ვანო სარაჯიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: ვებ გვერდი → საიტი using AWB
(Bot: 3 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q2029767)
(clean up, replaced: ვებ გვერდი → საიტი using AWB)
|ლეიბლი =
|ასოციაციები =
|საიტი =
|ვებ გვერდი =
|წევრები =
|ყოფილი წევრები =
}}
 
'''სარაჯიშვილი ვანო პეტრეს ძე (ვანო სარაჯიშვილი)''' (დ. [[1 მაისი]], [[1879|1879 წელი]] [[სიღნაღი]] – გ. [[11 ნოემბერი]], [[1924|1924 წელი]], [[თბილისი]]) - ქართული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. ქართველი ხალხის უსაყვარლესი მომღერალი, ''"საქართველოს ბულბული"'' სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. ასეთი პოპულარობა მოუხვეჭა მას იშვიათი სილამაზის ხმამ, დახვეწილმა ვოკალურმა ოსტატობამ და ნათელმა სცენურმა ნიჭმა. ლირიკულ დრამატული ტენორი, [[საქართველოს სახალხო არტისტი]]. [[1887|1887 წლიდან]] სწავლობდა [[თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია]]ში, აქვე მღეროდა მოსწავლეთა გუნდში ([[1888|1888]]-[[1895|1895 წლები]]). [[1898|1898 წელს]] შევიდა თბილისის სამუსიკო სასწავლებელში ([[ჩელო]]ს კლასი). [[1898|1898]]-[[1900|1900 წლებში]]. იყო ქართული ხალხური გუნდის მომღერალი – სოლისტი (ხელმძღვანელი ს.კავსაძე). [[1903|1903 წლიდან]] [[პეტერბურგი|პეტერბურგში]] სწავლობდა სიმღრას ჯერ ი. პრიაშნიკოვთათან, შემდეგ ა. პანაევა-კარცევასთან. აქვე შედგა სარაჯიშვილის დებიუტი [[1907|1907 წელს]] [[ჯუზეპე ვერდი]]ს ოპერა "[[ტრავიატა]]ში". პარალელურად [[იტალია]]ში კასტეანოს ხელმძღვანელობით ეუფლებოდა [[ბელკანტო]]ს ხელოვნებას ([[1906]]-[[1908|1908 წლებში]]). მართავდა კონცერტებს იტალიის სხვადასხვა საოპერო თეატრებში.
 
პეტერებურგში დაბრუნების შემდეგ მომღერალმა მუშაობა განაგრძო იტალიურ დასში. [[1908|1908 წლიდან]] ცხოვრობდა [[თბილისი|თბილისში]]. გამოდიოდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე.
[[1910]]-[[1920|1920 წლებში]]. ვანო სარაჯიშვილის შემოქმდების აყვავების ხანაა. [[1913|1913 წლის]] [[28 მაისი|28 მაისს]] შეასრულა ფრაგმენტები [[ზაქარია ფალიაშვილის]] ახლად შექმნილი ოპერიდან "აბესალომ და ეთერი" (აბესალომის პარტია). [[1916|1916]]-[[1917|1917 წლებში]] – ცხოვრობდა [[ბაქო]]ში, სადაც აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა. [[თბილისი|თბილისში]] დაბრუნების შემდეგ, სარაჯიშვილი მონაწილეობას იღებს [[ზაქარია ფალიაშვილი]]ს ოპერების დადგმებში, ასრულებს აბესალომის ("აბესალომ და ეთერი") და მალხაზის ("დაისი”) პარტიებს. ცნობილია, რომ მალხაზის არია "თავო ჩემო" ზაქარია ფალიაშვილმა ოპერაში შეიტანა ვანო სარაჯიშვილის თხოვნით.
 
მრავალფეროვანია სარაჯიშვილის რეპერტუარი, იგი თანაბარი წარმატებით ასრულებდა, როგორც ლირიკულ ისე დრამატულ პარტიებს: შოთა ([[დიმიტრი არაყიშვილი]]ს "თქმულება შოთა რუსთაველზე”), კოტე (ვ.დოლიძე "ქეთო და კოტე”), რადამესი (ვერდი "აიდა”), ხოზე (ბიზე "კარმენი”), ფაუსტი (ჰუნო "ფაუსტი”), ჰერცოგი, (ვერდი "რიგოლეტო") ალფრედი, (ვერდი "ტრავიატა”), ნადირი (ბიზე "მარგალიტების მაძიებელი”), ლოენგრინი (ვაგნერი "ლოენგრინი”), ლენსკი, (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი”), გერმანი (ჩაიკოვსკი "პიკის ქალი”), სინოდალი (რუბინშტეინის "დემონი”) და სხვ. გადაღებულია კინო-ფილმში "მამის მკვლელი” (1923). მისი ხმა აღბეჭდილი იყო რამდენიმე ტექნიკურად არასრულყოფილ გრამფირფიტაზე, რომლის რესტავრირებაც განხორციელდა 1999 წ. კერძოდ, ანზორ ერქომაიშვილის მიერ ლონდონში აღმოჩენილი დედნების საფუძველზე, ნოდარ ანდღულაძემ კი პირველადი სრულყოფილი ხმოვანება აღადგინა. გამოვიდა ამ ჩანაწერების კომპაქტდისკი.
 
ვანო სარაჯიშვილი დაკრძალულია თბილისის ოპერის თეატრის ბაღში. მისი სახელი ეწოდა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას, ქ. სიღნაღში მაისის თვეში ყოველწლიურად იმართება ვანოობა. [[2002|2002 წლიდან]] სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის, პროფ. [[მანანა დოიჯაშვილი]]ს ინიციატივით, დაარსდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია განსაკუთრებული მიღწევების მქონე აკადემიური სიმღერის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
 
* [http://www.conservatoire.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=714 თბილისის კონსერვატორიის ვებ-მისამართი].
 
 
{{DEFAULTSORT:სარაჯიშვილი, ივანე}}
 
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი მუსიკოსები]]
49 737

რედაქტირება