თასმისებური ჭიები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 17:
| ncbi =
}}
'''თასმისებური ჭიები''', ''ლენტისებური ჭიები'' (Cestoidea) — [[უხერხემლოები|უხერხემლო]] ცხოველთა კლასი [[ბრტყელი ჭიები]]ს ტიპისა. სქესმწიფე თასმისებური ჭიები [[ხერხემლიანები|ხერხემლიან]] [[ცხოველები|ცხოველთა]] და [[ადამიანი|ადამიანთა]] [[პარაზიტი|პარაზიტებია]]. ცნობილია თასმისებური ჭიების 3000-მდე სახეობა. სხეული ბრტყელი აქვთ, რამდენიმე მმ-იდან 20 მ-მდე სიგრძისა. შედგება 2-იდან რამდენიმე ათასამდე ნაწევრისაგან (პროგლოტიდისაგან). სხეულის წინა ბოლოზე აქვთ [[თავი]],თავზე - კაუჭებით გარშემოვლებული მისაწოვრები და 1 ან 4 [[ხორთუმი]]. საჭმლის მომნელებელი, [[სისხლი]]ს მიმოქცევისა და სუნთქვის ორგანოები არა აქვთ. თასმისებური ჭიები ჰერმაფროდიტებია — თითოეულ ნაწევარში განვითარებულია როგორც სათესლეები, ისე საკვერცხეები, სადაც უამრავი [[კვერცხი]]ა. მრავლდებიან თვითგანაყოფიერების ან ჯვარედინი განაყოფიერების გზით. განვითარების ციკლი მეტად რთულია და მიმდინარეობს ერთი ან ორი შუამავალი მასპინძლის მონაწილეობით. დეფანიტური მასპინძლის სხეულში თასმისებური ჭიები სქესობრივ სიმწეფეს აღწევს. განაყოფიერებული კვერცხები დეფინიტური მასპინძლის ექსკრემენტთან ერთად გარეთ გამოიყოფა. კვერცხში ვითარდება ლარვა-ონკოსფერა, რომელსაც 3 წყვილი [[კაუჭი]] აქვს და იგი შემდეგ 1 ან 2 შუამავალი მასპინძლის ორგანიზმში განაგრძობს განვითარებას. [[ონკოსფერა]] კვერცხიდან გამოდის და აღწევს მასპინძლის სხეულის ღრუს ან რომელიმე ორგანოს, სადაც გარდაიქმნება ცისტიცერკად, ფანად, ცენურად, ექინოკოკად ან სხვა ტიპის მეორე ლარვად. ესენი უსქესოდ მრავლდებიან, ივითარებენ სკოლექსს (ზოგ შემთხვევაში მრავალს) და შუამავალ მასპინძელთან ერთად ძირითად (დეფინიტურ) მასპინძელში ხვდებიან. აქ ისინი ემაგრებიან ნაწლავის კედელს და სქესმწიფე ჭიებად გარდაიქმნებიან. თასმისებური ჭიები ადამიანს აავადებენ [[ჰიმენოლეპიდოზი]]თ, [[ტენიიდოზი]]თ, [[ექინოკოკოზი]]თ, [[დიფილობოთრიოზი]]თ.
 
==ლიტერატურა==