თავისუფალი ტრიბუნა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: ოფიციალური გვერდი → ოფიციალური საიტი using AWB
ხაზი 69:
[[საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი|საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს]], [[საქართველოს პარლამენტი|საქართველოს პარლამენტსა]] და პოლიტიკურ პარტიებს შორის 2010 წლის [[22 თებერვალი|22 თებერვალს]] გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებს, ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), 22-დან 23 საათამდე „[[მეორე არხი]]ს“ პირდაპირ ეთერში დაეთმო ერთი საათი. მემორანდუმზე ხელი მოაწერა 21-მა პოლიტიკურმა პარტიამ და მოძრაობამ. პირველი გადაცემა 2010 წლის [[25 თებერვალი|25 თებერვალს]] გავიდა ეთერში.
 
2012 წლის 17 აპრილიდან პოლიტიკური პარტიების მოთხოვნით და ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან ([[NDI]]) შეთანხმებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხზე“ საეთერო დრო გაეზარდა გადაცემა „თავისუფალ ტრიბუნას“ და ყოველდღე დაემატა კიდევ ერთი საათი. შესაბამისად, მემორანდუმზე ხელმომწერ კვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტებს პირდაპირ ეთერში თვეში ერთი საათის ნაცვლად ეთმობოდათ ორი სრული საათი (19-20 საათამდე) და (22-23 საათამდე) ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
 
2012 წლის [[3 სექტემბერი|3 სექტემბრიდან]] „თავისუფალი ტრიბუნა“ გადავიდა წინასაარჩევნო რეჟიმზე. დროებით შეიცვალა მოქმედი მემორანდუმით გათვალისწინებული ურთიერთშეთანხმების პირობები და შესაბამისად, პოლიტიკური სუბიექტების სიაც.
 
3-დან 28 სექტემბრის ჩათვლით შეიქმნა 2012 წლის [[საქართველოს საპარლამენტო არჩევნები (2012)|საპარლამენტო არჩევნებში]] მონაწილე (რეგისტრირებული) საარჩევნო სუბიექტების ახალი საეთერო გრაფიკი, რომლის მიხედვითაც გაიზარდა გადაცემის ქრონომეტრაჟი და 3 სექტემბრიდან საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე პოლიტიკური სუბიექტები „თავისუფალ ტრიბუნას“ იყენებდნენ ყოველდღე 14, 16, 19 და 22 საათზე (შაბათ-კვირის გარდა).
ხაზი 79:
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://2tv.ge/cat/1/ გადაცემა „მეორე არხის“ საიტზე]
* [https://www.facebook.com/TavisupaliTribuna ოფიციალური გვერდისაიტი Facebook-ზე]
* [http://www.youtube.com/watch?v=ygBG-mHwCho&list=PLue6znsWBAfflJhhxq0-jMOvGNzp4W6bM არხი Youtube-ზე]