არაბთა სახალიფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 105:
 
მეორე ხალიფამ [[უმარ I]]-მა ([[634]]-[[644]] წწ.), მიიღო „ამირა ალ-მუმინინას“ („მართლმორწმუნე ამირას“) წოდება, რითაც ხაზი გაესვა ხალიფის საერო ფუნქციას. ამიერიდან ხალიფები ამ ტიტულით იწოდებოდნენ. პირველმა ხალიფებმა დაასრულეს მუჰამედის მიერ დაწყებული არაბული ტომების გაერთიანება და წარმატებით მიჰყვეს ხელი დაპყრობით ომებს, რომელთა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი [[აბუ ბაქრი]]ს, [[უმარ I]]-ისა და [[უსმან იბნ აფანი|უსმანის]] ([[644]]-[[656]] წწ.) ხანაზე მოდის. ორი ათეული წლის მანძილზე არაბებმა დაიპყრეს [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] აღმოსავლური და [[აფრიკა|აფრიკის]] პროვინციები: [[სირია]], [[პალესტინა]], [[ეგვიპტე]] და [[ჩრდილოეთი აფრიკა]], მთლიანად დაიმორჩილეს [[ირანი]] და ბოლო მოუღეს [[სასანიანები|სასანიანთა]] [[სასანიანთა იმპერია|ირანის იმპერიას]], ამავე ხანებში დაიპყრეს [[აზერბაიჯანი]], [[სომხეთი]] და [[საქართველო]].
 
დაპყრობითი ომები დროებით შეაფერხა შინაპოლიტიკურმა კრიზისმა და სამოქალაქო ომმა ხალიფების უსმანისა და [[ალი იბნ აბუ ტალიბი|ალის]] ([[656]]-[[661]] წწ.) დროს, რაც მარჯვედ გამოიყენეს [[ომაიანები|ომაიანთა]] გვაროვნულმა არისტოკრატიამ და [[661]] წელს ხელთ იგდეს ძალაუფლება.
 
== ომაიანების ხალიფები (661-750) ==