დავით II (იმერეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 37:
 
====ოსმალეთის პრეტენზიები და რუსეთის როლი====
იმერეთის [[რუსეთის იმპერია |რუსეთთან]] დაახლოებამ [[ოსმალეთის იმპერია |ოსმალეთი]] დააფრთხო და მან იმერეთის მეფედ [[ქაიხოსრო აბაშიძე (იმერეთი)|ქაიხოსრო ლევანის ძე აბაშიძე]] გამოაცხადა. იმავე დროს, [[სტამბოლი]]დან ტახტის მეორე მაძიებელი, [[რაჭის საერისთავო |რაჭის ერისთავის]] ვაჟი, [[გიორგი რაჭის ერისთავი |გიორგი]] ("ქიორ–ბეიდ" – ცალთვალად წოდებული) გამოემართა. ოსმალეთი აშკარად ამზადებდა დასავლეთ საქართველოში შემოჭრას. ამ რთულ ვითარებაში მეფემ გაბედულად იმოქმედა: შემოირიგა ზურაბ და პაპუნა წერეთლები და წულუკიძეს მორჩილება გამოაცხადებინა. [[1785]] წლის მიწურულს, რუსეთის აქტიური ჩარევის შედეგად, [[ოსმალეთის იმპერია |თურქეთი]] იძულებული გახდა უარი ეთქვა იმერეთში თავისი კანდიდატის გამეფებაზე. თუმცა, თურქთა მარბიელი რაზმების თარეში არ წყდებოდა. [[1785]] წელს მეფემ რაჭის ერისთავის ძე – გიორგი შემოირიგა და ახლად აღდგენილი [[რაჭის საერისთავო]] ჩააბარა; [[1786]] წელს კი წულუკიძის, წერეთლისა და დავით არჩილის ძის იმერეთში შემოსული ჯარი დაამარცხა. ეს ჯარი მეფის მოწინააღმდეგეებს ახალციხის [[სულეიმან–ფაშა |ფაშა სულეიმანმა]] დაახმარა.
 
1784–1786 წლებში [[ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება |ქუჩუკ–კაინარჯის ზავის]] გამო რუსეთმა დასავლეთ საქართველოში თურქთა პრეტენზიებს აშკარა ძალა ვერ დაუპირისპირა. [[1787]] წლის ივნისში დავით II–ის რწმუნებებით აღჭურვილი ახალი ელჩი – [[ბესიკი |ბესარიონ გაბაშვილი]] რუსეთს გაემგზავრა, მაგრამ [[სანქტ-პეტერბურგი |პეტერბურგში]] მხოლოდ [[1789]] წელს ჩააღწია.