გიორგი ახვლედიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''გიორგი სარიდანის ძე ახვლედიანი''' (* [[13 აპრილი]], [[1887]], [[დერჩი|სოფ. დერჩი]], ახლანდელი [[წყალტუბოს რაიონი]] ― † [[ 7 ივლისი]], [[1973]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] ენათმეცნიერი. [[თსუ|თსუ-ის]] პროფესორი (1918), [[სსრკ]] მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), ჩრდილო-ოსეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), ექსპერიმენტული ფონეტიკის საერთაშორისო საზოგადოების (1932) და ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების (1940) საპატიო წევრი.
 
==ბიოგრაფია==
ხაზი 11:
ახვლედიანმა გამოკვლევა მიუძღვნა ქართულ ენაზე მხატვრული თარგმნის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. თარგმნიდა და გამოაქვეყნა ძველი ინდურიდან "დასაბამი ნივთთა" (ჰიმნი რიგვედიდან), ავესტურიდან "ავესტა" (17 გათა); ქართულ ზღაპრებში მიაკვლია ინდურ სიუჟეტს ("ავესტის თრაეტაონა და ქართული ზღაპრების თრითინო", 1914).
 
ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიის დადგენის საქმეს. თანამშრომლობდა "ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენ კომისიაში" (1920-იდან); თავმჯდომარეობდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების სასცენო მეტყველების მეთოდურ საბჭოს. ახვლედიანის რედაქტორობით გამოიცა ოსური ენის აკადემირი გრამატიკა (ტ. 1-2, ორჯონიკიძე, 1963). დაჯილდოებულია [[ლენინის ორდენი|ლენინის ორდენით]], სხვა ორდენებითა და მედლებით.
 
{{ქსე}}