ელისაბედ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ჯეიმს - ჯეიმზ, replaced: ჯეიმს → ჯეიმზ using AWB
ხაზი 68:
1553 წლის ოქტომბერს 36 წლის მერი I ლონდონში დედოფლად ეკურთხა . მმართველობის პირველივე წლებიდან მერი აქტიურად შეუდგა სახელმწიფოს მართვას: ბავშვობიდანვე კათოლიკურ სარწმუნოებაზე აღზრდილმა დედოფალმა სამეფოს კვლავინდებურად კათოლიკურ წიაღში დაბრუნება მოიწადინა, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში უკვე რამდენიმე თაობა იყო აღზრდილი პროტესტანტულ რწმენაზე. ქვეყანაში პროტესტანტების "წმენდა" და სისხლიანი რეპრესიები დაიწყო.
 
[[1554]] წლის იანვარში თავადმა ტომას უიტმა მოაწყო აჯანყება პაპის წინააღმდეგ, სტიქიური აჯანყების ჩახშობის შემდეგ მრჩევლებმა მერი I ს ურჩიეს, ელიზაბეთი ტაუერში გადაეყვანა, რადგან ადვილი შესალებელი იყო, რომ მას-ბავშვობიდანვე პროტესტანტული საწრმუნოებით აღზრდილს კავშირი ჰქონოდა აჯანყებულებთან. ტაუერში ელისაბედი შეხვდა მის ბავშვობის მეგობარს [[რობერტ დალიდადლი]]ს, არსებობს ვერსია, რომ ახალგაზრდა წყვილი ერთად სეირნობით ატარებდა დროს და ეს ურთიერთობა გამოდგა შემდგომში მათი სიყვარულის დასაწყისი.
 
იმავე წელს ლონდონში ჩავიდა ფილიპ ესპანელი-მერის მომავალი მეუღლე. ქორწინების გამო მერიმ ელიზაბეთს თავისუფლება უწყალობა. გადაწყვეტილება განაპირობა იმ ფაქტმაც რომ ტომას უაიტმა სიკვდილის წინ დაიფიცა -"ელისაბედს წარმოდგენა არ ჰქონდა აჯანყებაზეო".
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ელისაბედ_I“-დან