახელმწიფო ენად გამოცხადდა [[არაბული ენა|არაბული]]. სახელმწიფო დაწესებულებებიდან განიდევნა ადგილობრივი ენები ([[ბერძნული ენა|ბერძნული]], [[სპარსული ენა|სპარსული]], [[კოპტური ენა|კოპტური]]).
 
ომაიანთა სახალიფოში უგულებელყფდნენ დაპყრობილი ხალხების უფლებებს. დაუშვებელი იყო [[მავალები]]ს (არაარაბი მუსლიმების) უფლებებით არაბებთან გათანასწორება. არაბი მუსლიმანებისაგან განსხვავებით მავალები იხდიდნენ [[ხარაჯა]]ს, ხოლო ე. წ. [[700]] წლის კანონით - [[ჯიზია]]საც. რადგან არაარაბები გამუსლიმანების შემთხვევაშიც უფლებრივად არაბებს ვერ უთანასწორდებოდნენ, ამის შედეგად შეფერხდა [[ისლამი]]ს გავრცელება და გაიზარდა დაპყრობილი ქვეყნების მმართველი ფენების უკმაყოფილება, რომლებიც ომაიანებმა თავიანთ სოციალურ დასაყრდენად ვერ გადააქციეს.
 
[[VIII საუკუნე]]ში გაძლიერდა ბრძოლა ომაიანთა წინააღმდეგ, რომელშიც მონაწილეობდა სხვადასხვა სოციალური ძალა. გაძლიერდა დაპყრობილ ხალხთა განმათავისუფლებელი მოძრაობა არაბთა წინააღმდეგ. ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა [[ამიერკავკასია]], სადაც [[736]]-[[738]] წწ. ომაიანებმა მოაწყვეს დამსჯელი ექსპედიცია [[მურვან ყრუ]]ს მეთაურობით. ომაიანებს ოპოზიციაში ჩაუდგნენ ასევე ირანელი ფეოდალები, რომლებსაც დაუკავშირდნენ [[აბასიანები]] და ფართო მასების მოძრაობა თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენეს. [[750]] წელს [[აბუ მუსლიმი]]ს აჯანყების შემდეგ ომაიანთა დინასტია დაემხო. იგი შეცვალეს აბასიანებმა ([[750]]-[[1258]] წწ.), რომლებიც თავს მუჰამედის ბიძის — ალ-აბასის შთამომავლად თვლიდნენ (აქედან მიიღეს დინასტიის სახელწოდებაც). აბასიანებმა რეზიდენცია [[762]] წელს დაარსებულ ქალაქ [[ბაღდადი|ბაღდადში]] გადაიტანეს. ამიტომ აბასიანთა სახალიფოს ბაღდადის სახალიფოსაც უწოდებენ.
 
[[750]] წლის გადატრიალება აღნიშნავდა ღრმა ცვლილებებს ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სახალიფოს შემდგომი განვითარებისათვის, [[ფეოდალიზმი|ფეოდალიზაციის]] პროცესის დაჩქარებისათვის, რაც პოლიტიკური წყობილების უფრო განვითარებულ სტადიაზე გადასვლასაც მოითხოვდა. აბასიანთა სახალიფოს სახელმწიფო წყობილება გახდა ახალი საფეხური არაბთა სახელმწიფოს განვითარებაში.
 
== აბასიანების ხალიფები (750-1258) ==