რეი ჩარლზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ოფიციალური გვერდი → ოფიციალური საიტი using AWB
ხაზი 28:
პირველად მისი მუსიკალური ტალანტი სამი წლის ასაკში გამოვლინდა. მასზე აფთიაქის მეპატრონემ იმოქმედა, რომელიც პიანინოზე უკრავდა. ამ უკანასკნელმა ასწავლა პირველი სამი ნოტი რეის. შემდგომ ჩააბარა ბრმებისა და ყრუებისათვის განკუთვნილ სკოლაში, სენტ-აუგუსტინეში, შტატი ფლორიდა. აქ რეიმ შიესწავლა ბრაილის ანბანი და რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, ესენია _ პიანინო, ორღანი, საქსოფონი, ტრომბონი და კლარნეტი. სკოლაში გამოვლინდა რეის მუსიკალური ტალანტი, იგი მღეოდა ბაპტისტურ გუნდში. 1945 წელს დაეღუპა დედა, ორი წლის შემდეგ კი მამა.
 
სკოლის დამთავრების შემდეგ რეი მონაწილეობდა ბევრ მუსიკალურ პროექტში, ძირითადად ჯაზის და ქანთრის სტილში. თავის შემოქმედებაში კრებდა ცნობილი ჯაზმენების შთაგონებას, როგორებიცაა _ ქაუნთა ბეისი, არტა თეითუმა და ართი შოუ. პირველი ჯგუფი რომელშიც იგი მოღვაწეობდა ეწოდებოდა The Florida Playboys. 1947 წელს, როდესაც 600 დოლარი მოაგროვა, გაემგზავრა სიეტლში. აქ გიტარისტ გოსადი მაკჰისთან ერთად დააარსა ჯგუფი MacSon Trio (ხშირად Maxim-ს უწოდებდნენ). მალე მათ სიმღერების ჩაწერა დაიწყეს Swingtime Records-თან ერთად. პირველი სამი ჩანაწერი იყო Guitar Blues, Walkin' and Talkin' და Wonderin' and Wonderin'. იგი თანამშრომლობდა ცნობილ R&B შემსრულებელ ლოუელ ფულსონთან და მის ჯგუფთან, აკომპანიას უწევდა პიანინოთი. 1949 წელს გამოვიდა მისი ჰიტი Confession Blues. რეის შემდეგი პოპულარული სიმღერა იყო Baby, Let Me Hold Your Hand (1951). ამის შემდეგ, 1952 წელს გადადის Atlantic records-ში, როცა უკვე მიხვდა რომ Swingtime Records-ში ყოფნით ვერ მიაღწევდა სასურველ შემოქმედებით თავისუფლებას. მან სახელი შეიმოკლა და დაირვა უბრალოდ რეი ჩარლზი, რადგან ბოქსიორ რეი რობინსონში არ არეოდათ (Ray Sugar Robinson). 1951 წლის 31 ივლისს დაქორწინდა ეილემ უილიამსზე, ერთი წლის შემდეგ მათი ოჯახი დაინგრა. აღსანიშნავია რომ რეის 12 შვილი ჰყავდა და მხოლოდ 3 ოფიციალურად, ცოლებისაგან. 1955 წელს რეი ხელმეორედ დაქორწინდა, დელ ბეატრის რობინსონზე, რომელთანაც ეყოლა ჰოვარდი. მათი ოჯახი 1977 წელს დაინგრა.
 
1953 წელს გამოვიდა რეის ერთ-ერთი სინგლი Mess Around. ამავე წელს მან არანჟირება და აკომპანირება გაუწია ცნობილ ბლუზმენ გიტარ სლიმს (Guitar Slim), კომპოზიცია The Things That I Used To Do, რომელიც მათ ჩაწერეს, გაიყიდა მილიონზე მეტი ტირაჟით. ასეთივე წარმატებული იყო მისი სინგლი It Should Have Been Me, რომელიც მთლიანად მას ეკუთვნოდა. შემდეგი მწვერვალი რეიმ 1955 წელს დაიპყრო, როდესაც სინგლი I Got a Woman გამოვიდა. ამ უკანასკნელმა სიმღერამ პირველი ადგილი დაიკავა R&B ჩარტებში. სწორედ ეს სიმღერა უფრო ხშირად მოიხსენიება როგორც პირველი კომპოზიცია სოულის სტილში. ამ დროს რეის რეპერტუარი სანახევროდ გოსპელს წარმოადგენდა ტექსტის მიხედვით, ხოლო ნახევარი ბლუზს. საკუთარი შემოქმედებით ახერხებდა რომ R&B და გოსპელი გამხდარიყო პოპულარული ფართო საზოგადოებისთვის, იზიდავდა ახალ მსმენელებს _ როგორც შავკანიანებს, ასევე თეთრკანიანებს. რეი ერთ-ერთი პირველი იყო იმ მუსიკოსებს შორის, რომლებიც ტრადიციულ შავ მუსიკას ავრცელებდა ხალხის მასებში.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{commons|Ray Charles}}
* [http://www.raycharles.com/ ოფიციალური გვერდისაიტი]
* {{Imdb სახელი|id=0153124}}
 
ხაზი 43:
 
{{DEFAULTSORT:ჩარლზი, რეი}}
 
[[კატეგორია:ამერიკელი მუსიკოსები]]
[[კატეგორია:ჯაზის შემსრულებლები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რეი_ჩარლზი“-დან