საქართველოს ეროვნული ბანკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: ოფიციალური ვებგვერდი → ოფიციალური საიტი using AWB
ხაზი 3:
'''საქართველოს ეროვნული ბანკი''' — [[საქართველო]]ს ცენტრალური [[ბანკი]]. [[კანონი]] საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ მიღებული იქნა [[1991]] წლის 2 აგვისტოს პირველი მოწვევის [[საქართველოს უზენაესი საბჭო|უზენაესი საბჭოს]] მიერ.
 
საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს საქართველოს ცენტრალურ ბანკს და მისი სტატუსი განსაზღვრულია ქვეყნის კონსტიტუციით. ეროვნული ბანკის საქმიანობის უმთავრესი მიზანია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა.
 
პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში 1919 წელს შეიქმნა. იგი დღევანდელი სახით, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ცენტრალური ბანკი, 1991 წლიდან არსებობს.
 
საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ მის საქმიანობაში ჩარევის უფლება. საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკის უფლება-მოვალეობები, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.
 
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად. იგი ფლობს, მართავს და განკარგავს ქვეყნის ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს. საქართველოს ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია, მის ხელთ არსებული მარეგულირებელი და მონეტარული ინსტრუმენტებით უზრუნველყოს მასზე კანონმდებლობით დაკისრებული ძირითადი ფუნქციებისა და მიზნების შესრულება.
 
საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობისათვის, სექტორის მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვის მიზნით ეროვნული ბანკი ზედამხედველობას უწევს საფინანსო სექტორს. საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის“ მეშვეობით ეროვნული ბანკი ატარებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ღონისძიებებს. ამასთანავე, საქართველოს ეროვნული ბანკი არის მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი.
 
საქართველოს ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია, საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლო­გიების შესაბამისად აწარმოოს და გაავრცელოს ქვეყნის საფინანსო და საგარეო სექტორის სტატისტიკა, აგრეთვე, უზრუნველყოს ქვეყანაში საგადახდო სისტემების ეფექტიანი და გამართული ფუნქციო­ნირება. საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ექსკლუზიური უფლება, განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის ნიშნების, როგორც გადახდის კანონიერი საშუალების, ემისია, ასევე, მიმოქცევისათვის ან ნუმიზმატიკური მიზნებისათვის სამახსოვრო მონეტების მოჭრა.
 
საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საბანკო მომსახურება გაუწიოს სხვა ქვეყნების მთავრობებს, ცენტრალურ ბანკებსა და ფულად-საკრედიტო ორგანოებს, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებს. საქართველოს ეროვნული ბანკი მონაწილეობს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში, რომელთა მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის გზით ფულად-საკრედიტო სფეროში ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა.
 
საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საბანკო მომსახურება გაუწიოს სხვა ქვეყნების მთავრობებს, ცენტრალურ ბანკებსა და ფულად-საკრედიტო ორგანოებს, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებს. საქართველოს ეროვნული ბანკი მონაწილეობს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში, რომელთა მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის გზით ფულად-საკრედიტო სფეროში ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა.
 
==ეროვნული ბანკის საბჭო==
Line 43 ⟶ 42:
 
== რესურსები ინტერნეტში ==
*[http://www.nbg.gov.ge საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებგვერდისაიტი]
 
[[კატეგორია:ცენტრალური ბანკები]]