ვასილ ბალანჩივაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ვებგვერდი → საიტი using AWB
ხაზი 17:
| მშობლები =
| საცხოვრებელი ადგილი=
| საიტი=
| ვებგვერდი=
| გამორჩეული როლები =
}}
'''ვასილ ანტონის ძე ბალანჩივაძე''' (დ. [[12 აპრილი]]/[[24 აპრილი]], [[1867]], სოფელი [[ბანოჯა]], ახლანდელი [[წყალტუბოს მუნიციპალიტეტი]] — გ. [[18 მაისი]], [[1951]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] მსახიობი. [[საქართველო]]ს სახალხო არტისტი ([[1950]]). [[მელიტონ ბალანჩივაძე|მელიტონ ბალანჩივაძის]] ძმა.
 
== ბიოგრაფია ==
სცენაზე პირველად გამოვიდა [[1887|1887 წელს]] თბილისში [[ვასო აბაშიძე| ვ. აბაშიძის]] ხელმძღვანელობით. [[1887]]-[[1890]] სწავლობდა [[პეტერბურგი | პეტერბურგის]] სამხატვრო აკადემიაში. [[1890]]-[[1891]] წწ. იყო თბილისის ქართული თეატრის, [[1891]]-[[1894]] - ქუთაისის თეატრის მსახიობი ([[1921]]-იდან ხელმძღვანელი), [[1924]]-[[1929]] - თბილისის სანკულტურის თეატრის მთავარი რეჟისორი და მსახიობი, [[1929]]-[[1935]] წწ. - თბილისის ცეკავშირის მოძრავი და პერიფერიის თეატრების მსახიობი. გამოირჩეოდა სცენურობით, გარდასახვის ნიჭით, შესანიშნავი ხმით.
 
უპირატესად ასრულებდა სახასიათო და კომედიურ როლებს: ბობჩინსკი ([[გოგოლი, ნიკოლოზ | ნ. გოგოლის]] „რევიზორი“), ბესო ([[სუმბათაშვილ-იუჟინი, ალექსანდრე | ა. სუმბათაშვილის]] „ღალატი"), ბენ აკიბა ([[გუცკოვი, კარლ | კარლ გუცკოვის]] „ურიელ ა კოსტა"), ოტია ჯოლია ([[გუნია, ვალერიან | ვ. გუნიას]] „და-ძმა"), იაგო ([[შექსპირი, უილიამ | უ. შექსპირის]] „ოტელო"), გელა ([[წერეთელი, აკაკი | ა. წერეთლის]] „პატარა კახი" ); მისი შემოქმედების გვირგვინი იყო ფილიპე ბარბაქაძე და დარისპან ქარსიძე ([[კლდიაშვილი, დავით | დ. კლდიაშვილის]] „ირინეს ბედნიერება" და „დარისპანის გასაჭირი"), [[1935]]-[[1942]] „სახკინმრეწვის" მსახიობი იყო. გადაღებულია ფილმებში: „დაკარგული სამოთხე" (ბაბუა ანტონი), „ქალი გაღმიდან" (ოსმანია), „ქალი მწვანეში" (სარდიონი) და სხვა. ბალანჩივაძე ქართული ესტრადის მსახიობი, ერთდროულად საესტრადო-იუმორისტული სცენების („იმერული სცენები") ავტორიც იყო და შემსრულებელიც. მასვე ეკუთვნის პიესები: „1905", „გლეხი ივლიანე გობეჩია", „აჭარელი ქალი ფატიმა", „მზის სხივები", „დაუდევრობის მსხვერპლი" და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
 
== ლიტერატურა ==
ხაზი 32:
 
{{DEFAULTSORT:ბალანჩივაძე, ვასილ}}
 
[[კატეგორია:ქართველი მსახიობები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1867]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1951]]
[[კატეგორია:წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დაბადებულები]]