ბეჭდების მბრძანებელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ვებ-გვერდი → საიტი using AWB
ხაზი 20:
| წინა = [[ჰობიტი (რომანი)|ჰობიტი]]
| შემდეგი =
| საიტი =
| ვებ-გვერდი =
}}
'''ბეჭდების მბრძანებელი''' ({{lang-en|The Lord of the Rings}}) — [[ეპიკური ფენტეზი]]ს ჟანრის რომანი, რომლის ავტორია [[დიდი ბრიტანეთი|ბრიტანელი]], [[ოქსფორდის უნივერსიტეტი]]ს პროფესორი და მწერალი [[ჯონ ტოლკინი|ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი]].
 
ნაწარმოების შექმნის პირველ ეტაპზე ავტორს ჩაფიქრებული ჰქონდა ადრე გამოცემული რომანის „[[ჰობიტი (რომანი)|ჰობიტი]]“ გაგრძელება, თუმცა მოგვიანებით ის უფრო მასშტაბურ ნაშრომში გადაიზარდა. მისი დიდი ნაწილი დაიწერა [[1937]]—[[1949]] წლებში და მისი შექმნა [[მეორე მსოფლიო ომი]]ს პერიოდს დაემთხვა <ref name="WW">{{cite web|url=http://www.nationalgeographic.com/ngbeyond/rings/influences.html|title=World War I and World War II|work = [[National Geographic Magazine|National Geographic]] |accessdate=16 June 2006}}</ref>. თავდაპირველად, რომანი გამოსცეს სამ წიგნად — [[1954]] და [[1955]] წლებში, <ref name="tale" /><ref>{{cite web|url=http://www.bbc.co.uk/dna/h2g2/A672022|title=The Life and Works for JRR Tolkien|publisher=BBC|date=7 February 2002|accessdate=4 December 2010}}</ref> ავტორის სურვილის საწინააღმდეგოდ — მას სურდა მის ერთ ტომად გამოცემა. <ref name="tale">{{cite web|first=Pat |last=Reynolds |url=http://www.tolkiensociety.org/tolkien/tale.html |title=The Lord of the Rings: The Tale of a Text |publisher=The Tolkien Society |accessdate=5 February 2011}}</ref><ref>{{ME-ref|Letters|#126.}}</ref> მას შემდეგ, წიგნი მრავალ ენაზე ითარგმნა და სხვადასხვა გამოცემის სახით გამოვიდა. დღემდე გაყიდულია მისი 150 მილიონზე მეტი ასლი.<ref name="thestar">{{cite web|first=Vit|last=Wagner|url=http://www.thestar.com/entertainment/article/203389|title=Tolkien proves he's still the king|work = [[Toronto Star]] |date=16 April 2007|accessdate=8 March 2011}}</ref>
 
''ბეჭდების მბრძანებელი'' დაფუძნებულია გამოგონილ პერსონაჟებსა და სამყაროზე, რომელსაც [[შუამიწეთი]] (არდად წოდებული სამყაროს ნაწილი, რომელიც უფრო მეტად ევროპის ანალოგია) ეწოდება. ნაწარმოების მთავარი გმირები არიან [[ჰობიტები]], [[ელფები]], ადამიანები, [[ჯუჯები]], [[ჯადოსანი (შუამიწეთი)|ჯადოსნები]] (ისტარები) და [[ორკები]]. ყველა მოვლენა დაკავშირებულია ძალაუფლების ბეჭედთან, რომელიც შექმნა ბნელმა მბრძანებელმა საურონმა. ისტორია მშვიდად იღებს სათავეს მაზრაში, ჰობიტების მშობლიურ მხარეში და მიმდინარეობს მანამ, სანამ არ იწყება გადამწყვეტი მოვლენები, რომელთაც [[ბეჭდის ომი]] ეწოდა. წიგნის დასასრულს, დამატებულია სხვა მასალები, სადაც შუამიწეთი დაწვრილებით განიხილება ისტორიული და ლინგვისტური კუთხით.
ხაზი 46:
[[ფაილი:Middle-earth.jpg|მინი|შუამიწეთის დასავლეთი ნაწილი მესამე ეპოქის პერიოდში.]]
 
წიგნის თითოეული ნაწილი არის გაყოფილი ორ წიგნად. საერთოდ ჯამში, ეს არის ექვსი წიგნი.
 
=== ბეჭდის საძმო ===
ხაზი 58:
პირველი წიგნის მეორე კარში განკურნებული ფროდო [[რივენდელი|რივენდელში]], ელფების სამფლობელოში, ხვდება გენდალფს, ბილბოს, გაიცნობს ნახევრად-ელფ [[ელრონდი|ელრონდს]] და მის ასულ [[არვენი|არვენს]] (რომელიც არაგორნს უყვარს). მოგვიანებით, განგებ მოწვეულ საბჭოზე, სადაც ჯუჯები და ადამიანებიც მოვლენ, დადგინდება, რომ ბეჭედი უნდა განადგურდეს [[ოროდრუინი|ოროდრუინში]]. ფროდო თავად გადაწყვიტავს ამისთვის მორდორში წასვლას და მას გვერდში ამოუდგებიან მეგობარი ჰობიტები, გენდალფი, ელფი [[ლეგოლასი]], [[გონდორი|გონდორის]] მოურავის ძე [[ბორომირი]], არაგორნი და ჯუჯა [[გიმლი]]. ასე იქმნება ბეჭდის საძმო.
 
საძმო გადალახავს მრავალ მთას და მიადგება [[მორია|მორიას]], რომელიც, მათი აზრით, მხოლოდ გზის შესამოკლებელი საშუალებაა. სწორედ იქ ისინი პირველად დაინახავენ სიბნელეში დამალულ გოლუმს. იგი დაკარგულ ბეჭედს დაეძებს და მას უწოდებს „ჩემი საუნჯე“. როდესაც საძმო თითქმის ტოვებს მორიას და გასასვლელისკენ მიდის, მათ თავს ატყდება [[ორკები]]ს დიდი ჯარი, ხოლო გენდალფი [[ქჰაზად-დუმი]]ს ხიდზე შეერკინება [[ბალროგი|დურინის წყევლას]]. ორივე ეცემა ქვესკნელში, ხოლო დამწუხრებული საძმო განაგრძობს გზას. ისინი [[ლოთლორიენი|ლოთლორიენში]] აღმოჩნდებიან, სადაც გაიცნობენ [[გალადრიელი|გალადრიელს]].
 
ამის შემდეგ საძმო მიჰყვება ანდუინის მდინარის დინებას. ნაპირზე ამოსულები, ისინი ტყეში მიემართებიან, ამასობაში კი ბორომირი, რომელსაც იმედი აქვს, რომ ბეჭედი მის სახელმწიფოს დიდებას მოუტანს, ცდილობს იგი ფროდოს გამოსძალოს.
ხაზი 66:
{{მთავარი|ორი ციხე-კოშკი}}
 
მეორე ნაწილი, „[[ორი ციხე-კოშკი]]“ აგებულია პარალელურად მიმდინარე მოვლენებზე.
 
საძმოს თავს ესხმიან [[სარუმანი]]ს ორკები, რომლებიც კლავენ ბორომირს. სემმა და ფროდომ ამაზე არ იციან, რადგანაც ამ დროს ისინი უკვე საკუთარი ნავით მოგზაურობენ ანდუინზე. ორკები შეიპყრობენ მერიადოკსა და პერეგრინს, რადგანაც მათ ნაბრძანები აქვთ, თითქოს მორდორში უნდა მიიყვანონ ნახევარკაცები. წიგნში ხაზი ესმევა იმ ფაქტს, რომ არაგორნი, ისევე, როგორც ბორომირი, სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრეა, რომელიც მანამდე იმალებოდა.
 
დაშლილი საძმოს წევრები სხვადასხვა ხერხით ებრძვიან სარუმანს, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის შუამიწეთს, ააჯანყებს რა მშვიდობიან ხალხებს ერთმანეთის წინააღმდეგ. პირველი კარის დასაწყისში არაგორნი, ლეგოლასი და გიმლი მისდევენ ორკებს, რომლებმაც მერიადოკი (მერი) და პერეგრინი (პიპინი) გაიტაცეს. ტყეში ისინი შეხვდებიან გენდალფს, რომელიც ბალროგთან ბრძოლისას გადარჩა და გარდაიქმნა „გენდალფ თეთრად“ (მანამდე მას ყველა გენდალფ რუხს უწოდებდა). გენდალფი კვლავ მოავლინეს შუამიწეთში, რადგან მისი მიზნები ჯერ ბოლომდე შესრულებული არ იყო. ამის შემდეგ ოთხივე მიემგზავრება [[როჰანი|როჰანში]]. ისინი სარუმანის გავლენისგან ათავისუფლებენ მეფე თეოდენს და მის ლაქია, გრიმა ენაგესლს აძევებენ (რომელიც თავს სარუმანს შეაფარებს). ისინი აგრეთვე დაარწმუნებენ მეფე [[თეოდენი|თეოდენს]], რომ აუცილებელია სარუმანისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ამასობაში მერი და პიპინი გაიცნობენ ტყის არსებას, ენტს. [[ენტები]] და [[ჰუორნები]] ალყაში მოაქცევენ [[იზენგარდი|იზენგარდს]], სარუმანის სამფლობელოს და გაანადგურებენ მას. სარუმანი იმალება იზენგარდში, გრიმა ენაგესლთან ერთად. ჰელმის ხრამში სარუმანის ორკებთან ბრძოლის შემდეგ გმირები მიემართებიან იზენგარდთან, სადაც გენდალფი, სარუმანთან საბოლოო კამათის შემდეგ, ჯადოსანს წაართმევს წოდებას და გამოკეტავს კოშკში.
 
მეორე ნაწილის მეორე წიგნი აღწერს ფროდოსა და სემის თავგადასავალს. ისინი ხვდებიან [[გოლუმი|გოლუმს]], ათვინიერებენ მას და აიძულებენ, თავად გაუძღვეს [[მორდორი]]სკენ მიმავალ გზაზე. წიგნის ბოლოს, გოლუმი სემს იცილებს გზიდან, აუბნევს რა გზას ორ მეგობარს. იგი ფროდოს ხაფანგში შეიყვანს. ფროდოს თავს ესხმის გიგანტური ობობა [[შილობი]]. გოლუმს იმედი აქვს, რომ იგი შესძლებს ფროდოს ბეჭდის მითვისებას, მაგრამ ამასობაში ჩნდება სემი, რომელიც ობობას ებრძვის, დაჭრის მას და გააგდებს. ფროდო მოწამლულია ობობის შხამით. სემი მის ბეჭედს იღებს და იმალება. იქვე ჩნდებიან ორკები, რომლებსაც ფროდო მორდორში მიჰყავთ. აღმოჩნდება, რომ ფროდო ჯერ ცოცხალია და სემი ორკებს მიჰყვება.
 
=== მეფის დაბრუნება ===
ხაზი 80:
მესამე ნაწილის პირველი წიგნი, „[[მეფის დაბრუნება]]“ აღწერს უკანასკნელი დიდი ბრძოლების ამბავს. გენდალფი, არაგორნი და სხვები იბრძვიან პელენორის მინდვრებზე და მორდორთან. მათ იციან, რომ ფროდო მორდორშია და იმედი აქვთ, რომ იგი გაანადგურებს ბეჭედს.
 
წიგნის მეორე ნაწილში, სემი ფროდოს მიაგნებს [[კირით უნგოლი]]ს კოშკში. ისინი მიაგნებენ ოროდრუინს, მაგრამ უკანასკნელ წამს ბეჭდის ძალა იმორჩილებს ფროდოს და იგი განაცხადებს, რომ არ გაანადგურებს მას. ამასობაში ჩნდება გოლუმი, რომელიც ფროდოსთან მივარდება და ბეჭდიან თითს მოაჭამს. გახარებული გოლუმი წონასწორობას კარგავს და ცეცხლოვან ქვესკნელში ეცემა. ბეჭედი განადგურებულია.
 
საურონი სამუდამოდ ქრება შუამიწეთიდან. მორდორი ინგრევა. ფროდო და სემი გადარჩენილები არიან არწივების მიერ. საურონის მოკავშირე შუამიწეთის ხალხი პატიების შემდეგ შინ ბრუნდება. არაგორნი ხდება გონდორისა და არნორის მეფე და ქორწინდება არვენზე, ელრონდის ასულზე.
 
ამ პერიოდში სარუმანი, რომელიც ენტებმა გამოუშვეს, შაირში სახლდება და ჰობიტებს აჯანყებს. შინ დაბრუნებული ჰობიტები გაოგნებულები არიან დამყარებული დესპოტური რეჟიმით. მათი მეთაურობით დიდი აჯანყება იწყება. სარუმანი და გრიმა ენაგესლი მოკლულები არიან და შაირში კვლავ მშვიდობა ისადგურებს. წლების შემდეგ ბილბოსთან ერთად ფროდო, რომელსაც აწუხებს ძველი ჭრილობა სამუდამოდ ტოვებს შაირს და მიემგზავრება უკვდავ მიწებში.
ხაზი 88:
წიგნის დანართების სახით წარმოდგენილია: [[არდის ქრონოლოგია]], ინფორმაცია შუამიწეთის ადამიანებსა და ენებზე, არვენისა და არაგორნის ისტორია და სხვა მასალები.
 
არდის ქრონოლოგიის მიხედვით, მოვლენები ხდება ბილბოს დაბადების დღის (3001 წლის 22 სექტემბერი) და სემის მის საცხოვრებელში, ბეგ ენდში დაბრუნების (3021 წლის 6 ოქტომბერი) ფარგლებში. მოვლენების დიდ ნაწილს ადგილი აქვს 3018-3019 წლებში, როდესაც ფროდომ დატოვა [[ბეგ ენდი]] (3018 წლის 23 სექტემბერი) და გაანადგურა ბეჭედი (3019 წლის 25 მარტი).
 
:''ინფორმაცია ნაწარმოების თითოეულ პერსონაჟზე იხილეთ სტატიაში: [[შუამიწეთის პერსონაჟების სია]]''
ხაზი 151:
== რესურსები ინტერნეტში ==
{{commons category|The Lord of the Rings}}
 
* [http://www.tolkien.co.uk/ ტოლკინის ოფიციალური საიტი]
* [http://www.houghtonmifflinbooks.com/features/lordoftheringstrilogy/ ბეჭდების მბრძანებლის ოფიციალური საიტი გამომცემლისგან]