ბეზპრიმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 20 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q31647
clean up, replaced: უდაოდ → უდავოდ using AWB
ხაზი 27:
}}
'''ბეზპრიმი''' ({{lang-pl|Bezprym}}) ([[987]]—[[1032]]) — პოლონეთის მთავარი [[1031]]-დან [[1032]]-მდე, [[ბოლესლავ I მამაცი]]ს და [[იუდიტა უნგრელი]]ს ვაჟი.
ქრონიკების მიხედვით, მამა ცდილობდა რომ ის ბერი გამხდარიყო და [[1001]] ან [[1003]] წლებში ის იტალიაში მონასტერში გააგზავნა სასწავლებლად. ამას ადასტურებს ბერის "წმ. რომუალდის ცხოვრება", რავენის წმ. პეტრეს მონასტრიდან,რომელიც აღნიშნავს რომ იქ იმყოფებოდა პოლონეთის მთავრის ვაჟი რომელმაც მას 1001 წ. ცხენი აჩუქა. ეს ჩანაწერი მკვლევარების უმრავლესობის აზრით უდაოდუდავოდ ბეზპრიმს მიეკუთვნება<ref>კაზიმეჟ იასინსკი: პირველი პიასტების წარმომავლობა "Rodowód pierwszych Piastów" გამოც. I. 1992, ფურც. 105-107. </ref><ref>ვიროზუმსკი ლესლავ Wyrozumski Jerzy Lesław. ტ. II: პოლონელი პიასტების ისტორია (VIII ს - 1370). 1999, ფ. 103</ref>. თუმცა არის სხვა მოსაზრებებიც, მათ შორის თითქოსის ლამბერტი იყო<ref>ამ ჰიპოთეზას წარმოადგენენ თადეუშ ვოიცეხოვსკი (Tadeusz Wojciechowski (historyk)) და ანატოლი ლევიცკი (Anatol Lewicki)</ref>. ზოგი კი თვლიდა რომ ეს იყო [[ბოლესლავ I მამაცი]]ს ვაჟი პირველი ქორწინებიდან<ref>ოსვალდ ბალცერის მოსაზრება. იხ. ოსვალდ მარიან ბალცერი: პაიასტების წარმომავლობა (Genealogia Piastów) გამოც. I. 1895 წ. </ref>.
 
"წმ. რომუალდის ცხოვრებაში" ასევე აღნიშნულია რომ რომაულთან მეცნიერების დაუფლებისას ის განათლებული პირი იყო.
 
მიიჩნევენ რომ ბეზპრიმი ესწრებოდა მამამისის კორონაციას<ref> ანდრეი ფელიქს გრაბსკი (Andrzej Feliks Grabski) : ბოლესლავ მამაცი: პოლიტიკური და სამხედრო ისტორიის მიმოხილვა "Bolesław Chrobry: zarys dziejów politycznych i wojskowych". გამოც. I. 1964, ფ. 292</ref>
მიუხედავად ყველაფრისა ბეზპრიმი ბერი არ გამხდარა.
 
==ხელისუფლებაში მოსვლა==
 
ალბათ თავისი ორი ძმა [[მიეშკო II ლამბერტი]]სთან კავშირში კიდევ ცოტა ხანი იყვნენ პოლონეთში, მაგრამ [[1025]] წელს, მისი უმცროსი ძმის მიეშკოს კორონაციის შემდეგ, თავის მეორე ძმასთან ოტტოსთან ერთად, ბეზპრიმი გაძევებულ იქნა პოლონეთიდან რადგან მიეშკომ აღმოაჩინა რომ მის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდნენ იმპერატორ კონრად II-ს მხარდაჭერით. მან თავშესაფარი იპოვა [[კიევის რუსეთი|კიევის რუსეთში]]. მიეშკო II-ს წინააღმდეგ კიევის რუსეთის და [[წმინდა რომის იმპერია|წმინდა რომის იმპერიის]] ერთობლივი ქმედების შედეგად ის იძულებული შეიქნა [[ჩეხეთი|ჩეხეთში]] გაქცეულიყო. მისი ძმის [[მიეშკო II ლამბერტი]]ს ჩამოგდების შემდეგ 1031 წელს ბეზპრიმმა დაიკავა პოლონეთის ტახტი. ამაში მას კიევის დიდი მთავარი [[იაროსლავ ბრძენი]] ეხმარებოდა<ref>რომან გროდეცკი (Roman Grodecki): ბეზპრიმი Bezprym., ვლადისლავ კონოპჩინსკი (Konopczyński) (რედ.) : პოლონელი ... . ტ. II. Beyzym Jan - Brownsford Marja . 1936, ფ. 2 </ref>.
 
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მან იმპერატორს გაუგზავნა პოლონეთის კორონაციის რეგალიები, რითაც მან უარი განაცხადა მეფის ტიტულზე და აღიარა დასავლეთ მეზობლის პრიმატი. მან პირადად გადასცა გერმანელებს მიეშკო II-ის ცოლი დედოფალი რიხეზა.
 
სპეციალისტების აზრით ბეზპრიმმა ყოფილი მმართველის მომხრეების მიმართ რეპრესიები დაიწყო, რის გამო სოციალური ელიტის ერთი ნაწილი იძულებული იყო თავი მაზოვიისთვის შეეფარებინა, ასევე შესაძლებელია რომ მის მსხვერპლთა შორის ორი ეპისკოპოსიც ყოფილიყო, რომელთა სიკვდილი ჩაწერილია 1032 წლით: ლამბერტი და რომანი. მის 1031-1032 წწ. მართველობას ემთხვევა პოლონეთში არეულობების დაწყება რაც მკვლევარების აზრით შემთხვევითი აე იყო, და მოიცვა როგორც სამოქალაქო ისე სასულიერო ფენები. ბეზპრიმის მმართველობამ საბოლოოდ გამოიწვია სახელმწიფო სტრუქტურების შესუსტება და შეილახა ხელისუფლების ავტორიტეტი.
 
მაგრამ 1032 წელს ბეზპრიმი ჩამოაგდეს ტახტიდან და მოკლეს, მკვლელობა ძმების მიერ იყო ორგანიზებული. რის შემდეგ ტახტზე ისევ მიეშკო ავიდა, თუმცა თავიდან მიეშკო, ოტტო და დიდრიკი (თიედრიკი) მართავდნენ პოლონეთს. ბეზპრიმის ცოლისა და მემკვიდრეების შესახებ არავითარი ინფორმაცია არ არსებობს. ასევე უცნობია მისი დასაფლავების ადგილი.
ხაზი 47:
როგორც ზევით ავღნიშნეთ მისი მართველობისას ქვეყანა საკმაოდ დასუსტდა, და მისი სიკვდილის შემდეგ ქვეყანა ფაქტიურად გაყოფილი იყო სამ ნაწილად სადაც მართავდნენ მიეშკო II, [[ოტტო (პოლონეთი)|ოტტო]] და [[დიტრიკი]] (თიეტრიკი). ძალიან დაეცა ხელისუფლების ავტორიტეტი. საკმაოდ გაიზარდა იმპერიის გავლენა და გერმანიის ჩარევა პოლონეთის შინა საქმეებში. თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში პოლონეთმა დაკარგა მეფის ტიტული.
 
გალ ანონიმის ქრონიკებში თავი I 17 რომელიც ეძღვნება მიეშკო II-ს ბეზპრიმი საერთოდ არაა მოხსენიებული.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
ხაზი 59:
[[კატეგორია:დაბადებული 987]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1032]]
 
{{Link GA|pl}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბეზპრიმი“-დან