გიორგი წერეთელი (ენათმეცნიერი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
85.118.97.246-ის რედაქტირება გაუქმდა; აღდგა ბოლოს Zangala-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
ხაზი 4:
|}</small>
 
'''გიორგი ვასილის ძე წერეთელი''' (* [[8 ოქტომბერი]]/[[21 ოქტომბერი]], [[1904]], ახლანდელი [[თიანეთი|დაბა თიანეთი]] ― † [[9 სექტემბერი]], [[1973]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნეობის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ([[1942]]), პროფესორი ([[1942]]), [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] აკადემიკოსი ([[1946]]), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ([[1968]]), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე ([[1961]]), პოლონეთის ორიენტალისტთა საზოგადოების საპატიო წევრი ([[1966]]), დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო სააზიო საზოგადოების საპატიო წევრი ([[1964]]).
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა გამოჩენილი ქართველი ექიმის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის [[წერეთელი, ვასილ|ვასილ წერეთლის]] (1862-1937) ოჯახში.
 
[[1927]] წელს დაამთავრა თსუ-ის[[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ლინგვისტურისიტყვიერების განყოფილება. [[1928]] წელს ჩარიცხეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის (ამჟამად რუსეთის მეცნიერებათა აკადემია) ასპირანტად ლენინგრადში, სადაც დასპეციალდა ორიენტალისტიკის სხვადასხვა დარგში. ასპირანტურის დასრულებისთანავე მიიწვიეს ლენინგრადის ცოცხალ აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტში მიიწვიესინსტიტუტის არაბული ენის დოცენტად (1932[[1931]]). [[1933]] დაბრუნდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა სამეცნიერო კადრების მომზადებას სემიტოლოგიის სხვადასხვა სფეროში. [[1933]]-[[1936]] ხელმძღვანელობდა ახლო აღმოსავლეთის ენათა განყოფილებას ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში (ენიმკი, 1936). [[1942]] წელს თსუ-ში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.
 
წერეთლის ინიციატივით დაარსდა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სემიტოლოგიის კათედრა ([[1945]]) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ([[1960]]). კათედრას და ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა გარდაცვალებამდე. თბილისის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი დღეს მის სახელს ატარებს. გარდა ამისა, წერეთელმა ჩაუყარა საფუძველი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულ "საქართველოს შესახებ არსებული უცხოური წყაროების შემსწავლელ კომისიას", რომელსაც გარდაცვალებამდე ედგა სათავეში. [[1944]] აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო [[1946]] ამ აკადემიის აკადემიკოსად და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. [[1968]] არჩეულ იქნა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. [[1957]]-[[1967]] წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებას. [[1967]]-[[1970]] წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, დახოლო [[1970]]-იდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე აკადემიის პრეზიდიუმის წევრი იყო.
 
წერეთლის სამეცნიერო კვლევის სფეროა არაბული ენათმეცნიერება და ფოლკლორი, ებრაისტიკაებრაბისტიკა და არამეისტიკა, ახლო აღმოსავლეთის ძველი ენები და დამწერლობათა ისტორია, ქართველური ენათმეცნიერება, ქართული და შედარებითი ლექსთწყობის საკითხები, თეორიული ლინგვისტიკის პრობლემები, ქართული ანბანის წარმოშობის საკითხები, რუსთველოლოგია.
 
წერეთლის გამოკვლევებმა არაბისტიკის დარგში ახალი პერსპექტივები გადაუშალა ამ მეცნიერებას. აღსანიშნავია მისი ფუძემდებლური შრომები შუა აზიის მანამდე უცნობ დიალექტებზე ("შუა აზიის არაბული დიალექტები, I. ბუხარული დიალექტი", თბილისი, 1956, რუსულ ენაზე). მსოფლიო სემიტილოგიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლება წერეთლის მიერ წამოწყებული სამუშაო არმაზში აღმოჩენილი წარწერების ამოკითხვისა და კვლევის საქმეში. ამ დარგს მიუძღვნა მან გამოკვლევები [[არმაზის ბილინგვა|"არმაზის ბილინგვა"]] (თბილისი, 1941) და "არმაზული წარწერა მითრიდატე იბერიელის ხანისა" (მოსკოვი, 1962). ეს გამოკვლევები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სემიტური დამწერლობების ისტორიისათვის, დადგინდა არამეული დამწერლობის ახალი სახეობა, რომელიც მევნიერებაში "არმაზის არამეულის" სახელწოდებით დამკვიდრდა. წერეთლის მიერ შესწავლილ არმაზის არამეულ წარწერებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ როგორც აღმოსავლურ-არამეული დამწერლობისა და მის განშტოებათა ისტორიის შესწავლისათვის, ისე იბერიის კულტურულ-ისტორიულ პრობლემათა და ქართული ანბანის წარმოშობის შესწავლისათვის. ქართული კულტურის ისტორიისათვის უაღრესად ფასეულია წერეთლის მონოგრაფია "უძველესი ქართული წარწერები პალესტინიდან" (თბილისი, 1960), აგრეთვე გამოკვლევა "მცხეთის ბერძნული წარწერა ვესპასიანეს ხანისა" (თბილისი, 1958).