ათენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Athena Parthenos Altemps Inv8622.jpg|rightმინი|thumb| ათენას მარმარილოს ქანდაკება, ძვ. წ.აღ. I საუკუნე]]
[[ფაილი:Mengs, Urteil des Paris.jpg|მინი|პარისი განხეთქილების ვაშლით ასაჩუქრებს აფროდიტეს, რითიც გაანაწყენა ათენა]]
'''ათენა''' (''[[ბერძნ.]]'' Ἀθηνᾶ ან Ἀθήνη), [[საბერძნეთი]]ს ერთ–ერთი უმთავრესი [[ღვთაება]]. [[მიკენა|ძველმიკენური]] ღვთაება, ზევსის[[ზევსი]]ს საყვარელი ქალიშვილი. ძველი [[მითოლოგია|მითების]] მიხედვით იგი ღრუბელთა ღმერთქალი, ცისა და ელვის მბრძანებელი, მშვიდობიანი შრომის დამცველია. მან ასწავლა ადამიანებს ცხენის[[ცხენი]]ს შეკაზმვა და ხარების დაუღვლა, ხვნა და თესვა, ეტლების კეთება და გემების აგება, მან აჩუქა ადამიანებს სახნისი, ფოცხი და სხვა სასოფლო–სამეურნეო იარაღები. მისივე ნაბოძვარია [[თითისტარი]] და საქსოვი დაზგა. იგი ითვლებოდა დახელოვნებულ ფეიქრად და საფეიქრო საქმიანობისა და ქალთა შრომის დამცველად. ათენა ისევე, როგორც [[ჰეფესტოსი]], თვითონაც არ გაურბის ფიზიკურ შრომას. ყოველივე ამასთან ერთად ათენა [[მეცნიერება|მეცნიერების]] დამცველი, სიბრძნის ქალღმერთია. მან შეუქმნა ადამიანებს კანონები და დაუწესა [[არეოპაგი]]. ათენა არის [[ატიკა|ატიკის]] და ქალაქ [[ათენი]]ს უზენაესი ღვთაება. მითის თანახმად, როდესაც ამ მხარის მმართველობაზე დავა გაიმართა [[პოსეიდონი|პოსეიდონსა]] და ათენას შორის, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს გამარჯვებულად ეცნოთ ის, ვინც ხალხს საუკეთესო საჩუქარს მიართმევდა. პოსეიდონმა კლდეს სამკბილა დაჰკრა და ზღვის მარილიანი წყალი სამ ჭავლად წარმოადგინა, ათენამ კი მიწაში ხმალი ჩაასო და ზეთისხილად აქცია. მოსამართლეებმა შეაფასეს ორივეს საჩუქარი და აღნიშნეს, რომ ზღვის მარილიანი წყალი ყველგან დიდ ტალღებად ბობოქრობს და ადვილი საშოვარია, ზეთის ხილი კი ატიკელებს სიმდიდრეს და ბედნიერებას მოუტანს. ამიტომ გამარჯვებულად ათენა დაასახელეს. ამის შემდეგ ზეთის ხილი ათენას წმინდა ხედ ითვლება.
 
მითებში გადმოცემულია ათენას საოცარი დაბადება [[ზევსი]]ს თავიდან. [[ჰესიოდე]] გვიამბობს, რომ ზევსის პირველი მეუღლე, ოკეანიდი მეტიდა შვილს ელოდებოდა. ზევსს უწინასწარმეტყველეს, რომ ეს ბავშვი მას გადააჭარბებდა სიძლიერით და გონიერებით. ამ არასასიამოვნო მოვლენის თავიდან ასაცილებლად ზევსმა გადაყლაპა მეტიდა, მაგრამ ბავშვმა განვითარება მამის თავში განაგრძო. გარკვეული დროის შემდეგ ჰეფესტომ[[ჰეფესტო]]მ ჩაქუჩის დარტყმით გახსნა ზევსის თავი და ქვეყანას ათენა მოავლინა.
 
ზოგი მითის მიხედვით ათენა [[ოკეანოსი]]ს ქალიშვილია. [[ჰომეროსი]]ს მიხედვით იგი ზევსის სატრფოა. ათენა მონაწილეობდა [[გიგანტომახია|"გიგანტომახიაში"]]. შემდეგში ათენას პალანტას კულტი შეერწყა, რამაც ალბათ განაპირობა მისი ზედმეტსახელი პალადა. [[ტროას ომი|ტროას ომში]] ათენა ბერძნების მხარეზეა, იგი განაწყენებულია იმის გამო, რომ [[პარისი|პარისმა]] ოქროს ვაშლი [[აფროდიტე]]ს არგუნა. ათენა მფარველობს [[არგონავტები|არგონავტებს]], იგი გამოსახული იყო "არგოს" კიჩოზე.
 
[[პერსევსი]] ათენას დახმარებით იმარჯვებს [[გორგონა|გორგონა–მედუზაზეგორგონა–მედუზა]]ზე და მის თავს საჩუქრად აძლევს ღმრთქალს. ათენამ გორგონას თავით თავისი ფარი შეამკო. ათენა არის [[ჰერაკლე (მითოლოგია)|ჰერაკლეს]] მარადიული მფარველი. იგი ითვლება აგრეთვე მუსიკის მფარველად. ათენა ცნობილია, როგორც სიქალწულის და სათნოების განსახიერება. ათენას კულტი გავრცელებული იყო [[საბერძნეთი]]ს ბევრ ქალაქში, მაგრამ მთავარი ტაძარი განლაგებული იყო ათენში ([[პართენონი]]). პართენონში იდგა [[ფიდიასი]]ს მიერ შექმნილი ქანდაკება. ხელოვნებაში ათენა გამოისახებოდა მკაცრ და დიდებულ ქალიშვილად. ხშირად გრძელი ტანსაცმლით, ხმლით, ფარით და შუბით. ათენას ფერხთით მუდამ ზის მისი წმინდა ფრინველი – [[ბუ]]. ხშირად ათენა გველთან ერთად გამოისახებოდა (გველი როგორც სიბრძნის სიმბოლოასიმბოლო). რომში ათენა გააიგივეს ხელოვნების მფარველ ქალღმერთ [[მინერვა]]სთან.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.theoi.com/Cult/AthenaCult.html Theoi.com Cult of Athena] —Extracts of classical texts
* [http://www.goddess-athena.org/Museum/Sculptures/index.htm Roy George, "Athena: The sculptures of the goddess"] —A repertory of Greek and Roman types
* [http://goddessnike.com/nike_story_on_athenas_birth.php On Athena's Birth] - Two interpretations of Goddess Athena's birth story.
 
== ლიტერატურა ==
* [[Walter Burkert|Burkert, Walter]], 1985. ''Greek Religion'' (Harvard).
* [[Robertრობერტ Graves|Graves, Robertგრეივზი]], (1955) 1960. ''The Greek Myths'' revised edition.
* [[Karl Kerenyi|Kerenyi, Karl]], 1951. ''The Gods of the Greeks'' (Thames and Hudson).
* [[Jane Ellen Harrison|Harrison, Jane Ellen]], 1903. ''Prolegomena to the Study of Greek Religion''.
* Palaima, Thomas, 2004. "Appendix One: Linear B Sources." In Trzaskoma, Stephen, et al., eds., ''Anthology of Classical Myth: Primary Sources in Translation'' (Hackett).
* Ruck, Carl A.P. and Danny Staples, 1994. ''The World of Classical Myth: Gods and Goddesses, Heroines and Heroes'' (Durham, NC).
 
* [[Seppo Telenius|Telenius, Seppo Sakari]], (2005) 2006. ''Athena-Artemis'' (Helsinki: Kirja kerrallaan).
== რესურსები ინტერნეტში ==
* Trahman, C.R., 1952. "Odysseus' Lies ('Odyssey', Books 13-19)" in ''Phoenix'', Vol. 6, No. 2 (Classical Association of Canada), pp. 31–43.
* [http://www.theoi.com/Cult/AthenaCult.html Theoi.com Cult of Athena] —Extracts of classical texts
* [[Michael Ventris|Ventris, Michael]] and [[John Chadwick]], 1973. ''Documents in Mycenaean Greek'' (Cambridge).
* [http://www.goddess-athena.org/Museum/Sculptures/index.htm Roy George, "Athena: The sculptures of the goddess"] —A repertory of Greek and Roman types
* [[Brian Friel|Friel, Brian]], 1980. ''Translations''
* [http://goddessnike.com/nike_story_on_athenas_birth.php On Athena's Birth] - Two interpretations of Goddess Athena's birth story.
* [[William Smith (lexicographer)|Smith, William]]; ''[[Dictionary of Greek and Roman Biography and Mythology]]'', London (1873). [http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Perseus%3Atext%3A1999.04.0104%3Aalphabetic+letter%3DA%3Aentry+group%3D51%3Aentry%3Dathena-bio-1 "Athe'na"]
 
{{ზევსის შვილები}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ათენა“-დან