ვუპი გოლდბერგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ვებ-გვერდი → საიტი using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Whoopi_Goldberg_at_a_NYC_No_on_Proposition_8_RallyWhoopi Goldberg at a NYC No on Proposition 8 Rally.jpg|thumb|ვუპი გოლდბერგი]]
'''ვუპი გოლდბერგი''' ([[ინგლ.]] Whoopi Goldberg, ნამდვილი სახელი კერინ ჯონსონი; დ. [[13 ნოემბერი]], [[1955]]) — ამერიკელი მსახიობი-კომედიანტი და ტელეწამყვანი. ვუპი იმ ცამეტ ადამიანთა შორისაა, რომელთაც მოგებული აქვთ [[ემი]], [[გრემი (ჯილდო)|გრემი]], [[ოსკარი]] და ტონის ჯილდო, ასევე [[დღის პროგრამებისთვის დაწესებული ემი]]. 1990 წელს ის ჰოტი მაკდენიელის შემდეგ მეორე აფრო-ამერიკული წარმოშობის მსახიობი გახდა, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მიიღო. მას ორი ოქროს გლობუსი და ორი სატურნის ჯილდო აქვს მიღებილი „ვარსკვლავური გზის თაობასა“ და „მოჩვენებაში“ შესრულებული როლებისთვის.
 
ხაზი 10:
== სიყმაწვილე ==
 
60-იანი წლების დამლევს კერინი სახლიდან წავიდა, ჰიპებს შეეკედლა და კომუნაში დაიწყო ცხოვრება, სადაც მარიხუანას მიეძალა, შემდეგ კი უფრო ძლიერ პრეპარატებს. დიდხანს არსად უმუშავია, უმუშევართა სოცდახმარებით გაჰქონდა თავი.
 
ნარკოტიკებისთვის თავის დაბებება არაერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ. ნარკოდამოკიდებულებისგან გათავისუფლება მხოლოდ 70-იანი წლების დამდეგს რეჟისორ [[ელვინ მარტინი|ელვინ მარტინთან]] შეხვედრის შემდეგ მოახერხა, რომელიც ანტინარკოტიკულ კამპანიის წარმომადგენელი იყო. ელვინმა ვუპი ცხოვრების წესის შეცვლის აუცილებლობაში დაარწმუნა და ნარკოტიკებისთვისაც თავი დაანებებინა. ელვინი და კერინი მალე დაქორწინდნენ, ერთი წლის თავზე მათ ქალიშვილი ალექსანდრა შეეძინათ.
 
კერინს (ვუპის) ღამის გუშაგად, აგურების დამწყობად და მიცვალებულთა გრიმიორადაც კი მოუწია მუშაობა, სანამ საბოლოოდ, 1974 წელს ერთ-ერთი თეატრალური სააგენტოს მეშვეობით ქალაქ [[სან-დიეგო]]ს ახალგახსნილ თეატრში მსახიობის ვაკანსის არ მიაგნო. ელვინმა ნიუ-იორკის დატოვებაზე უარი განუცხადა ცოლს, ვუპის კი გული თეატრისკენ მიუწევდა; მათ განქორწინება მოუხდათ. კერინი ქალიშვილთან ერთად დასავლეთ სანაპიროზე გადაბარგდა.
 
== თეატრი ==
 
თეატრალური კარიერა კერინმა უკვე ვუპი გოლდბერგის ფსევდონიმით დაიწყო. [[სან-დიეგო]]შო ვუპიმ საქალაქო თეატრის „რეფერთერი სიეთას“ შექმნაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი [[სან-ფრანცისკო]]ს „ბლეკ სტრიტ სიეთაში“ გადავიდა. ვუპი რამდენიმე სამოყვარულო ჯგუფში თამაშობდა.
 
ერთ-ერთი მისი მთავარი და მნიშვნელოვანი როლი პიესა „დედილო კურაჟში“ შედგა. სწორედ მაშინ ვუპიმ, მთავარი პერსონაჟის განსახიერებასთან ერთად, ავადგამხდარი მსახიობის როლის შესრულებაც იკისრა და თავი წარმატებით გაართვა. ვუპი ღატაკიდან მილიონერ ქალამდე როლებს ასრულებდა. იმ ხანად ვუპის აზრად მოუვიდა ერთი მსახიობის თეატრი დაეარსებინა და მარტოს შეესრულებინა ხუთი-ექვსი როლი.
 
ვუპის [[აშშ|ამერიკისა]] და [[კანადა|კანადის]] გარდა, [[ევროპა|ევროპის]] თეატრებშიც უკრავდნენ ტაშს. მას ცნობილ როკ-მიუზიკლში „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“ ერთ-ერთი როლი აქვს განსახიერებული.
 
უკანასკენლ წლებში მას კინომ იმდენი დრო წაართვა, რომ თეატრში მოღვაწეობისთვის პრაქტიკულად აღარ სცალია. თუმცა, მაინც თვალშისაცემია მისი ნამუშევარი სპექტაკლში „სასიყვარული წერილები“ ტიმოთი დალტონთან ერთად.
 
== კინო ==
 
1985 წელს ვუპიმ შეიტყო, რომ [[ელის უოკერი]]ს ეპიკური რომანის „ლილისფერის“ გადაღება იგეგმებოდა, რომელიც აფროამერიკულ [[ქარწაღებულნი|ქარწაღებულებად]] მიიჩნევა, ავტორს წერილი გაუგზავნა, სადაც სთხოვა რაიმე როლი მიეცათ მისთვის. ელის უოკერმა, რომელიც ვუპის თეატრალურ ნამუშევრებს უკვე იცნობდა, რეჟისორ [[სტივენ სპილბერგი|სტივენ სპილბერგს]] სთხოვა ვუპისთვის როლი მიეცათ; რეჟისორის გადაწყვეტილებით, გოლდბერგს მთავარი როლი, ამერიკელი შავკანიანი ქალის სესილი ჯონსონის პერსონაჟის განსახიერება ერგო. ვუპის თვალშისაცემი შესრულების მანერა უყურადღებოდ არ დარჩენილა და [[ოქროს გლობუსი]]თა და [[ოსკარი|ოსკარზე]] წარდგენით აღინიშნა.
 
ვუპიმ კინოკარიერა ღრმადდრამატული როლით დაიწყო, მაგრამ კომედიური, კრიმინალურ-კომედიური და გასართობი ხასიათის პერსონაჟების თამაშით გააგრძელა; მას არც სერიალებსა და ფანტასტიკურ ფილმებში უთაკილია მონაწილეობა. მისი ფილმოგრაფიიდან ყველაზე ცნობილ ფილმებად მიიჩნევა : „ქურდი ქალი“, „საბედისწერო ლამაზმანი“, „იმოქმედე დაო!“. „მოჩვენება“ და „კამელოტის რაინდი“.
 
ვუპის ოდნავ ექსცენტრული, მომხიბლავი და დამოუკიდებელი ქალის იმიჯი აქვს ფილმებში, რომელსაც არანაირი პირობითობა ჩირად არ უღირს და უბრალო, ყოველდღიური ქალის სახეს ამჯობინებს. აღსანიშნავია მისი დრამატული ხასიათის კინოროლებიც ფილმებში: „მისისიპის მოჩვენებები“, „გრძელი გზა შინისაკენ“ და სხვ.
 
1991 წელს ვუპი გოლდბერგი იღებს ოსკარს კინორეჟისორ [[გარი ცუკერი]]ს ფილმ „მოჩვენებაში“ განსახიერებული მკითხავ '''ოდა მეი ბრაუნის''' მეორეხარისხოვანი როლისთვის.
 
გოლდებრგის ხმას ბევრ ამერიკულ მულტფილმშიც მოვისმენთ განსაკუთრებით კომიკური პოერსონაჟებისგან.
ხაზი 50:
|'''[[1985 წელი კინოში|1985]]'''||[[ლილისფერი (ფილმი)|ლილისფერი]]||The Color Purple ||''სელია''
|-
|'''[[1986 წელი კინოში|1986]]'''||[[დეტექტივთა სააგენტო «მთვარის შუქი» (ტელესერიალი)|დეტექტივთა სააგენტო «მთვარის შუქი»]]||"Moonlighting" (TV episode)||''ქამილა ბრენდი''
|-
|'''[[1986 წელი კინოში|1986]]'''||[[მხტუნია ჯექი (ფილმი)|მხტუნია ჯექი]]||Jumpin' Jack Flash||''თერი დულითლი''
ხაზი 263:
== რესურსები ინტერნეტში ==
{{Commonscat|Whoopi Goldberg}}
* [http://www.whoopi.com/ '''ოფიციალური ვებ-გვერდისაიტი''']
* {{ibdb|42457}}
* {{imdb სახელი|00155}}
ხაზი 269:
 
{{DEFAULTSORT:გოლდბერგი, ვუპი}}
 
[[კატეგორია:ამერიკელი მსახიობები]]
[[კატეგორია:ოსკარის მფლობელი კინომსახიობები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვუპი_გოლდბერგი“-დან