მიხეილ ბარკლაი-დე-ტოლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: შვეციის → შვედეთის (2) using AWB
ხაზი 2:
'''მიხეილ ბოგდანის ძე ბარკლაი-დე-ტოლი''' ([[რუს.]] ''Михаил Богданович'' (''Михаил Андреас'') ''Барклай-де-Толли'')(დ. [[24 დეკემბერი]], [[1761]], [[პამუშისე]], [[ლიფლანდიის გუბერნია]] — გ. [[14 მაისი]], [[1818]], [[ინსტერბურგი]], [[აღმოსავლეთი პრუსია]]), [[რუსები|რუსი]] გენერალ-ფელდმარშალი (1814), თავადი (1815), [[საფრანგეთ-რუსეთის ომი (1812)|საფრანგეთ-რუსეთის ომის]] (1812) გმირი.
 
წარმოშობით XVII საუკუნის რიგაში გადმოსახლებული ძველი შოტლანდიელი ოჯახიდან იყო. მონაწილეობდა [[რუსეთ-ოსმალეთის ომი 1787-1791|რუსეთ-ოსმალეთის ომში 1787-1791]], რუსეთ-შვეციისშვედეთის ომში 1788-1790 წლებში. თავი გამოიჩინა საფრანგეთთან ომში 1806-1807 წლებში პროისიშ-აილაუსთან. 1807 წლიდან მეთაურობდა დივიზიას. რუსეთ-შვეციისშვედეთის 1808-1809 წლებში ომის დროს - კორპუსს. 1810 წლის იანვარიდან - 1812 წლის სექტემბრამდე იყო სამხედრო მინისტრი და დიდი მუშობა გასწია რუსეთის არმიის გასაძლიერებლად. 1812 წლის სამამულო ომში სარდლობდა დასავლეთის I არმიას, მასვე, როგორც სამხედრო მინისტრს, ემორჩილებოდა დასავლეთის II არმია. მოწინააღმდეგის ჭარბ ძალებთან ბრძოლაში ბარკლაი-დე-ტოლიმ მინიმალური დანაკარგებით დაიხია უკან და შეაერთა ორივე არმია, მაგრამ უკან დახევამ თავადაზნაურთა წრეებისა და არმიის უკმაყოფილება გამოიწვია და 17 აგვისტოს ბარკლაი-დე-ტოლიმ არმიების სარდლობა [[კუტუზოვი, მიხეილ|მიხეილ კუტუზოვს]] გადააბარა. [[ბოროდინის ბრძოლა|ბოროდინის ბრძოლაში]] იგი მეთაურობდა რუსეთის არმიის მარჯვენა ფრთას, გამოიჩინა შეუპოვრობა და თავდაცვითი ბრძოლის წარმოების დიდხელოვნება. ბარკლაი-დე-ტოლიმ უვარგისად ცნო [[ბენიგსენი, ლეონტი|ლეონტი ბენიგსენის]] მიერ მოსკოვის დასაცავად არჩეული პოზიცია და ფილის სამხედრო საბჭოზე მხარი დაუჭირა კუტუზოვის წინადადებას მოსკოვის დატოვების შესახებ. 1813 წელს იგი დაინიშნა III არმიის, შემდეგ კი რუსეთ-პრუსიის არმიის სარდლად, წარმატებით ხელმძღვანელობდა მას რუსეთის არმიის საზღვარგარეთულ ლაშქრობაში 1813-1814 წლებში ([[კულმი]], [[ლაიფციგი]], [[პარიზი]]). დაკრძალულია [[ლიფლანდია]]ში, ბეკლორში (ამჟამად [[იიგევესტე]], [[ესტონეთი]]).
 
==ლიტერატურა==
*{{ქსე|2|211}}
 
{{DEFAULTSORT:ბარკლაი-დე-ტოლი, მიხეილ}}
{{რუსეთი}}
 
{{DEFAULTSORT:ბარკლაი-დე-ტოლი, მიხეილ}}
[[კატეგორია:რუსი სამხედრო მოღვაწეები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1761]]