პარიზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 54:
== სახელი ==
პარიზის თავდაპირველი ლათინური სახელი იყო Lutetia (/lutetja/), ან Lutetia Parisiorum, ({{lang-fr|Lutèce}} ([lytɛs])), რომელიც მოგვიანებით შემოკლდა მხოლოდ Paris-ით. სახელწოდება მომდინარეობს გალიური პარიზიის ტომიდან, რომლის სახელი შესაძლოა კელტურ-გალიური სიტყვა პარიოს იყოს, რაც ქვაბს ნიშნავს, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. პარიზი ასევე შესაძლოა წარმოებული სიტყვა იყოს კელტური ენიდან "პარიზიო", რაც "მუშა ხალხს" ან "ხელოსნებს" ნიშნავს.
 
პარიზს აქვს მრავალი ზედმეტსახელი, როგორიცაა "The City of Love" ( "სიყვარულის ქალაქი"), მაგრამ ყველაზე განთქმულია "La Ville-Lumière" ("სინათლის ქალაქი"). ზედმეტსახელი "სინათლე" მიიღო უფრო პირდაპირი გაგებით, როდესაც პარიზი გახდა ევროპის ერთ–ერთი პირველი ქალაქი, რომელსაც ქუჩები გაზის სანათებით ჰქონდა განათებული. 1817 წლიდან Passage des Panoramas იყო პარიზის პირველი გაზით განათებული გამზირი.
 
მე–19 საუკუნის შუა ხანებიდან, პარიზი ცნობილი იყო როგორც Paname ([panam]), პარიზულ სლენგში. (Ltspkr.pngMoi j'suis d'Paname,ე.ი. "მე ვარ პანამიდან").
 
მცხოვრებლები ცნობილი არიან როგორც პარიზელები, ხოლო ფრანგულად Parisiens ([paʁizjɛ̃]) და Parisiennes. პარიზელებს ასევე ეძახდნენ Parigots ([paʁiɡo]) და Parigotes, ტერმინი პირველად გამოყენებული იქნა 1900 წელს, პარიზის რეგიონის გარეთ მცხოვრებთა მიერ.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პარიზი“-დან