ალექსანდრე V: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 31:
ალექსანდრე V [[რუსეთი|რუსეთთან]] დაახლოების მომხრე იყო. მის პირველ ცდას [[1720]]-[[1730]] ამ მხრივ შედეგი არ მოჰყოლია. მხოლოდ რუსეთ-ოსმალეთის [[1735]]-[[1739]] ომის დროს, რუსების მიერ აზოვის აღების შემდეგ ([[1736]] წლის [[16 ივნისი]]), გაუჩნდათ ალექსანდრე V-სა და მის მომხრეებს დახმარების იმედი. [[1738]] ალექსანდრე V-მ რუსეთში ელჩად გაგზავნა ქუთათელი მიტროპოლიტი ტიმოთე გაბაშვილი. ელჩმა იმპერატორს დასავლეთ საქართველოს რუკა წარუდგინა, ქვეყნის ოსმალებისაგან განთავისუფლების გეგმა გააცნო და მფარველობა სთხოვა. ამ გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა რუსეთ-ოსმალეთის [[ბელგრადის საზავო ხელშეკრულება]]მ ([[1739]]). სამეფოში კვლავ ატყდა შინაფეოდალური ომი. [[1741]] წელს ალექსანდრე V-ის მოწინააღმდეგე ფეოდალებმა მისი ძმა გიორგი გაამეფეს. მაგრამ ალექსანდრე V-მ იმავე წელს დაიბრუნა ტახტი. [[1743]] წელს მან ზავი დადო დადიანთან და სამეფოში მცირე ხნით მშვიდობა ჩამოვარდა. [[1746]] წელს ალექსანდრე V ტახტიდან გადააყენა მისმა ძმამ - მამუკამ. [[1747]] ოსმალეთის დახმარებით ალექსანდრე V-მ ისევ დაიბრუნა მეფობა, მაგრამ სამეფოში საერთო არეულობა სუფევდა.
 
ალექსანდრე V-მ ააგო ჩხარის წმ. გიროგისგიორგის მონასტერი ([[1737]]) და ვარციხის სამეფო სასახლე.
==წყარო==
*''დადიანი ნ.,'' ქართველთ ცხოვრება, შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1962;
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსანდრე_V“-დან