მონტევიდეო: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: ვებ-გვერდი → საიტი using AWB
(Bot: Migrating 114 interwiki links, now provided by Wikidata on d:q1335 (translate me))
(clean up, replaced: ვებ-გვერდი → საიტი using AWB)
}}
 
'''მონტევიდეო''' (''[[ესპანური ენა|ესპანურად]] - Montevideo'') — [[ურუგვაი]]ს დედაქალაქი, ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი და ნავსადგური. დაარსდა [[1726]] წელს ბრუნო მაურისიო დე საბალას მიერ, რაც უდიდეს სტრატეგიული სვლად შეიძლება ჩაითვალოს ესპანურ-პორტუგალიური დავაში [[რიო-დე-ლა-პლატის ვიცე-სამეფო]]სთან დაკავშირებით, ამავე დროს, მონტევიდეო გახდა ესპანური [[კოლონია]] საკრამენტოს „დარაჯი“.
 
ქალაქის ფართობი შეადგენს 530 კმ²-ს და 20 კილომეტრზეა გადაჭიმული დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. მდებარეობს ურუგვაის სამხრეთ ნაწილში, [[რიო-დე-ლა-პლატა|რიო-დე-ლა-პლატის]] ჩრდილოეთ სანაპიროზე, [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანის]] უბეში. მსოფლიოს ყველაზე სამხრეთით მდებარე დედაქალაქებს შორის მესამეა.
 
[[2004]] წლის მონაცემებით, ქალაქის [[მოსახლეობა]] შეადგენს 1,325,968 მლნ ადამიანს.
 
[[1807]] წელს, ქალაქი ბრიტანეთის მმართველობის ქვეში იმყოფებოდა. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს მიმდინარეობისას, მონტევიდეო ჩართული აღმოჩნდა [[ლა-პლატის ბრძოლა (II მსოფლიო ომი)|ლა-პლატის ბრძოლა]]ში, რომელიც ამ ომის ერთ-ერთ პირველ საზღვაო ბრძოლა იყო.
 
[[1930]] წელს, სწორედ მონტევიდეომ უმასპინძლა [[ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 1930|ფიფას ფეხბურთის მსოფლიოს პირველ ჩემპიონატს]].
 
მონტევიდეო საკმაოდ მდიდარია კულტურული და არქიტექტურული მემკვიდრეობით. მისი არქიტექტურა უბადლოდ მიიჩნევა მთელს [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკა]]ში, ირეკლავს რა მის კოლონიურ წარსულს [[არტ-დეკო]]ს სტილით დამთავრებული, სადაც საოცრად იგრძნობა ესპანური, პორტუგალიური, ფრანგული და ბრიტანული კვალი.
 
მონტევიდეო ქვეყნის განათლების კერაა, სადაც პირველი უნივერსიტეტი "Universidad de la República" [[1849]] წელს დაარსდა.
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.montevideo.gub.uy/ ქალაქის ოფიციალური ვებ-გვერდისაიტი] {{es icon}}
* [http://uruguay360.com.uy/uruguay/montevideo 360° ვირტუალური ტურები ურუგვაიში – Uruguay360.com.uy]
* [http://sites.google.com/site/impressionsofmontevideo/ An exploration guide of Montevideo]
49 737

რედაქტირება