ჩაკ პალანიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: როცა → როდესაც (5) using AWB
→‎კარიერა: clean up, replaced: ეხლა → ახლა using AWB
ხაზი 42:
1999 წელი რამდენადაც წარმატებული იყო პალანიკის კარიერისთვის, იმდენად საშინელი იყო მისი პირადი ცხოვრებითვის. ამ დროს მამამისმა, ფრედ პალანიკმა, საგაზეთო რეკლამის საშუალებით გაიცნო დონა ფონტაინი. დონას ყოფილი შეყვარებული დეილ შეკლეფორდი იმ დროს სასჯელს იხდიდა სექსალური ძალადობის გამო. შეკლეფორდმა ციხეში დაიფიცა, რომ აუცილებლად მოკლავდა ფონტეინს გამოსვლის შემდეგ. პალანიკი შემდგომში აცხადებდა რომ ფონტაინი ეძებდა კაცს რომელიც დაიცავდა ყოფილი შეყვარებულისგან და მამამისიც ამის გამო ჩაითრია მათ ურთიერთობაში. ციხიდან გამოსვლის შემდეგ შეკლეფორდი გამეგზავრა კენდრიკში (აიდაჰო) ფონტაინის სახლში, სადაც ის ფრედ პალანიკთან ერთად იყო. შეკლეფორდმა ორივე დახოცა, რის გამოც 2001 წელს მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ამ მოვლენების შემდეგ პალანიკმა მუშაობა დაიწყო ახალ ნოველაზე "იავნანა".
 
2003 წელს პალანიკმა ინტერვიუ მისცა "Entertainment Weekly"-ს ჟურნალისტ კარენ უელბის. ინტერვიუს დროს პალანიკმა ისაუბრა მის პატრნიორზეც. ვინაიდან პრესა მუდამ წერდა პალანიკის ქორწინებაზე და რამდენიმე მედიასაშუალება ამტკიცებდა, რომ პალანიკი დაქორწინებული იყო ქალზე, ეს ინფორმაცია სიურპრიზი აღმოჩნდებოდა ყველასთვის. პალანიკს შეეშინდა, რომ უელბი ყველაფერს გამოაქვეყნებდა და თავის ოფიციალურ საიტზე დადო აუდიო მიმართვა, სადაც არამარტო აღიარებდა რომ გეი იყო, არამედ უდიერად მოიხსენიებდა უელბის და მის ოჯახის წევრებს. მიმართვა მალე წაიშალა საიტიდან, რაც აფიქრებინებდა მის ფანებს, რომ პალანიკს რცხვენია საკუთარი სექსუალური ორიენტაციის. შემდგომში საინტის ადმინისტრატორმა განაცხადა, რომ მიმართვა საიტიდან აიღეს პალანიკის შეურაცხმყოფელი გამოთქმების გამო უელბისადმი. უელბიმ საბოლოოდ არ დაწერა არაფერი პალანიკის პირად ცხოვრებაზე, გარდა იმისა რაც მას პალანიკმა უთხრა. ჩაკმა საბოლოოდ ბოდიში მოიხადა მისი საქციელის გამო და სთხოვა ფანებს არ მიექციათ მისი ამ საქციელისთვის ყურადღება. პალანიკი ეხლაახლა განცხადებული ჰომოსექსუალია და "ადვოკატი"-სთვის მიცემული ინტერვიუს მიხედვით ცხოვრობს მეგობართან ერთად " ყოფილი ეკლესიასთან ვანკუვერში, უოშში".
 
2003 წელს, როდესაც პალანიკი იყო ტურში მისი ნოველის "დღიურის" მხარდასაჭერად, მან პირველად წაიკითხა მოთხრობა "ნაწლავები", რომელიც შემდგომში შევიდა წიგნში "მოჩვენება". მაშინ 40 ადამიანს გული წაუვიდა ისტორიის მოსმენისას. პალანიკის ტურების შედეგად მოსმენისას გულწასულთა რაოდენობამ 73-ს მიაღწია, რაც საერთოდაც არ აწუხებ პალანიკს. მოთხრობა დაიბეჭდა "ფლეიბოი"-ში, პალანიკმა "ფლეიბოი"-ს უფლება მისცა დაებეჭდა კიდევ ერთი მოთხრობა, მაგრამ ჟურნალის რედაქტორებმა ის ზედმეტად პროვოკაციულად მიიჩნიეს და არ დაბეჭდეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩაკ_პალანიკი“-დან