ნიკორწმინდის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: ვებ-გვერდი → საიტი using AWB
(Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q1802388)
(clean up, replaced: ვებ-გვერდი → საიტი using AWB)
| მემკვიდრეობითი_ადგილმდებარეობა = [[ნიკორწმინდის ეპარქია]]
| ხელმძღვანელობა =
| ვებ-გვერდისაიტი =
| ხუროთმოძღვრება =დიახ
| ხუროთმოძღვარი =
| ქვეყანა={{GEO}}
}}
''' ნიკორწმინდა''' — გუმბათოვანი ტაძარი [[ამბროლაურის მუნიციპალიტეტი]]ს [[ნიკორწმინდა (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)|ამავე სახელწოდების]] სოფელში. დასავლეთის შესასვლელის წარწერის მიხედვით ტაძარი აუგიათ საქართველოს მეფის [[ბაგრატ III|ბაგრატ III-ის]] დროს [[1010]]-[[1014]] წლებში.
 
==არქიტექტურა==
ტაძარი გარედან მოკლემკლავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან კი ხუთაფსიდიანია, დასავლეთით სწორკუთხა მკლავი აქვს. აფსიდის შვერილებზე, რომელთაც ნახევარსვეტის ფორმა აქვთ, აღმართულია გუმბათის ყელი. ექვსწახნაგად ან გუმბათის წრეზე გადასვლა ხდება აფრების მეშვეობით. საკურთხევლის აფსიდის ბემისა და დასავლეთის მკლავის გამო შინაგანი სივრცე შესამჩნევად არის დაგრძელებული. მთავარი ღერძის გასწვრივ აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ინტერიერში შემონახულია XVII საუკუნის ფრესკები, გვიანდელი ხანის ქართული კედლის მხატვრობის დამახასიათებელი ნიმუშები.
 
ეკლესიის ფასადები შემოსილია კარგად გათლილი ქვითა და დამუშავებულია უწყვეტი თაღედით. ასეთივე თაღედით არის დამუშავებული 12-სარკმლიანი [[გუმბათის ყელი]]ც. ტაძარი უხვად არის შემკული მდიდრული ჩუქურთმებით, დიდი ადგილი უჭირავს აგრეთვე სიუჟეტურ მრავალფიგურიან რელიეფებს, მრავალფიგურიან სცენებს ("ფერისცვალება", "მეორედ მოსვლა", "ჯვრის ამაღლება"), წმინდანების ფიგურებს, რეალურ და ფანტასტიკურ ცხოველებს, გამოსახულებებს, რომლებიც ერთი მთლიანი, წინასწარ გააზრებული პროგრამის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ. სარკმლებს ირგვლივ შემოუყვება ჩუქურთმიანი არშიები. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები მოგვიანებითაა მიშენებული, მაგრამ ისინიც XI საუკუნის I ნახევარს განეკუთვნება.
 
[[1534]] შენობა განუახლებია [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფეს [[ბაგრატ III, ალექსანდრე II-ის ძე|ბაგრატ III-ს]]. ამავე პერიოდისაა ტაძრის ფრესკული მოხატულობა. ტაძრის ეზოში აღმართული სამსართულიანი სამრეკლო XIX საუკუნის II ნახევარშია აშენებული.
[[2007]] წლის [[24 ოქტომბერი|24 ოქტომბრიდან]] ნიკორწმინდის მონასტერი შეტანილია [[იუნესკო]]ს [[მსოფლიო მემკვიდრეობა|მსოფლიო მემკვიდრეობის]] საცდელ სიაში.<ref>http://whc.unesco.org/en/tentativelists/5229/</ref>
 
[[2012]] წელს სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ჭვარტლით დაფარულ კარიბჭეებში აღმოჩნდა XVI საუკუნის მანამდე უცნობი ფრესკები: ტაძრის ქტიტორთა, ადგილობრივ ფეოდალთა და მთავარანგელოზ მიქაელის გამოსახულებები. ერთ-ერთი ფრესკული წარწერა იხსენიებს ტაძრის მომხატველს, ვინმე ჯავახაძეს. ქტიტორთა გამოსახულებებთან მოხსენიებულია ორი გვარი, [[ჯავახაძეები]] და [[წულუკიძეები]].<ref>ნინო ჯაფარიძე, [http://www.kvirispalitra.ge/history/12571-saqarthvelos-ucnobi-freskebi.html საქართველოს უცნობი ფრესკები]. ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი «ისტორიანი»/გაზეთი «კვირის პალიტრა». 04-06-2012.</ref>
 
== გალერეა ==
{{რაჭის_ეკლესია-მონასტრები}}
{{მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოში}}
 
[[კატეგორია:ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]
[[კატეგორია:რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის ხუროთმოძღვრების ძეგლები]]
49 737

რედაქტირება