პირველი მსოფლიო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ატლანტიკის ოკეანე → ატლანტის ოკეანე (2) using AWB
clean up, replaced: ერთერთ → ერთ-ერთ using AWB
ხაზი 137:
მოუხედავად იმისა რომ ძირითადი საბრძოლო მოქმედებები ვითარდებოდა ევროპაში, კონფლიქტმა უფრო და უფრო გლობალური ხასიათი მიიღო. ყველა მხრის თავდაპირველი გეგმები მალევე ჩაიშალა და გასაგები გახდა რომ ომის წლის ბოლომდე დამთავრება შეუძლებელია.
 
[[ფაილი:Western_front_1914Western front 1914.jpg|thumb|დასავლეთის ფრონტი 1914 წელს]]
 
== დასავლეთის ფრონტზე პოზიციური ომი ==
ხაზი 160:
ამიტომაც "სანგრებში ომის" ასეთი შეტევები არაეფექტური იყო და ძალიან დიდი დანაკარგებით სრულდებოდა. ამიტომ ფრანგულმა და ინგლისურმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ გერმანული პოზიციების უფრო ძლიერი საარტილერიო დამუშავება იყო საჭირო. იმ დროინდელი ფრანგული 75 მმ-ანი, გერმანული 77 მმ.ანი და ინგლისური 83.8 მმ-ანი ზარბაზნები ამისთვის არ ვარგოდა, თან მძიმე არტილერია გერმანელებს ბევრად უკეთესი ჰქონდათ. ამასთან ერთად გაზაფხულის დასაწყისისთვის ინგლისელებს გამოელიათ ყუმბარების მარაგი.
 
[[ფაილი:Royal_Naval_Division_trenchRoyal Naval Division trench.jpg|thumb|ბრიტანელები სანგრებიდან შეტევას იწყებენ]]
[[აპრილი]]ს ბოლოს გერმანელებმა პირველად გამოიყენეს [[მასიური განადგურების იარაღი]] - გაზი. პირველად ეს იპრთან ბრძოლისას მოხდა, ფრანგების წინააღმდეგ გამოიყენეს [[ქლორი]]. ალჟუირული დანაყოფებიდან უმეტესობა დაიხჩო, ხოლო კანადელებმა თავისებური გამოსავალი მონახეს, მათ მოშარდეს ცხვირსახოცებზე და ეს აიფარეს სახეზე, რითაც გადარჩნენ. იპრთან ბრძოლა 4 კვირა გაგრძელდა და მხოლოდ ბოლო დღეებში ჯარისკაცებმა მიიღეს ნამდვილი აირწინაღები. ამის შემდეგ გაზს ორივე მხარე იყენებდა რაც საკმაოდ ტიპიური გახდა დასავლეთ ფრონტის ბრძოლებისთვის. იმავე წელს გერმანელებმა სხვა ახალი იარაღი გამოიგონეს - ცეცხლმფრქვევი.
 
ხაზი 167:
ზაფხულის დასაწყისში ფრანგებმა 4 დღიანი საარტილერიო მომზადების შემდეგ განახორციალეს ახალი შეტევა არტუაში, მაგრამ იმის გამო რომ სარდლობამ ისევ არ იცოდა რა ხდება წინა ხაზზე, შეტევა ჩაიშალა, თან გერმანელებს უკვე უკეთესი გამაგრებები ჰქონდათ. ორივე მხარეს მძიმე დანაკარგები ჰქონდა, გერმანიაში და საფრანგეთში ჯარში ახალი გაწვევები დაიწყო, ხოლო ინგლისელები "ახალი ჯარების" იმედათ იყვნენ.
 
[[ფაილი:Western_front_1915Western front 1915-16.jpg|thumb|left|დასავლეთის ფრონტი 1915-16 წლებში]]
[[25 სექტემბერი|25 სექტემბერს]] 4 დღიანი საარტილერიო მომზადების შემდეგ არტუაში და შამპანში მოკავშირეებმა ისევ შეუტიეს, ინგლისელებმა თავდაპირველად გაარღვიეს გერმანელთა თავდაცვის ხაზი, მაგრამ რეზერვები ძალიან გვიან მივიდნენ და გერმანელებმა მოახერხეს შეტევის შეჩერება. ამ შეტევებმა მოკავშირეებს ვერანაერი შედეგი ვერ მოუტანა, თან 250 000 ადამიანი დაკარგეს, გერმანელებმა კი 140 000. ამრიგად ჯარებს მოუწიათ სანგრებში კიდევ ერთი ზამთრის გატარება.
 
ხაზი 174:
ახალ 1916 წელს გადაწყდა გერმანელებისთვის ორივე ფრონტიდან აქტიურად შეტევა, ამაში მოკავშირეებს იტალიის დახმარების იმედი ჰქონდათ. ჟოფრმა ინგლისელების დახმარებით გადაწყვიტა სომაზე შეტევის დაწყება. გერმანულმა სარდლობამ კი გადაწყვიტა საფრანგეთისთვის ისეთი დარტყმის გამხორციელება, რომელიც ფრანგებს აიძულებდა მთელი ძალების იქ გადასროლოს. ასეთ ადგილად ქალაქი [[ვერდენი]] იყო არჩეული. გერმანელებმა იერიში [[21 თებერვალი|21 თებერვალს]] დაიწყეს. ფრანგებში ამან თავდაპირველად პანიკა გამოიწვია, მაგრამ ქალაქის მცველებმა არნახული წინააჭმდეგობა გაუწიეს, ახალი დახმარებებიც დროულად შეეშველნენ. ბრძოლები საბოლოო ჯამში დეკემბრამდე გაგრძელდა, თითოეულმა მხარემ 350 000 ადამიანი დაკარგა და თავდაპირველ პოზიციებზე დარჩნენ.
 
[[ფაილი:Royal_Irish_Rifles_ration_party_Somme_July_1916Royal Irish Rifles ration party Somme July 1916.jpg|thumb|left|ირლანდიელი მსროლელები სანგარში, სომის ბრძოლის წინ 1916 წლის ივლისი]]
ვერდენის ამბების მიუხედავად მოკავშირეებმა მაინც განახორციალეს სომაზე შეტევა. [[24 ივნისი|24 ივნისს]] დაიწყო ფრონტის 20 მილიან მონაკვეთზე გერმანული პოზიციების საარტილერიო მომზადება. შეტევა [[1 ივლისი|1 ივლისს]] დაიწყო. სამხრეთით ნისლის წყალობით ფრანგებმა მიაღწიეს მცირე წარმატებებს, ინგლისელებმა კი პირველივე დღეს 60 000 ადამიანი დაკარგეს. აღმოჩნდა რომ საარტილერიო მომზადებით გერმანული პოზიციები არ დაზიანებულა. მიუხედავად ამისა სარდლობამ არ შეაჩერა შეტევა და ბრძოლებმა ნოემბრამდე გასტანა, როდესაც ტალახისგან უკვე შეუძლებელი იყო გადაადგილება. მოკავსირეები 4 თვეში 7 მილით წინ წავიდნენ და დაკარგეს 600 000 ადამიანი. პირველი იპრის ბრძოლა თუ ინგლისის რეგულარული ჯარის სასაფლაო გახდა, სომაზე ბრძოლა კიტჩენერის მოხალისეებისთვის გახდა სასაფლაო.
 
ხაზი 180:
 
=== [[1917]] ===
[[ფაილი:Western_Front_1917Western Front 1917.jpg|thumb|დასავლეთის ფრონტი 1917 წელს]]
ზამთარი ძალიან ცივი იყო და სანგრებში ავადმყოფობები გაჩნდა. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტამ ორივე მხარეს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, რაც ამ გამოფიტვაზე ომში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბრიტანეთში როგორც იქნა საყოველთაო სამხედრო ვალდებულება შემოიღეს. საფრანგეთში ჟოფრის სტრატეგიულმა შეცდომებმა მისი [[ნევილი, რობერ|რობერ ნევილით]] შეცვლა გამოიწვია. ვერდენის ამბებმაც გამოიწვია გერმანულ სარდლობაში ცვლილება, ფონ ფალკენრეიხი შეცვალეს [[ჰინდენბურგი, პაულ ფონ|ჰინდენბურგით]] და [[ლუდენდორფი, ერიხ|ლუდენდორფით]], რომლებმაც რუსები 1914 წელს დაამარცხეს. გერმანელებმა გადაწყვიტეს ახალი მძიმე დანაკარგების ასაცილებლად ფრონტის შეკვეცა, ახალ ხაზზე აიგო მძლავრი ბეტონის სანგრები და გამაგრებები. ამ ხაზს გერმანელებმა ზიგფრიდის ხაზი უწოდეს, ხოლო მოკავშირეებმა ჰინდენბურგის ხაზი.
 
ხაზი 187:
პირველივე დღეს კანადურმა შენაერთებმა დაიკავეს [[ვიმი]]ს ქედზე გერმანელთას გამაგრებები. მაგრამ ამით მოკავშირეთა წამატებები არდენში დასრულდა. შმენ-დე-დამის რაიონში ფრანგებს შეტევა იმავე დღეს უნდა დაეწყოთ, როდესაც არასის შეტევა დაიწყო, მაგრამ იერიში [[16 აპრილი|16 აპრილზე]] გადაიდო. ამ დროისთვის გერმანელებმა კარგად მოასწრეს მომზადება. ოპერაცია აპრილის ბოლომდე გაგრძელდა, ფრანგებს ძალიან დიდი დანაკარგები ჰქონდათ, მაგრამ ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწიეს.
 
[[ფაილი:USA_bryter_de_diplomatiska_förbindelserna_med_Tyskland_3_februari_1917USA bryter de diplomatiska förbindelserna med Tyskland 3 februari 1917.jpg|thumb|აშშ-ს პრეზიდენტი [[უილსონი, ვუდრო|ვუდრო უილსონი]] კონგრესის წინაშე ოფიციალურად აცხადებს გერმანიასთან დიპლომატიური კავშირის გაწყეტას. 1917 წლის [[3 თებერვალი]]]]
ამ მოვლენებმა ფრანგების მოთმინების ფიალა აავსო და ჯარისკაცებში ღელვა დაიწყო. მთავრობამ ნევილი გადააყენა და მის ნაცვლად [[პეტენი, ანრი|ანრი პეტენი]] დანიშნეს - ვერდენის ერთერთიერთ-ერთი გმირი. ახალმა მხედართმთავარმა გადაწყვიტა უშედეგო შეტევების ნაცვლად თავდაცვაზე გადასვლა. მოკავშირეები მდგომარეობა ძალიან სავალალო გახდა, მაგრამ [[6 აპრილი|6 აპრილს]] ამერიკის შეერთებული შტატები ჩაება ომში მოკავშირეთა მხარეს, რამაც მათ ახალი იმედები მისცა. პირველი ამერიკული სამხედრო ფორმირებები ევროპაში ივნისში ჩამოვიდა, მაგრამ სანამ მათ შეძლეს საბრძოლო მოქმედებებში აქტიური მონაწილეობის მიღება თვეები გავიდა.
 
თავდაპირველად ამერიკა ძალიან უარყოფითად იყო ევრიოპული ომის მიმართ განწყობილი და მკაცრ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. ვუდრო ვილსონმა არაერთხელ სცადა დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვა, მაგრამ უშედეგოდ. ამერიკის პაციფისტურ განწყობაზე ძალიან იმოქმედეს გერმანულმა წყყალქვეშა ნავებმა, რომლებიც 1917 წლისთვის უკვე განურჩევლად დროშისგან ყველა გემს ძირავდნენ. ამერიკელთა მოთმინების ფიალა კი გადაავსო გერმანიის მცდელობამ ამერიკის ნეიტრალიზაციისთვის, [[მექსიკა]]ში ანტიამერუიკული მოძრაობის გასააქტიურებლად.
ხაზი 196:
იერიში [[31 ივლისი|31 ივლისს]] დილით დაიწყო. საარტილერიო მომზადებამ [[ფლანდრია|ფლანდრიის]] სადრენაჟო სისტემა მოშალა, ამიტომ ბრძოლის ველი მალე უზარმაზარ ჭაობად იქცა. ამიტომ სწრაფი გარღვევა ვერ მოხერხდა და დესანტის გადმოსხმა გაუქმდა. ინგლისელები უნდა დალოდებოდნენ მიწის გაშრობას, რამაც გერმანელებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. თან ის ზაფხული წვიმებითაც უხვი იყო. საბრძოლო პირობები უსაშინლესი გახდა, თან ცხადი გახდა რომ რუსეთი წაგების პირასაა და გერმანელები მთელ ძალებს დასავლეთის ფრონტზე გადმოისვრიან და შეუტევენ ჯერ კიდევ დემორალიზებულ საფრანგეთის ჯარს.
 
[[ფაილი:Australian_infantry_small_box_respirators_Ypres_1917Australian infantry small box respirators Ypres 1917.jpg|thumb|left|ავსტრალიელი ქვეითები რესპირატორებში გაზით შეტევისას]]
ამ ბრძოლებს [[მესამე იპრი]] დაერქვა. ნოემბრისთვის ბრიტანელებმა დაიკავეს 41 კვადრატული მილი ჭაობი, უდიდესი დანაკარგების საფასურად. ტანკებმაც ვერ გაამართლა, ისინი პირდაპირი გაგებით ჩაიფლნენ ტალახში. სარდლობა ცდილობდა დაემტკიცებინა რომ ტანკი კარგი იარაღია, ამისთვის აირჩიეს მშრალი მონაკვეთი სომასთან [[კამბრე]]ს რაიონში. [[20 ნოემბერი|20 ნოემბერს]] საარტილერიო მომზადების გარეშე 378 ტანკმა გადაკვეთა ნეიტრალური ზოლი და გაარღვია გერმანული თავდაცვის ხაზი. იერიშს უძღვებოდა გენერალი [[ჰიუ ლუისი]]. ბრიტანელებმა 5 მილით შეაღწიეს გერმანულ პოზიციებში. ინგლისელებს იმედი დაებადათ რომ როგორც იქნა მოხდა ნანატრი გარდატეხა და ომის მიმდინარეოისას პირველად ინგლისის ეკლესიებში აჟღერდა ზარები, მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. მეორე დღეს მხოლოდ 40 ტანკმა შეძლო შეტევის გაგრძელება, თან გერმანელებმა რეზერვებს მოუხმეს. ნოემბრის ბოლომდე ინგლისელებმა კიდევ 2 მილით შეძლეს გაღრმავება, მაგრამ გერმანელებმა შეძლეს მძლავრი კონტრშეტევის ორგანიზება და ინგლისელები საწყის პოზიციებზე გადაისროლეს. 1917 წელს ზამთრის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა უფრო გვიან მოხდა ვიდრე წინა წლებში. მოკავშირეები ძალიან პესიმისტურად იყვნენ განწყობილნი. რუსეთში მოხდა [[ოქტომბრის რევოლუცია]], რაც ნიშნავდა მათი ომიდან გამორთვას. გერმანელებმა აღმოსავლეთ ფრონტიდან ჯარები დასავლეთში გადაიყვანეს, ხოლო ამერიკის იომსი მონაწილეობა სიმბოლური კონტიგენტით იფარგლებოდა. ფრანგები და ინგლისელები კი 1917 წლის ოპერაციების შედეგად გამოიფიტნენ. ამიტომ მოკავშირეებმა თავდაცვით პოზიციებზე გადასვლა ამჯობინეს.
 
=== [[1918]] ===
 
[[ფაილი:Western_front_1918_germanWestern front 1918 german.jpg|thumb|დასავლეთის ფრონტი 1918 წელს, გერმანელთა საბოლოო შეტევები]]
გერმანელებმა კი შეიმუშავეს ახალი თავდასხმითი ტაქტიკა, რომელიც აღმოსავლეთ ფრონტზე უკვე იყო გამოყენებული. შეტევას იწყებდნენ სპეციალურად გაწვრთნილი საშტურმო რაზმები, რომლებიც ყველაზე დაძაბულ წერტილებს გვერდს უვლიდნენ, ამ წერტილების ჩახშობა უკან მომავალ ჯარებს ევალებოდათ და შედიოდნენ მოწინააღმდეგის თავდაცვაში რაც შეიძლება ღრმად. ხოლო წინასწარი მოკლე საარტილერიო მომზადება ემსახურებოდა წინა ხაზისა და უკანა ხაზებს შორის კავშირის გაწყვეტას.
 
პირველი დარტყმა ინგლისელების წინააღმდეგ იყო მიმართული. გერმანელებს სურდათ მათი ფრანგებისგან მოჭრა და ლა-მანშისკენ გადასროლა. გერმანელებს ის პირობა უწყობდა ხელს რომ, "მესამე იპრის" კრახის შემდეგ ინგლისურმა სარდლობამ შეწყვიტა ახალი ჯარების გადასროლა საფრანგეთში, მიუხედავად ამისა ინგლისელებმა იკისრეს მდინარე უაზას სამხრეთით 25 მილიანი მონაკვეთის დაცვა. [[21 მარტი|21 მარტს]] გერმანელებმა შეუტიეს, ინგლისელებს კი ჯერ არ ჰქონდათ გამაგრებები მზად. ამასთან ერთად, საშტურმო რაზმებმა როდესაც დაიწყეს ოპერაცია, ძლიერი ნისლი ჩამოწვა. მათ მოახერხეს უკიდურესი ჩრდილოეთის ნაწილის გარდა მთელი თავდაცვის ზოლის გარღვევა. სამხრეთით ბრიტანული მეხუთე არმია 15 დღიანი ბრძოლის შემდეგ იძულებული გახდა უკან დაეხია. გერმანელთა შეტევა ამენთან შეჩერდა, ინგლისელებმა ყველაფერი დაკარგეს რაც 1916 წლიდან მოიპოვეს.
 
 
[[9 აპრილი|9 აპრილს]] გერმანელებმა შეუტიეს მდინარე [[ლისი|ლისთან]], ბელგიის საზღვართან, აქაც ბრიტანელებს მოუწიათ დახევა, მაგრამ აპრილის ბოლოს მოკავშირეებმა მოახერხეს თავდაცვის ხაზების გამაგრება და გერმანელთა შეტევები შეაჩერეს.
Line 252 ⟶ 251:
 
[[ფაილი:Lenin.WWI.JPG|thumb|ლენინი]]
გერმანელებმა კარგად იცოდნენ რუსეთში არსებული სიტუაციის შესახებ და როგორც კი შეეძლოთ ხელი შეუწყეს ბოლშევიკებს. დააბრუნეს რუსეთში მათი ლიდერი [[ლენინი]], რომელმაც დააჩქარა ოქტომბრის რევოლუცია.
 
დროებითი მთავრობის სამხედრო მინისტრი [[კერინსკი, ალექსანდრე|ალექსანდრე კერინსკი]] კი დემორალიზებულ არმიაში სიტუაციის მოგვარებას ცდილობდა. მან გალიციაში დიდი შეტევის გეგმა დაამუშავა, ბრუსილოვი კი მთავარსარდლად დანიშნა. შეტევა [[1 ივლისი|1 ივლისს]] დაიწყო, რომელსაც ორდღიანი საარტილერიო მომზადება უძღვოდა წინ. რუსებმა მოახერხეს ფრონტის გარღვევა, მაგრამ ისევ და ისევ ცუდი მომარაგების გამო ვერ შეძლეს შეტევის გაგრძელება, ავსტრიელებმა კი მოკლე ხანში მოაგროვეს რეზერვები. [[16 ივლისი|16 ივლისს]] რუსები ფრონტის მთელ ხაზზე შეაჩერეს, ხოლო 3 დღეში გერმანელებმა და ავსტრიელებმა კონტრშეტევა დაიწყეს. რუსულ არმიაში დაიწყო მასიური დეზერტირობა. რუსეთში პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, გერმანელებმა ამით ისარგებლეს და სექტემბერში აიღეს რიგა.
Line 272 ⟶ 271:
 
დარდანელებზე თავდასხმა რუსეთის თხოვნით უნდა განხორციალებულიყო, რათა თურქეთის ყურადღება კავკასუიიდან სხვა რეგიონში გადასულიყო. [[ჩერჩილი, უინსტონ|უინსტონ ჩერჩილმა]] შეიმუშავა დარდანელებზე თურქული ფორტების შეტევის გეგმა. ამოცანის წარმატებას ხელი ცუდმა ამინდმა და მინებმა შეუშალა. ინგლისელებმა ვერაფრით ვერ შეაღწიეს შავ ზღვაში და დესანტი [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვიდან]] გადმოსხეს.
 
 
1915 წლის მაისიდან იტალიის ომში ჩართვის შემდეგ მოკავშირეებმა ავსტრიის ფლოტი აღმოჩნდა ჩრდილო [[ადრიატიკის ზღვა]]ში ჩაკეტილი პორტ [[პულუ]]ში. მიუხედავად ამისა ავსტრიელები გერმანელები ახერხებდნენ ამ ბარიერების გადალახვას. 1916 წელს გერმანულ ფლოტს სათავეში ადმირალი [[შეერი, რაინხარდ ფონ|რაიხარდ ფონ შეერი]] ჩაუდგა. მან განაახლა ბრიტანეთის ნაპირების შეტევები. გერმანელებმა განიძრახეს ბრიტანული ფლოტის ნაწილის ალყა და განადგურება, ოპერაცია [[31 მაისი|31მაისს]] იყო დანიშნული. ბრიტანელებმა წინასწარ შეიტყვეს გერმანელთა გეგმის შესახებ და გაცილებით მეტი გემი გაგზავნეს ნორვეგიის ნაპირებთან, სადაც უნდა შემდგარიყო ეს ოპერაცია.
Line 335 ⟶ 333:
[[7 ნოემბერი|7ნოემბერს]] გერმანელებმა ფოშთან გაგზავნეს მოსალაპარაკებლად ხალხი. ფოშმა დაუყენა პირობა, რომ გერმანელებს უნდა სასწრაფოდ დაეტოვებინათ ოკუპირებული ტერიტორიები და გადფაეცათ მთელი ტექნიკა მოკავშირეებისთვის, რომლებიც დაიკავებდნენ [[რეინი]]ს დასავლეთ ნაპირს. გერმანელები იძულებულები იყვნენ დათანხმებოდნენ.
 
[[9 ნოემბერი|9 ნოემბერს]] გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობამ მოაწყო გადატრიაალება კაიზერის [[ვილჰელმ II (გერმანიის იმპერია)|ვილჰელმ II]]-ს წინააღმდეგ, რომელსაც აიძულეს ტახტზე უარის თქმა და გერმანიის დატოვება.
 
[[ფაილი:NYTimes-Page1-11-11-1918.jpg|thumb|ნიუ-იორკ თაიმსის 1918 წლის 11 ნოემბრის გამოშვება ომის დამთავრების ცნობით]]