უღელტეხილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 54 interwiki links, now provided by Wikidata on d:q133056 (translate me)
clean up, replaced: უდაოდ → უდავოდ using AWB
ხაზი 2:
[[ფაილი:Great St Bernard-700px.jpg|მინი|მარჯვნივ|300პქ|სენ-ბერნარის უღელტეხილი]]
'''უღელტეხილი''' — [[ქედი]]ს ან [[მთის მასივი]]ს გადასასვლელად მოხერხებული ყველაზე დაბალი ადგილი. წარმოადგენს თხემის დადაბლებას, რომელიც ემსახურება ერთი პუნქტიდან (მაგ., ხეობიდან) მეორე პუნქტზე (მაგ., მეზობელ ხეობაში) გადასვლას. უღელტეხილზე შეიძლება გადიოდეს: საფეხთმავლო, საავტომობილო და იშვიათად სარკინიგზო გზები. საფეხთმავლოს მიეკუთვნება სასაპალნე და საჭაპანო გზები.
გადის ასევე ბილიკები.
 
უღელტეხილზე ხშირად გადადის სამხედრო გზებიც. ასეთი უღელტეხილები კარგად არის გამოკვეთილი [[საქართველო]]ში. მაგ., [[ჯვრის უღელტეხილი]], ან [[კლუხორის უღელტეხილი]].
ხაზი 10:
– 5500 მ-მდე.
 
გამოიყოფა:
 
* ''პირველეულ-ტექტონიკური უღელტეხილი'' - წარმოქმნილი ადგილობრივი ანტიკლინური ნაოჭის დაძირვისას, რომელიც შეიცავს ქედის თხემს;
* ''მდინარეული უღელტეხილი'' - წარმოქმნილი ორი ხეობის ზემო მონაკვეთის შეერთებით, რომლებიც განლაგებულია ქედის ფერდობის საპირისპირო მიმართულებით;
* ''მყინვარული უღელტეხილი'' - წარმოქმნილი [[კარი (გლაციოლოგია)|კარებისა]] და [[ცირკი (მყინვარული)|ცირკების]] კედლების გადაკვეთის შედეგად, ან ხშირად ეროზიული უღელტეხილი, რომელიც დამუშავებულია [[ფირნი]]თა და [[ყინული]]თ.
 
არსებობს ''დიფლუენტური'' და ''კონფლუენტური'' უღელტეხილი.
დიფლუენტური ისეთი უღელტეხილია, რომელიც [[ეროზია (გეოლოგია)|ეროზიული]] წარმოშობისაა და წარმოქმნილია [[ყინული]]ს კვების არედან ყინულის გალღობის შედეგად.
კონფლუენტური ისეთი უღელტეხილია, რომელსაც გააჩნია ამა თუ იმ მხარეზე ე. წ. კონფლუენტური საფეხური.
 
კლასიფიკაციის მიხედვით შეიძლება არსებობდეს რთული და მარტივი უღელტეხილი. რთული უღელტეხილები როგორც წესი ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარეობენ, გააჩნიათ რა, ციცაბო კალთები, გამოირჩევიან მუდმივი თოვლითა და მყარი ყინულის არსებობით, ამასთანავე ასეთი უღელტეხილები ზოგჯერ მხოლოდ ალპინისტებისთვის არსებობენ.
 
მარტივი უღელტეხილები არც თუ ისე მაღლა ვრცელდებიან, სეზონურად თავისუფალი არიან მყარი [[ატმოსფერული ნალექები]]საგან და ახასიათებთ მარტივი გადასავალი. დამალმთიანი და მარტივად გადასასვლელია მაგალითად [[გოითხის უღელტეხილი]] ([[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 336 მ), რომელზედაც გადადის საავტომობილო გზატკეცილი და რკინიგზა.
 
[[ევროპა]]ში მეტად მნიშვნელოვანია [[სიმპლონის უღელტეხილი|სიმპლონის]], [[დიდი სენ-ბერნარის უღელტეხილი|სენ-ბერნარისა]] და [[სენ-გოტარდის უღელტეხილი]] უღელტეხილები. სენ-ბერნანის უღელტეხილზე არსებობს ცნობილი საავტომობილო გზა, ხოლო სენ-გოტარდზე გადის საავტომობილო გზა, რომლის ქვეშ გაჭრილია გვირაბი, რომელშიაც სარკინიგზო გზა მიდის. ე.ი. სენ-გოტარდის უღელტეხილს გააჩნია ორმაგი დატვირთვა.
 
== საქართველოს უღელტეხილები ==
ხაზი 31:
საქართველოს 4000 მ-ზე უფრო მაღალი უღელტეხილებია: [[მაილის უღელტეხილი|მაილის]], [[ჭალაათი (უღელტეხილი)|ჭალაათის]], [[ლაჰილი (უღელტეხილი)|ლაჰილის]].
[[აფხაზეთის კავკასიონი|აფხაზეთის კავკასიონზე]] მნიშვნელოვანია — [[კლუხორის უღელტეხილი|კლუხორისა]] და [[მარუხის უღელტეხილი|მარუხის]] უღელტეხილები; [[ცენტრალური კავკასიონი|ცენტრალურ კავკასიონზე]] — [[ნაკრა (უღელტეხილი)|ნაკრის]], [[ბეჩო (უღელტეხილი)|ბეჩოს]], [[მამისონის უღელტეხილი|მამისონის]], [[ზეკარის უღელტეხილი|ზეკარის]], [[როკის უღელტეხილი|როკის]] უღელტეხილები; [[აღმოსავლეთი კავკასიონი|აღმოსავლეთ კავკასიონზე]] — [[უყერიჩო]]ს, [[ქერიღო]]ს, [[ყადორის უღელტეხილი|ყადორის]] უღელტეხილები. ამ უღელტეხილების გავლით შესაძლებელია დაკავშირება [[საქართველო]]-[[რუსეთი]]ს სახელმწიფოებისა.
 
ქვეყნის შიდა (კავკასიონის განშტოებების) უღელტეხილებიდან აღსანიშნავია [[რიკოთის უღელტეხილი|რიკოთის]], [[გოდერძის უღელტეხილი|გოდერძის]], [[ჯვრის უღელტეხილი|ჯვრისა]] და [[გუდამაყრის უღელტეხილი|გუდამაყრის]] უღელტეხილები.
 
ცენტრალური კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილში ჯვრისა და გუდამაყრის უღელტეხილები ყურადღებას იპყრობენ თავიანთი დაბალი ჰიფსომეტრიული მდებარეობით და მორფოლოგიური თავისებურებებით, რაც მათ გენეზისთანაა დაკავშირებული. ამ უღელტეხილების სიმაღლე ერთიმეორეს უახლოვდება (ჯვრის უღელტეხეილი მდებარეობს [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 2379 მ, ხოლო გუდამაყრის - 2347 მ); ისინი უდაბლეს უღელტეხილებს წარმოადგენენ არა მარტო [[კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი]]ს ამ მონაკვეთზე, რომელიც [[მთიულეთის ქედი]]ს სახელწოდებითა ცნობილი, არამედ მთელ ცენტრალურ კავკასიონზე.
[[ფაილი:Starii Suramskii pereval (A).jpg|მინი|მარჯვნივ|290პქ|[[რიკოთის უღელტეხილი]]]]
აღსანიშნავია, რომ [[კავკასიონი]]ს განშოტებების უღელტეხილთა უმრავლესობა უფრო მაღალი და ძნელად მისადგომია, ვიდრე ზემოაღნიშნული გადასასვლელები, თუმცა ეს განშტოებები სიმაღლით მთიულეთის ქედს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებიან.
 
საინტერესოა ამ უღელტეხილების გენეზისის საკითხი. მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით ორივე უღელტეხილი [[მყინვარი]]ს მოქმედების მკაფიო კვალს ატარებს. მყინვარის მოქმედებაზე ლაპარაკობს როგორც უღელტეხილების [[ტროგი|ტროგული]] ხაისათი, ასევე ორთავე უღელტეხილზე კარგად შერჩენილი [[მორენა|მორენული]] მასალა.
 
ქედში უღელტეხილების ღრმად ჩაჭრა და ზოგიერთი სხვა ნიშანი იმაზე მოუთითებს, რომ ისინი ძველ (პალეო) მდინარეთა ხეობებს წარმოადგენდნენ.
ხაზი 45:
ლავების ამოღვრამდე ჯვრის უღელტეხილის სიმაღლე დაახლოებით 2000 მ ცოტა მეტი უნდა ყოფილიყო (ლავის ნაკადის სისქე 360 მ).<ref>Ренгартен В. П., Геологический очерк района Военно-Грузинской дороги, Труды Всесоюзн. Геол. Развед. объединения
В.С.Н.Х. СССР, вып.148, Геологиздат Всесоюзн. Геол.-развед. Объединения, М.-Л., 1932. ст. 49</ref> ლავის ნაკადმა უღელტეხილის სიმაღლე
მნიშვნელოვნად გაზარდა. შემდეგში, ჯვრის უღელტეხილის თანამედროვე სახის გამომუშავებაში, [[მყინვარი|მყინვარებმა]] უდაოდუდავოდ დიდი როლი ითამაშეს.<ref>Гросгейм В. А., О смещении главного водораздела Большого Кавказа, Изв. ВГО, т.82, вып.3, 1950.</ref>
 
[[გუდამაყრის უღელტეხილი]]ც ჯვრის უღელტეხილის ანალოგიური მორფოლოგიით ხასიათდება.
ზოგიერთი ფაქტიური მასალა იმის სასარგებლოდ ლაპარაკობს, რომ ბურსაჭირის უღელტეხილზე წარსულში მიედინებოდა მდინარე (პალეოქვენამთისწალი),
რომელიც მდინარე ბურსაჭირისხევის სათავეებისაგან დაბალი [[წყალგამყოფი]]თ იყო გამოყოფილი. მაქსიმალური გამყინვარების დროს მდინარე პალეოქვენამთისწყალის ხეობა მძლავრმა [[მყინვარი|მყინვარმა]] დაიჭირა, რომელიც უღელტეხილის რაიონში დაბალ წყალგამყოფზე სამხრეთისაკენ გაედინებოდა.
 
დასაშვებია, რომ ჯვრისა და გუდამაყრის (ბურსაჭირის) უღელტეხილებს მდინარეული წარმოშობა აქვთ. ამ უღელტეხლების წარმოშობაში მთავარი როლი ითამაშეს მდინარეებმა, რომლებიც სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიედინებოდნენ (''პალეობიდარა'' და ''პალეოქვენამთისაწყალი''). მყინვარებმა კი უღელტეხილებს [[ტროგი]]ს ფორმა მისცეს და განაპირობეს ზემოაღნიშნული [[მდინარე|მდინარეების]] დინების მიმართულების შეცვლა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/უღელტეხილი“-დან