საქართველოს სახელმწიფო გერბი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
deadlink fix: fixed hostname of google cache
clean up, replaced: {{ru}} → {{ru icon}} using AWB
ხაზი 57:
[[ფაილი:Bagrationgerbial75674.jpg|მინი|მარჯვნივ|200პქ|ბაგრატიონების დინასტიის საგვარეულო გერბი]]
 
ახალი სახელმწიფო ატრიბუტიკის შექმნაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ [[1992]] წლის მოწვევის [[საქართველოს პარლამენტი|პარლამენტმა]] მიიღო<ref name="პარლ04-05-21" />. ახალი გერბის შემოღება მოხდა [[საქართველოს პრეზიდენტი|საქართველოს პრეზიდენტის]] [[მიხეილ სააკაშვილი]]ს ინიციატივით<ref name="პარლ04-10-01" />, ახალი [[საქართველოს სახელმწიფო დროშა|სახელმწიფო დროშისა]] და [[საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი|ჰიმნის]] მიღების შემდეგ<ref>{{cite web|url=http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=385&info_id=3973|title=საინფორმაციო გამოშვება/2004, 14 იანვარი|work=საქართველოს პარლამენტი - პრესცენტრის დაიჯესტი|publisher=[[საქართველოს პარლამენტი]]ს [http://www.parliament.ge/ ვებ-საიტი]|description=განხილული საკითხები|date=2004-01-14|accessdate=2010-12-21}}</ref><ref>{{cite web|url=http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det=det&kan_id=2|title=საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ"|work=საქართველოს პარლამენტი - კანონმდებლობა|publisher=[[საქართველოს პარლამენტი]]ს [http://www.parliament.ge/ ვებ-საიტი]|description=კანონი|date=2004-01-14|accessdate=2010-12-21}}</ref><ref name="პარლ04-05-20" />, რაზეც მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ატრიბუტიკის პრობლემათა შემსწავლელი და წინადადებათა შემმუშავებელი დროებითი სახელმწიფო კომისია, პარლამენტის წევრ [[ელდარ შენგელაია]]ს თავმჯდომარეობით. აღნიშნულმა კომისიამ ჩაატარა „სახელმწიფო გერბის და გერბის დევიზის პროექტების“ კონკურსი, სადაც სახელმწიფო გერბის გამარჯვებულ ავტორად მხატვარ-ჰერალდიკოსი [[მამუკა გონგაძე]] დასახელდა, ხოლო დევიზისა - ''ვალერი ბახტაძე'' და ''თამაზ ნანიტაშვილი'' (ორივე ავტორი საერთო გადაწყვეტილებამდე დამოუკიდებლად მივიდა)<ref name="პარლ04-05-2021">{{cite web|url=http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=385&info_id=38733866|title=საინფორმაციო გამოშვება/2004, 2021 მაისი|date=2004-05-2021|work=საქართველოს პარლამენტი - პრესცენტრის დაიჯესტი|publisher=[[საქართველოს პარლამენტი]]ს [http://www.parliament.ge/ ვებ-საიტი]|description=|accessdate=2010-12-21}}</ref><ref name="პარლ04-05-2120">{{cite web|url=http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=385&info_id=38663873|title=საინფორმაციო გამოშვება/2004, 2120 მაისი|date=2004-05-2120|work=საქართველოს პარლამენტი - პრესცენტრის დაიჯესტი|publisher=[[საქართველოს პარლამენტი]]ს [http://www.parliament.ge/ ვებ-საიტი]|description=|accessdate=2010-12-21}}</ref>.
 
[[ფაილი:Coat of arms of Georgia (I variant).gif|მინი|მარჯვნივ|200პქ|კონკურსში გამარჯვებული ვარიანტი]]
 
გერბის პროექტის პირველი ვარიანტი, ეფუძნებოდა მემკვიდრეობითობის პრინციპს და ავტორის განცხადებით ეხმიანებოდა, როგორც [[საქართველოს ისტორია|საქართველოს სახელმწიფოს ისტორიას]], ისე მის დღევანდელობას<ref name="პარლ04-05-21" />. ის არსებითად [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის]] გვიანი შუასაუკუნეების [[ბაგრატიონების დინასტიის საგვარეულო გერბი|საგვარეულო გერბზე]] იყო აგებული: წარმოადგენდა [[ოქრო|ოქროს]] არშიიან, ოქროს ჯვრით გაკვეთილ-გადაკვეთილ ჰერალდიკურ ფარს, ცენტრში მცირე ჰერალდიკური ოქროს არშიიანი ფარით. მცირე ფარში, ძოწის ველზე გამოსახული იყო მაცხოვრის ვერცხლის (თეთრი) [[კვართი]]. სახელმწიფო გერბის პირველ-მეოთხე ნაწილებში, მეწამურ ველზე გამოსახული იყო ვერცხლის ჯვრით დაბოლოებული შუბით, ვერცხლის [[გველეშაპი|გველეშაპის]] განგმირავი ვერცხლის მხედარი, წმინდა გიორგი. ავტორის განმარტებით, [[წმ. გიორგი]] განასახიერებდა ქრისტიანულ ტრადიციებს და ქართველი ხალხის მებრძოლ სულს, ის აგრეთვე ერთგვარად „ახმოვანებდა“ გერბს, რადგან საქართველოს ბევრ ენაზე გეორგიად (Georgia) იწოდება. წმ. გიორგის გამოსახულების გამეორება იმით აიხსნა, რომ საქართველოში წმინდანს ხსენებას წელიწადში ორჯერ ზეიმობენ. მეორე ნაწილში ლაჟვარდოვან ველზე, გამოსახული იყო ორი ოქროს ისრით განგმირული ოქროს მთა-[[ვულკანი]], რაც აღმოსავლეთ საქართველოს - [[იბერია|იბერიის]] ისტორიულ სიმბოლოს წარმოადგენდა. მესამე ნაწილში ლაჟვარდოვან ველზე, გამოსახული იყო ოქროს საწმისი - [[კოლხეთი|კოლხეთის]] და საქართველოს ქრისტიანობამდელი კულტურის სიმბოლო. ფარს თავზე ედგა ქართული („ივერიული“) გვირგვინი, ხოლო ფარისმტვირთველები - ოქროს ორი ლომი. ფარის საფუძველი (საყრდენი) გამოსახავდა [[ვაზი|ვაზის]] ქართულ, სტილიზებულ ორნამენტს, ჩაწნული სადევიზე ბაფთით. ბაფთაზე მოთავსებული იყო დევიზი („[[ძალა ერთობაშია]]“), [[ქართული დამწერლობა#მხედრული ანბანი|მხედრული ანბანით]].<ref name="statesymbol">[[#statesymbol|Грузия, Государственная символика]]</ref><ref name="პარლ04-05-24">{{cite web|url=http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=261&info_id=4610|title=საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის სხდომის ოქმი #5|date=2004-05-24|work=საქართველოს პარლამენტი - კომიტეტის სხდომები|publisher=[[საქართველოს პარლამენტი]]ს [http://www.parliament.ge/ ვებ-საიტი]|accessdate=2010-12-21}}</ref><ref name="statesymbol">[[#statesymbol|Грузия, Государственная символика]]</ref>.
 
სახელმწიფო გერბი საქართველოს მე-6 მოწვევის [[საქართველოს პარლამენტი|პარლამენტმა]] დაამტკიცა [[2004]] წლის [[1 ოქტომბერი|1 ოქტომბერს]] „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიღებით, რაც იმავე დღესვე იქნა ხელმოწერილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ<ref name="პარლ04-10-01">{{cite web|url=http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=89&info_id=1293|title=საქართველოს პარლამენტის სხდომა, 1 ოქტომბერი, 2004|work=საქართველოს პარლამენტი - საპარლამენტო კალენდარი|publisher=[[საქართველოს პარლამენტი]]ს [http://www.parliament.ge/ ვებ-საიტი]|description=მიღბული კანონპროექტების ჩამონათვალი|accessdate=2010-12-21}}</ref>.
ხაზი 70:
[[ფაილი:Greater coat of arms of Georgia.svg|მინი|მარჯვნივ|200პქ|2005 წელს შესწორებული]]
 
გერბზე მუშაობა მისი მიღების შემდეგაც გაგრძელდა: კონკურსის დამთავრებისა და გამარჯვებულის გამოვლინების შემდეგ, რომელიც 2004 წლის მაისში შედგა, გადაწყდა, რომ გერბის პროექტი სხვადასხვა ქვეყნის ჰერალდიკურ ორგანიზაციებში გადაგზავნილიყო, საქართველოში ჰერალდიკური ტრადიციის და შესაბამისი ბაზის არ ქონის გამო. ჯერ კიდევ საპარლამენტო განხილვების პერიოდში, [[ინგლისი|ინგლისის]] ჰერალდიკურმა კოლეგიამ კომისიას წინადადებით მიმართა, გერბის [[ეტალონი|ეტალონზე]] მუშაობა ინგლისში ჩატარებულიყო. პრეზიდენტთან შეთანხმებით, პროექტის ავტორი ორი კვირის განმავლობაში (11-26 დეკემბერი, 2004 წელი) გერბის ეტალონზე [[ლონდონი|ლონდონში]], [[ბრიტანეთი|ბრიტანეთის]] ჰერალდიკოსთა კოლეჯში (დაარსებულია მე-15 საუკუნეში) მუშაობდა. კოლეჯის მხატვარ-ჰერალდიკოსთა კონსულტაციების და რჩევების საფუძველზე, აგრეთვე ტექნიკური დახმარებით გერბის ავტორმა მამუკა გონგაძემ შექმნა საქართველოს სახელმწიფო გერბის და მცირე სახელმწიფო გერბის ფერითი ეტალონი, საქართველოს სახელმწიფო გერბის კონტურული და დაშტრიხული ეტალონი. სახელმწიფო გერბში შეტანილ იქნა ზოგიერთი არაკონცეპტუალური ხასიათის ცვლილება. კერძოდ: სადევიზე ბაბთა გახდა ორმხრიანი - წინა მხარე დარჩა უცვლელი და თავსა და ბოლოში გამოისახა საქართველოს სახელმწიფო დროშის მცირე ჯვრები, უკანა მხარეს კი გაუჩნდა წითელი-მეწამული ფერი - ამით სახელმწიფო გერბი და სახელმწიფო დროშა სიმბოლურად გაერთიანდნენ; ფარის ფორმა შესწორდა - მიიღო ე. წ. „ევროპული ფორმა“, რაც ტრადიციული იყო საქართველოსთვის; გვირგვინში დაამატეს ვერცხლისფერი თვლები (მარგალიტები); ფარისმტვირთველ ლომებს შეუსწორდათ ენის ფორმა და თვალები; მიღებულ გერბზე ვაზის ორნამენტი ნატურალურად იყო გამოსახული, რაც ჰერალდიკურად გაუმართლებლად მიიჩნიეს და საბოლოო ვარიანტში პოსტამენტი ჩამოყალიბდა ტრადიციული ქართული ორნამენტის „ვაზის წნულის“ სახით. მასზე გამოისახა ვაზის ოქროს ფოთოლი<ref name="პარლ05-05-27">{{cite web|url=http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=385&info_id=858|title=საინფორმაციო გამოშვება / 2005, 27 მაისი|date=2005-05-27|work=საქართველოს პარლამენტი - პრესცენტრის დაიჯესტი|publisher=საქართველოს პარლამენტის [http://www.parliament.ge/ ვებ-საიტი]|accessdate=2010-12-21}}</ref><ref name="პარლ05-06-02">{{cite web|url=http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=261&info_id=671|title=საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის სხდომის ოქმი #41|date=2005-06-02|work=საქართველოს პარლამენტი - კომიტეტის სხდომები|publisher=საქ. პარლამენტის [http://www.parliament.ge/ ვებ-საიტი]|description=სხდომის ჩანაწერი|accessdate=2010-12-21}}</ref>.
 
აღნიშნული და სხვა, იურიდიული ხასიათის შესწორებების გათვალისწინებით<ref>{{cite web|url=http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=385&info_id=754|title=საინფორმაციო გამოშვება / 2005, 3 ივნისი|date=2005-06-03|work=საქართველოს პარლამენტი - პრესცენტრის დაიჯესტი|publisher=საქ. პარლამენტის [http://www.parliament.ge/ ვებ-საიტი]|description=პარლამენტში გამართული შეხვედრების და სხდომების მიმოხილვა|accessdate=2010-12-21}}</ref>, პარლამენტმა შეიტანა ცვლილება ორგანულ კანონში (სულ სამი)<ref name="პარლ-ცვლ">{{cite web|url=http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det=det&kan_id=1|title=საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ"|work=საქართველოს პარლამენტი - კანონმდებლობა|publisher=საქ. პარლამენტის [http://www.parliament.ge/ ვებ-საიტი]|description=კანონი ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით|accessdate=2010-12-21}}</ref>, რითაც მიღებულ იქნა სახელმწიფო გერბის საბოლოო მიმდინარე ვერსია.
ხაზი 77:
 
* '''საქართველოს (რესპუბლიკის) გერბი (1990-2004)''':
გერბი შემოღებულია [[საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო]]ს გადაწყვეტილებით [[1990]] წლის [[14 ნოემბერი|14 ნოემბრის]] „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის <ref>საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები: 1990 წ., №11, მუხ. 294; შეტანილია ცვლილება საქართველოს {{ISOdate|1997-11-14}} №1087-Iს ორგანული კანონით.</ref> საფუძველზე, რომლითაც არსებითად აღადგინეს 1918-21 წლებში არსებული სახელმწიფო გერბი<ref group="შენიშვნა">იმ განსხვავებით, რომ გერბის ვარსკვლავი ნაკლებ ორნამენტირებულია.</ref> 1990 წლის [[28 დეკემბერი|28 დეკემბრის]] მიღებულ იქნა „საქართველოს სახელმწიფო გერბის დებულების დამტკიცების თაობაზე“ კანონი, რომელმაც განსაზღვრა ახალი გერბის აღწერილობა და გამოყენების წესი:<ref group="შენიშვნა">1997 წ 14 ნოემბერს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი [https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=29926 „'საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ' საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“] და საქართველოს კანონი [https://www.matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=29938 „'საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე' და 'საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე' საქართველოს რესპუბლიკის კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ“], რომლითაც ადრე მიღებული კანონები შესაბამისობაში მოვიდა ახალ [[საქართველოს კონსტიტუცია|კონსტიტუციასთან]].</ref>
{{ციტატა|საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი არის ეროვნული ოქროსფერი ჩუქურთმით შემოსაზღვრული შვიდქიმიანი ვარსკვლავი, რომელსაც ორნამენტში ქიმების გასწვრივ ჩაწნული აქვს შვიდი შავარშიანი თეთრი ბოლნური ჯვარი. როგორც ჯვრების, ასევე ვარსკვლავის ქიმების შიდა ველები ქართული წითელი ფერისაა (შინდისფერია).
ვარსკვლავის გულზე მოთავსებულია მრგვალი ქართული ფარი ქართული წითელი ფერის (შინდისფერი) ველით, რომელზეც გამოსახულია ოქროსფლოქვებიან თეთრ ცხენზე ამხედრებული თეთრი გიორგი. მას მარჯვენა ხელში საბრძოლოდ შემართული ვერცხლისპირიანი ოქროს შუბი უპყრია, ხოლო მარცხენაში – ოქროსზოლიანი ფარი.
ხაზი 99:
 
* '''საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი (1919-1921)''':
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] სახელმწიფო გერბი, მიღებული [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] მიერ 1919 წელს. გერბი შექმნილია საქართველოში მოღვაწე მხატვარ [[იოსებ შარლემანი]]ს მიერ, [[ივანე ჯავახიშვილი]]ს კონსულტაციით <ref name="ლომ00">[[#ლომ00|ლომაშვილი 2000]]: 124</ref>. გერბი წარმოადგენს ქართულ (მრგვალ) ფარს, რომელიც მოთავსებულია ქართულსავე, ორნამენიტრებულ 7-ქიმიან ვარსკვლავში. ფარზე, დაბლა გამოსახულია შავ ფერში მთა ([[კავკასიონი]]), რომელზეც თეთრი მხედარია აღმართული, შეყენებულ თეთრსავე რაშზე ([[წმინდა გიორგი]]). თუმცა მას არ აქვს ტრადიციული [[შარავანდედი]] თავზე<ref group="შენიშვნა">წმინდა გიორგის იდეას წინააღმდეგობა შეხვედრია და შედეგად წმინდანის ყველა ატრიბუტი ჩამოაშორეს (ჟორდანია 1990).</ref> და ის არავის ებრძვის (მაგ. გველეშაპს) - როგორც თავისუფალი, მშვიდობიანი სახელმწიფოს სიმბოლო. არსებულა კიდევ, „კლდეზე მიჯაჭვული ამირანის“ კომპოზიციის ვერსიაც, თუმცა მას არ გაუმარჯვია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით [[ნოე ჟორდანია]], მაშინდელი მთავრობის თავმჯდომარე, შემდეგს იხსენებს:
{{ციტატა|სოც.-დემ. ფრაქციაში პირველი დიდი დავა აგვიტყდა რესპუბლიკის ემბლემის შესახებ. ირ. წერეთელმა წამოაყენა მიჯაჭვული პრომეთეის ნაციონალურ ემბლემათ გამოცხადება; მე ეს არ მომეწონა, შევედავე. მთავარი ჩემი არგუმენტი ის იყო, რომ ტყვე, შებოჭილი პრომეთეი სრულიად არ შეესაბამება აშობილ, განთავისუფლებულ ქართველ ერს. მე წამოვაყენე ამ აზრის გამომხატველი თეთრი გიორგი, ცხენზე კოხტად შემჯდარი და ცის სივრცეში თავისუფლათ მარდათ მფრინავი. ბევრი კამათის შემდეგ გავიდა ეს წინადადება. მისი მოწინააღმდეგენი ასაბუთებდნენ თავის აზრს იმით, რომ თეთრი გიორგი იგივე წმინდა გიორგია, ეს კრელიკალიზმია, უკან დაბრუნებაა, საკლესიო ემბლემის რესპუბლიკის ემბლემათ გამოცხადებაა და სხ. ამათი აზრიც მივიღეთ სახეში და თეთრ გიორგის წმინდა გიორგის ყველა ნიშანი ჩამოვაშორეთ.|ნოე ჟორდანია<ref>[[#ჟორ90|ჟორდანია 1990]]: 105-106.</ref>}}
 
ხაზი 106:
{| style="margin:0 auto; text-align:center; vertical-align:top; width:1000px; font-size:smaller;"
|-
| [[ფაილი:Coat of arms of the Democratic Republic of Georgia.svg|100პქ|]]<br>საქართველოს სახელმწიფო გერბი (1990-2004)
| [[ფაილი:Coat of arms of Georgian SSR.png|100პქ|]]<br>საქართველოს სსრ–ს სახელმწიფო გერბი (1921-1990)
| [[ფაილი:Coat of arms of the Transcaucasian SFSR.png|100პქ|]]<br>ასფსრ-ს სახელმწიფო გერბი - გამოსახულება მანეთზე (1922-1936)
| [[ფაილი:Coat of arms of Georgian SSR (1921-22).png|100პქ|]]<br>საქართველოს გერბი გასაბჭოების შემდეგ - გამოსახულება მანეთზე (1921-1922)
| [[ფაილი:DR of Georgia COA 1918.JPG|100პქ|]]<br>გერბის გამოსახულება მანეთზე (1918)
| [[ფაილი:Georgia COA 1918-1921.png|100პქ|]]<br>საქართველოს სახელმწიფო გერბი (1918-1921)
|-
|}
ხაზი 144:
* {{cite web|url=https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=32080 |title=საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე |author=საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო |publisher=[[სსიპ]] [[საქართველოს საკანონმდებლო მაცნე]] |work=საქართველოს რესპუბლიკის კანონი |date={{ISOdate|1990-12-28}} |accessdate={{ISOdate|2012-03-16}} |ref=მაცნე2}}
* {{cite web|url=http://www.heraldicum.ru/gruzia/index.htm|title=HERALDICUM - Гербы Грузии|date=2008-07-15|work=Исторические гербы Грузии; Грузинские губернии в Российской империи; Грузия, 1918; Советская Грузия; Закавказская СФСР, 1922-1936; Современная Грузия - Ведомства Грузии; Города Грузии; Регионы Грузии; Аджария |publisher=[http://www.heraldicum.ru/index.htm Официальный сайт] Русского центра флаговедения и геральдики |lang=რუსული |accessdate={{ISOdate|2011-01-08}} |ref=heraldicum-gru}}
* {{cite web|url=http://www.statesymbol.ru/abroad/cis/20050804/39598411.html|title=Грузия|publisher=[http://www.statesymbol.ru/ Государственная символика]|description=საქართველოს დროშა და გერბი|lang={{ru icon}}|accessdate={{ISOdate|2011-01-08}} |ref=statesymbol}}
 
== სქოლიო ==
ხაზი 164:
[[კატეგორია:საქართველოს სახელმწიფო გერბები]]
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული სიმბოლოები|გერბი]]
 
{{Link GA|fr}}