მათე მახარებელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 66 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q43600
clean up, replaced: გაანთავისუფლა → გაათავისუფლა using AWB
ხაზი 4:
 
== ცხოვრება ==
მათე მოციქული ესაა სახარების პირველი წიგნის ავტორი. მოგეხსენებათ [[წმინდა ოთხთავი]] შედგება ოთხი წიგნი-სახარებისაგან. სწორედ პირველი ადგილი უკავია მათეს სახარებას. გადმოცემით ცნობილია რომ მან სახარება უფლის ზეცად ამაღლებიდან 8 წლის შემდეგ დაწერა (დასრულებულია დაახლოებით 41 წელს ქრისტეს შობიდან). მათეს სახარება დაწერილია ებრაული ენის ასირიულ-ქალდეურ, ანუ არამეულ დიალექტზე, რომელიც მაშინ საერთო-სახალხო ენას წარმოადგენდა მთელს [[პალესტინა]]ში, თუმცაღა პირვანდელი სახით არამეულად დაწერილი ჩვენამდე მოღწეული არ არის არამედ გვაქვს ბერძნული თარგმანი.
 
=== მოწოდება ===
ხაზი 11:
 
=== ქადაგება ===
სულთმოფენობის შემდეგ მათე მოციქულმა 15 წელი იქადაგა იერუსალიმში, შემდეგ წავიდა [[მაკედონია]]ში, [[სირია]]ში, [[სპარსეთი|სპარსეთში]], [[პართია]]ში , [[მიდია]]ში და ბოლოს [[ეთიოპია]]ში.
 
=== მოწამეობრივი აღსასრული<ref>[http://days.pravoslavie.ru/Life/life6734.htm მათე მოციქულის ცხოვრება]</ref> ===
[[ფაილი:Nuremberg chronicles f 107r 1.png|thumb|მათე მოციქულის წამება (ნიურემბერგის ქრონიკა, 1493)]]
†[[60]] წელს ქრისტეს შობიდან წმინდა მოციქულმა თავისი მოღვაწეობა ეთიოპიაში დაასრულა. ეთიოპიის ქალაქ მირმენში ააშენა ტაძარი და ეპისკოპოსსად მისი მეგზური [[პლატონი]] დაადგინა. ერთხელაც ლოცვაში მყოფი მოციქული იხილავს უფალს ჭაბუკის სახით გადასცემს კვერთხს და ეტყვის: ”დაასე ეს კვერთხი ტაძრის კარიბჭესთან, გაიზრდება ხე, რომელიც მრავალ კეთილ ნაყოფს გამოიღებს, ხოლო მისი ფესვებიდან გამოედინება წყარო. ამ წყაროს დამლევი და ნაყოფის მიმღები ეთიოპიელები კი გახდებიან თვინიერნი და მორჩილნიო”. მოციქულმა აიღო კვერთხი და გაემართა ტაძრისაკენ, რომელსაც გზად ეშმაკისაგან შეპყრობილი მმართველ ფულბიანეს ცოლშვილი შეხვდა. მოციქულმა გაანთავისუფლაგაათავისუფლა იგი ეშმაკის ტყვეობისაგან. ამის შემხედვარე ხალხი გაოცდა და ადიდებდა ჭეშმარიტ ღმერთს. ფილვიანეს კი არ სურდა რომ მისი ხალხი ქრისტიანი ყოფილიყო არამედ უნდოდა რომ ყოფილიყვნენ კერპთმსახურები. ამიტომ მოციქული ჯადოქრობაში დაადანაშაულა და ბრძანა მისი მოკვდინება. წარმართებმა მოციქული პირაღმა დააწვინეს, დააყარეს თივა და სცადეს მისი დაწვა მაგარმ იგი კი არ დაიწვა არამედ უვნებლად გადარჩა. გაცოფებულმა ფუბლიანემ ბრძანა თივის დამატება, ზედ ზეთი გადაასხეს და ირგვლივ კი 12 კერპი დაუყენეს. აგიზგიზებულმა კოცონმა თორმეტივე კერპი დაადნო. შეშინებულმ აფუბლიანემ მოციქულს შენდობა სთხოვა. მიუხედავად ამისა მოციქულმა მაინ მიაბარა ღმერთს სული. ამის მომსწრე ბევრი ურჯულო მოიქცა და ადიდებდა ღმერთს. მართალია ფულბინემ შეინანა მაგრამ თავისი ეჭვები მაინც ღრღნიდა მას. მან ბრძანა რომ თუ მათე მართლაც ღმერთის მოციქული იყო მას არამარტო ცეცხლის არამედ წყლისაც არ უნდა შეშინებოდა. ამიტომ მოციქულის წმინდა სხეული ჩაასვენეს რკინის კიდობანში და ჩაუშვეს ზღვაში. იმ ღამესვე წმინდა მოციქული მათე ეცხადება მის მოწაფე პლატონს და ეუბნება რომ მისულიყო ზღვის ნაპირას და აეღო მისი ნაწილები. ზღვის ნაპირზე პლატონთან ერთად ფულბიანეც გამოცხადდა მათ ერთად აიღეს მოციქულის ნეშტი და გადააბრძანეს მოციქულის აშენებულ ტაძარში სადაც ფულბიანე მოინათლა მათეს სახელით. შემდგომში ფულბიანემ აწ უკვე მათემ გააგრძელა მოციქულ მათეს დაწყებული საქმე ეთიოპიაში.
 
==== წმინდა ნაწილები ====