ქრისტიანობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
188.129.219.97-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Addbot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
clean up, replaced: ოფიციალური ვებგვერდი → ოფიციალური საიტი using AWB
ხაზი 3:
== ქრისტიანობის წარმოშობა ==
ქრისტიანობა წარმოიშვა [[იუდაიზმი]]ს წიაღში ახ.წ. 1-ელ საუკუნეში [[რომის იმპერია|რომის იმპერიის]] აღმოსავლეთ ნაწილში - [[პალესტინა]]ში. ახალი მოძღვრება [[ბერძნული ენა|ბერძნული]] და [[ლათინური ენა|ლათინური]] ენების წყალობით იოლად ვრცელდებოდა უზარმაზარ რომის იმპერიაში. გადმოცემის თანახმად, [[თომა]] ქადაგებდა [[ინდოეთი|ინდოეთში]] და [[ირანი|სპარსეთში]], [[ანდრია]] – [[კავკასია]]სა და [[ბალკანეთი|ბალკანეთში]], [[მარკოზი]] – [[ეგვიპტე]]ში. ქრისტიანული გადმოცემის თანახმად პირველ ქრისტიანეთა ხვედრი მძიმე იყო, მათ დევნიდნენ, დასცინოდნენ, სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდნენ. პეტრე და პავლე 64 წელს აწამეს რომში, მოციქულთაგან უკანასკნელი გარდაიცვალა იოანე. მოციქულები შეცვალეს ეკლესიის მამებმა. ქრისტიანული გადმოცემების თანახმად მათაც დევნიდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ. ქრისტიანობას მალე გამოუჩნდნენ დამცველები თვით რომის იმპერიაში. იმპერატორმა კონსტანტინემ ცნობილი „სასწაულის“ შემდეგ იწამა და ნება დართო ღვთისმსახურებისა. ასე თანდათან იკვალავდა გზას ახალი ჰუმანური მოძღვრება.
[[ფაილი:Christianity_percentage_by_countryChristianity percentage by country.png|thumb|350px|ქრისტიანობის გავრცელება.]]
== ქრისტიანული ეკლესია შუა საუკუნეებში ==
=== ეკლესიის მოწყობა და იერარქია ===
IV საუკუნეში სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებულმა ქრისტიანულმა ეკლესიამ თავისი მოწყობა რომის იმპერიის ადმინისტრაციულ დაყოფას შეუსაბამა. [[რომის იმპერია]] იყოფოდა დაახლოებით 100 პროვინციად, ყოველი პროვინცია - რამდენიმე საქალაქო ოლქად. ქრისტიანულმა ეკლესიამ ამ ოლქებში სამრევლოები მოაწყო, რომლებსაც მღვდლები უძღვებოდნენ. ისინი ექვემდებარებოდნენ სამოქალაქო ოლქის [[ეპისკოპოსი|'''ეპისკოპოსს''']], ხოლო საქალაქო ოლქების ეპისკოპოსები - პროვინციის '''არქიეპისკოპოსს''' (მთავარ ეპისკოპოსს). არქიეპისკოპოსებზე უფრო მაღლა იდგნენ '''პატრიარქები'''. საპატრიარქო იყო ხუთი: '''რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის'''. მიჩნეული იყო, რომ საპატრიარქოები იესო ქრისტეს მოციქულებმა დააარსეს. ქრისტიანული ეკლესიის ერთიანობას განასახიარებდნენ მსოფლიო საეკლესიო კრებები.
 
IV საუკუნის ბოლოს, რომის იმპერიის ორად გაყოფის შედეგად, დასავლეთ რომის იმპერიაში მოექცა რომის საპატრიარქო, ხოლო დანარჩენი ოთხი კი აღმოსავლეთ რომის იმპერიაში.
ხაზი 44:
* 10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.
 
[[იესო ქრისტე|ქრისტეს]] [[იესო ქრისტეს ქადაგება მთაზე|მთაზე ქადაგება]] [[ქრისტიანობა|იესოს მოძღვრების]] ბირთვს წარმოადგენს. [[მამა ღმერთი]]ს [[ათი მცნება|ათ მცნებასთან]] ერთად ქრისტეს სწავლება [[ქრისტიანი|ქრისტიანთათვის]] წმინდათა-წმინდაა. [[სულიწმინდა|სულიწმინდის]] შთაგონებით მას სრულყოფილად [[მათე მოციქული]] გადმოგვცემს [[ახალი აღთქმა|წმინდა წერილში]]: [http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/mate-5.htm მათე 5,1-48], [http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/mate-6.htm მათე 6,1-34], [http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/mate-7.htm მათე 7,1-29].
 
== ქრისტიანობა საქართველოში ==
ხაზი 81:
 
=== კათოლიკური ეკლესია ===
* [http://www.vatican.va/ ვატიკანი] - ''ვატიკანის'' ოფიციალური ვებგვერდისაიტი.
=== სომხური სამოციქულო ეკლესია ===
* [http://www.armenianchurch.org/ სომხეთის საპატრიარქო ეჩმიაძინში]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქრისტიანობა“-დან