თეოფანე დავითაია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: შვეცია → შვედეთი using AWB
ხაზი 35:
 
== სამეცნიერო მოღვაწეობა ==
თეოფანე დავითაიმ [[1927|1927 წელს]] დაამთავრა საშუალო სკოლა ქალაქ [[ფოთი|ფოთში]] და იქვე მოეწყო შავ მუშად. [[1928|1928 წელს]] [[თსუ|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]] შესვლის შემდეგ, სწავლასთან ერთად მუშაობდა თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის ამინდის ბიუროში. ჯერ კიდევ ლენინგრადის მემცენარეობის სრულიად საკავშირო ინსტიტუტის ასპირანტურაში სწავლის დროს თეოფანე დავითაიამ მრავალი წინადადება წამოაყენა სამეცნიერო მუშაობის ორგანიზაციის შესახებ. მან ასპირანტურა გაიარა თანამედროვე აგროკლიმატოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის გ. სელიანინოვის ხელმძღვანელობით. [[1936|1936 წელს]] დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: „ვაზის კლიმატური ზონები სსრკ-ში“, რომელიც მონოგრაფიის სახით გამოიცა [[1938|1938 წელს]]. ნაშრომში პირველად იქნა მოცემული ვაზის აგროკლიმატური დახასიათება, დასაბუთებულია ეკოლოგიურად და თეორიულად ვაზის გავრცელების დამოკიდებულებსა კლიმატურ პირობებთან. მონოგრაფიას რამდენჯერმე მიენიჭა პრემია და [[1948|1948 წელს]] ზოგიერთი საკითხის დამატებით, მეორედ გამოიცა.
 
[[1939]]-[[1941|1941 წლებში]] სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებაში გაიარა დოქტორანტურის კურსი. ამ წლებში იგი მუშაობდა ვაზის აგროკლიმატური დახასიათების გამოკვლევათა შემდგომ განვითარებასა და გაფართოებაზე. [[ყირიმი|ყირიმისათვის]] დავითაიამ პირველად დაადგინა [[ჰაერი]]ს [[ტემპერატურა|ტემპერატურის]] [[ინვერსია (მეტეოროლოგია)|ინვერსიის]] არსებობა წლის თბილ პერიოდში, რომელიც გამოწვეულია [[ბრიზი|ბრიზული]] ცირკულაციის გავლენით ზღვიდან სხვადასხვა მანძილით დაშორებულ ყირიმის მთების სამხრეთ კალთებზე. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს თეოფანე დავითაია მოქმედ არმიაში გაიწვიეს. ხელმძღვანელობდა რა საჰაერო სამხედრო ძალების ნაწილებისა და შენაერთების მეტეოროლოგიურ სამსახურს, იგი იყო ლენინგრადის, ვოლხოვისა და სტეპის ფრონტებზე, აგრეთვე მეორე უკრაინის ფლოტზე. ამისდა მიუხედავად, მას არ შეუწყვეტია მეცნიერული მუშაობა და ომის შემდეგ აგრძელებს მუშაობას [[ლენინგრადი|ლენინგრადში]]. ამ პერიოდის ნაშრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფია: „ვაზის კლიმატების გამოკვლევები სსრკ-ში და მათი პრაქტიკული გამოყენების დასაბუთება“, რომელიც გამოიცა [[1952|1952 წელს]] და იქცა მევენახეების, მეღვინეებისა და აგროკლიმატოლოგთათვის სამაგიდო წიგნად.
 
თეოფანე დავითაია იკვლევდა აგრეთვე ცნობილი რუსი კლიმატოლოგისა და გეოგრაფის [[ალექსანდრე ვოეიკოვი]]ს მეცნიერულ მემკვიდრეობას ჰიდრომეტეოროლოგიის დარგში. [[1940|1940 წელს]] აირჩიეს სრულიად საკავშირო გეოგრაფიული საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავჯდომარედ. [[1951|1951 წელს]] გადაიყვანეს [[მოსკოვი|მოსკოვში]] სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე სამეცნიერო ნაწილში, სადაც [[1959|1959 წლამდე]] დაჰყო. დიდი მუშაობა გასწია საერთაშორისო გეოფიზიკური წლის მომზადებისა და ჩატარებისათვის. იყო ჟურნალ „მეტეოროლოგია და ჰიდროლოგიის“ მთავარი რედაქტორი, ჟურნალ „სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მოამბის, გეოგრაფიული სერიის“ რედკოლეგიის წევრი.
 
მონაწილეობა მიიღო მრავალტომეული კაპიტალური გამოცემის „სსრკ ამპელოგრაფიის“ მომზადებაში. [[1958]]-[[1959]] წლებში [[ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა|ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის]] მეცნიერებათა აკადემიის მიწვევით თეოფანე დავითაია მუშაობდა საბჭოთა სწავლულების ჯგუფთან ერთად ჩინეთის ბუნებრივი დარაიონების პრობლემებზე. ამ პერიოდში მან მოამზადა და შემდგომ ქალაქ [[პეკინი|პეკინში]] [[ჩინური ენა|ჩინურ ენაზე]] გამოიცა მონოგრაფია „კლიმატი და სოფლის მეურნეობა“, აგრეთვე სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისათვის „აგრომეტეოროლოგია“ (თანაავტორობით). [[1960|1960 წლიდან]] [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] [[აკადემიკოსი]]ა. [[1966|1966 წელს]] საქართველოს კომუნისტური პარტიის 23 ყრილობამ თეოფანე დავითაის აირჩია საქართველოს კპ ცკ წევრობის კანდიდატად. მონაწილეობას ღებულობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესებში. მისი ძალისხმევით საზღვარგარეთ არაერთგზის წარმოაჩინა [[ჰიდრომეტეოროლოგია|ჰიდრომეტეოროლოგიური]] მეცნიერება. ქალაქებს [[ლონდონი|ლონდონში]], [[მეხიკო]]ში, [[დელი|დელსა]] და [[მონრეალი|მონრეალში]] არჩეული იყო შესაბამისად, [[მეტეოროლოგია|მეტეოროლოგიის]], [[ჰიდროლოგია|ჰიდროლოგიის]], [[გლაციოლოგია|გლაციოლოგიისა]] და [[ოკეანოლოგია|ოკეანოლოგიის]] სექციის ხელმძღვანელად. დიდ ყურადღებას უთმობდა ბუნების გარდაქმნასა და დაცვას, ადამიანის სამეურნეო მოღვაწეობის გავლენას [[კლიმატი]]ს შეცვლაზე.
 
[[1964]]-[[1965]] წლებში თეოფანე დავითაია მუშაობდა კუბის მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც ხელმძღვანელობდა ქვეყნის ბუნებრივ რესურსთა შემსწავლელ საბჭოთა მეცნიერ-კონსულტანტების ჯგუფს. საბჭოთა და კუბელი მეცნიერების დამსახურებით [[1970|1970 წელს]] [[ესპანური ენა|ესპანურ]] და [[რუსული ენა|რუსულ ენებზე]] გამოიცა კაპიტალური „კუბის ნაციონალური ატლასი“. ატლასზე მუშაობის პირველ წლებში თეოფანე დავითაიამ დაამუშავა კუბის მრავალწლიანი მეტეოროლოგიური დაკვირვებანი და ი. ტრუსოვთან ერთად მოამზადა მონოგრაფია „კუბის კლიმატური რესურსები“, რომელიც გამოქვეყნდა ესპანურ ენაზე ქალაქ [[ჰავანა]]ში [[1965|1965 წელს]]. ნაშრომმა მიიღო მაღალი შეფასება მიიღო მთელ რიგ გამოქვეყნებულ რეცენზიებში, მათ შორის [[აშშ]]-ში. [[1965|1965 წელს]] კუბის მეცნიერებათა აკადემიამ [[ჰავანა]]ში მიაკუთვნა გეოგრაფიული ინსტიტუტის თანადამაარსებლის ტიტული და მას ჩაბარდა კუბის ცხოვრებაში ამ დიდი მოვლენის აღსანიშნავი სათანადო დიპლომი. სამეცნიერო მივლინებებში იმყოფებოდა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის [[ირლანდია]]ში, [[ჩინეთი|ჩინეთში]], [[კუბა]]ში, [[აშშ]]-სა და [[ბრაზილია]]ში. [[1967]]-[[1968]] წლებში [[აშშ]]-ის [[უისკონსინის უნივერსიტეტი]]ს მიწვევით თეოფანე დავითაია კითხულობდა ლექციების კურსს [[კლიმატოლოგია|კლიმატოლოგიისა]] და [[აგრომეტეოროლოგია|აგრომეტეოროლოგიის]] თანამედროვე პრობლემებზე, ამერიკის სამეცნიერო ჟურნალებში აქვეყნებდა შრომებს, აგრეთვე დაწერა მონოგრაფია „კლიმატის სასოფლო-სამეურნეო შეფასების მეთოდები“.
 
საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის მიწვევით აქტიურ მონაწილეობას იღებდა ნიგერიის რეგიონალური გეოგრაფიის კონფერენციის მუშაობაში. მისი ძირითადი სამეცნიერო გამოკვლევები ეხება ზოგად და სასოფლო-სამეურნეო კლიმატოლოგიას, აგრომეტეოროლოგიასა და სოფლის მეურნეობის გეოგრაფიას, სარწყავი მელიორაციის თეორიას, [[კლიმატი]]სა და [[ამინდი]]ს არასასურველ ფაქტორებთან ბრძოლის მეთოდების დასაბუთებას, ბუნების გარდაქმნასა და დაცვის პრობლემებს.
 
თეოფანე დავითაია არჩეული იყო უცხოეთის მრავალი ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოების წევრად. კითხულობდა ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ([[აშშ]], [[ბელგია]], [[ბრაზილია]], [[ბულგარეთი]], [[იაპონია]], [[ინგლისი]], [[ინდოეთი]], [[ირლანდია]], [[კანადა]], [[კუბა]], [[მექსიკა]], [[ნიგერია]], [[პოლონეთი]], [[რუმინეთი]], [[საბერძნეთი]], [[საფრანგეთი]], [[შვეციაშვედეთი]], [[შვეიცარია]], [[ჩეხოსლოვაკია]], [[ჩინეთი]], [[ახალი ზელანდია]], [[ავსტრალია]], [[პორტუგალია]] და სხვ.).
 
თეოფანე დავითაია იყო [[ალექსანდრე ჯავახიშვილი (გეოგრაფი)|ალექსანდრე ჯავახიშვილის]] მოწაფე.
 
== ხსოვნა ==
თეოფანე დავითაიას სახელს ატარებს [[თბილისი]]ს ერთ-ერთი ქუჩა (ვაზისუბანი). [[სენაკის მუნიციპალიტეტი|სენაკის მუნიციპალიტეტში]] (სოფელ [[ეკი|ეკში]]) გახსნილია [[თეოფანე დავითაიას სახლ-მუზეუმი]].
 
==ჯილდოები==