აბო თბილელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: გაანთავისუფლეს → გაათავისუფლეს using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Saint Abo of Tiflis.jpg|thumb|right|აბო თბილელი]]
'''აბო თბილელი''' (დ. დაახლ. [[757]] - გ. [[6 იანვარი]], [[786]]), [[ქრისტიანობა|ქრისტიანობისათვის]] წამებული არაბი, ნერსე ქართლის ერისმთავრის მსახური, ნელსაცხებელთა ოსტატი. [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი]] ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით [[8 იანვარი]], ახალი სტილით - [[21 იანვარი]].
 
== ბიოგრაფია ==
 
წმინდანი [[ბაღდადი]]დან [[ქართლი|ქართლში]] ჩამოჰყვა [[ნერსე II|ნერსეს]]. აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით; იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. შემდეგ ქართლიდან დევნილ ერისთავს თან გაჰყვა [[ხაზარეთი|ხაზარეთში]], სადაც ქრისტიანობა მიიღო.
 
აბო თან გაჰყვა არაბთა რისხვას განრიდებულ ერისმთავარს აფხაზეთში. იგი მადლობდა ღმერთს, რომ იხილა ადგილი, სადაც ყველა ქრისტიანი იყო და ერთი პირითა და ერთი გულით ადიდებდა შემოქმედს. შემდგომმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ნერსეს საშუალება მისცა ისევ ქართლს დაბრუნებოდა. აფხაზთა მეფემ სთხოვა აბოს დარჩენილიყო აფხაზეთში: {{ციტატა|-„მეშინის მე შენთჳს, ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტჱსისა ნებსით, გინა უნებლიედ და ესოდენი შრომაჲ შენი წარწყმიდო”, - უთხრა მან აბოს. <br />-„განმიტევე მე, რაჲთა ეუწყოს განცხადებულად ქრისტიანობაჲ ჩემი ქრისტეს მოძულეთა მათ”. – უპასუხა ნეტარმა.}}
 
სამი წელი მოღვაწეობდა აბო თბილისში და ქადაგებდა ქრისტიანობას. ძველმა თანამემამულეებმა დაასმინეს იგი, შეიპყრეს და სატუსაღოში ჩააგდეს, მაგრამ სტეფანოზ ერისთავის თხოვნით მალე გაანთავისუფლესგაათავისუფლეს. სულ მალე თბილისში ახალი ამირა დასვეს. ქრისტიანებმა გაიგეს, რომ ამირა შეპყრობას უპირებდა ნეტარ აბოს, გააფრთხილეს და ურჩიეს დამალულიყო, მან კი გახარებულმა ასე უპასუხა: {{ციტატა|„მე არა ხოლო ტანჯვად განმზადებულ ვარ ქრისტესთვის, არამედ სიკუდიდცა.”}}
 
ამირას მსახურებმა შეიპყრეს ნეტარი აბო და მსაჯულს წარუდგინეს. არაბებმა მოსთხოვეს მაჰმადიანობას დაჰბრუნებოდა. აბომ უარი განაცხადა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით აბოს ხელ-ფეხზე ბორკილი დაადეს და საპყრობილეში ჩასვეს შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. მიჩნეული იყო [[თბილისი|ქ. თბილისის]] მფარველად. აბო თბილელის მოწამეობა აღწერა [[VIII საუკუნე|VIII საუკუნის]] მწერალმა [[იოანე საბანის ძე]]მ.
ხაზი 17:
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://home.ner.ge/?p=72 აბო თბილელი]
 
* [http://martlmadidebloba.ge/tsmindanebi1.html წმიდა აბო თბილელის ცხოვრება და მოწამეობა]
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აბო_თბილელი“-დან