ჯასტინ ბიბერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ვებ გვერდი → საიტი, დასარტყამი ინსტრუმენტები → დასარტყმელი საკრავები using AWB
ხაზი 19:
|ასოციაციები = [[აშერი]]
|მეუღლე=
|ვებ გვერდისაიტი = [http://www.justinbiebermusic.com/ justinbiebermusic.com]
|წევრები =
|ყოფილი წევრები =
ხაზი 25:
}}
 
'''ჯასტინ დრიუ ბიბერი''' ({{lang-en|Justin Drew Bieber}}, IPA: [ˈbiːbər]; დ. [[1 მარტი]], [[1994]], [[ლონდონი (ონტარიო)|ლონდონი]], [[ონტარიო]], [[კანადა]]) — კანადელი პოპ/რ’ნ’ბ მომღერალი. მისი კარიერა დაიწყო [[Youtube]]–ით, სადაც [[2007]] წლიდან დაიწყო საკუთარი ვიდეოების გამოქვეყნება. ის მოგვიანებით აღმოაჩინა სკუტერ ბრაუნმა, რომელმაც რჩევა ჰკითხა აშერს, სანამ ბიბერმა ხელი მოაწერა „[[Island Records]]“-თან. საგულისხმოა, რომ ბიბერმა თავისით ისწავლა დაკვრა პიანინოზე, დოლზე, გიტარაზე და საყვირზე.
 
== ბიოგრაფია ==
 
ჯასტინ ბიბერი 1994 წლის 1 მარტს სტრეტფორდში, კანადის პროვინცია [[ონტარიო]]ში დაიბადა. მუსიკალური მონაცემები ჯასტინს მშობლებისგან გამოჰყვა: მამა, ჯერემი ბიბერი, გიტარაზე დაკვრით იყო გატაცებული, ხოლო დედა, პეტი მალეტე, რომელსაც ამას წინათ ჟურნალმა „[[პლეიბოი (ჟურნალი)|ფლეიბოიმ]]“ შიშველი ფოტოსესიის მოწყობისთვის საკმაოდ საინტერესო ჰონორარი შესთავაზა, ერთ დროს იმედისმომცემ ვოკალისტად ითვლებოდა. რთული დასაჯერებელია, რომ სიმღერით ჯასტინი სულ რამდენიმე წელია რაც დაინტერესდა, მით უმეტეს, რომ 2 წლის ასაკიდან იგი ინტერესს ავლენდა სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტის, განსაკუთრებით კი – დასარტყამიდასარტყმელი ინსტრუმენტებისსაკრავების მიმართ. ბავშვობაში იგი მუსიკის გაკვეთილებზეც დადიოდა და ამჟამად მას პროფესიონალურ დონეზე შეუძლია დაკვრა დასარტყამ, სიმებიან და კლავიშებიან ინსტრუმენტებზე. 12 წლის ასაკში ჯასტინმა მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ ვოკალურ კონკურსში „სტრეტფორდ აიდოლი“ და, მიუხედავად იმისა, რომ მისი კონკურენტები კონკურსამდე სერიოზულად იყვნენ დაკავებულნი მუსიკით, ხოლო ჯასტინი მხოლოდ დედის მეთვალყურეობის ქვეშ, სახლში მღეროდა, მან მეორე ადგილის დაკავება მოახერხა. იმავე პერიოდში ახალი გახსნილი იყო მუსიკალური პორტალი „''[[Youtube]]''“, სადაც სხვადასხვა კატეგორიის ვიდეოფაილების განთავსება იყო შესაძლებელი. სწორედ ამ საიტზე განათავსა ჯასტინის დედამ სახლში გადაღებული რამდენიმე სამოყვარულო მუსიკალური რგოლი. ამ რგოლებს ძალიან მალე გაუჩნდა თაყვანისმცემელთა მთელი არმია, რომლებიც ჯერ კიდევ 2007 წელს ამტკიცებდნენ, რომ ჯასტინ ბიბერი მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდებოდა.
 
== კარიერა ==
 
სწორედ „''[[Youtube]]''-დან“ დაინტერესდა მენეჯერი სკუტერ ბრაუნი ჯასტინით და ინტერნეტის საშუალებით ბიბერების ოჯახს დაუკავშირდა და თანამშრომლობა შესთავაზა. იმავე წელს ჯასტინი ბრაუნთან ერთად ატლანტაში გაემგზავრა, სადაც ცნობილი რეპერი და პროდიუსერი [[აშერი]] გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ ჯასტინი აშერთან შეხვედრის დროს 13 წლის იყო, ვარსკვლავმა ირწმუნა მისი ნიჭი და აღფრთოვანებული დარჩა მისი ვოკალური შესაძლებლობებით. აშერთან ერთად ჯასტინი „''[[Island Records]]''-ში“ მივიდა, სადაც მას მოუსმინეს და 2008 წელს პირველი ოფიციალური კონტრაქტი გაუფორმეს. საინტერესოა, რომ კონტრაქტის მიხედვით, ჯასტინს თვითონ უნდა გადაეწყვიტა, ვისთან სურდა თანამშრომლობა, – [[აშერი|აშერთან]] თუ [[ჯასტინ ტიმბერლეიკი|ჯასტინ ტიმბერლეიკთან]]. საბოლოოდ ჯასტინმა აშერთან თანამშრომლობა არჩია და როგორც მუსიკალური ექსპერტები წერენ, მან სწორი არჩევანი გააკეთა. იმავე წელს ჯასტინ ბიბერი [[აშშ]]–ის ყველაზე იმედისმომცემ პოპ-შემსრულებლად დაასახელეს, ხოლო მსოფლიოში მას „''Teen Singing Sensation''“-ს ანუ „თინეიჯერ მომღერალ სენსაციას“ უწოდებდნენ.
 
2009 წელს ჯასტინ ბიბერმა პირველი სინგლი – „''One Time''“ გამოუშვა, რაც უმალვე გახდა მსოფლიო დონის ჰიტი. მისი არანორმალური ფანი-გოგონები ჩხუბობდნენ კიდეც მუსიკალურ მაღაზიებში, რათა დაესწროთ ერთმანეთისთვის სინგლის შეძენა, რომელიც გამოსვლისთანავე დეფიციტური გახდა. გამოსვლიდან ორ კვირაში სინგლმა მე-12 ადგილი დაიკავა „კანადის ცხელ პოპ-ასეულში“, ხოლო პირველი ალბომი, სახელწოდებით „''[[My World (EP)|My World]]''“, ჯასტინ ბიბერმა 2009 წლის შემოდგომაზე გამოუშვა. ალბომმა მალე მოიპოვა პოპულარობა თინეიჯერებს შორის, ხოლო კლიპებმა სიმღერებზე „''One Time''“ და „''One Less Lonelygirl“'', „ემტივის“ ჰიტ-აღლუმები დაიპყრეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯასტინ_ბიბერი“-დან