მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1930: განსხვავება გადახედვებს შორის

ოფიციალური ვებ-გვერდი - ოფიციალური საიტი, replaced: ოფიციალური ვებ-გვერდი → ოფიციალური სა using AWB
(Bot: 63 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q48432)
(ოფიციალური ვებ-გვერდი - ოფიციალური საიტი, replaced: ოფიციალური ვებ-გვერდი → ოფიციალური სა using AWB)
== შერჩევის პროცესი ==
 
1930 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლები ურუგვაისთან ერთად იყვნენ [[იტალია]], [[შვედეთი]], [[ნიდერლანდი]] და [[ესპანეთი]].<ref>[http://www.fifa.com/classicfootball/history/fifa/historyfifa4.html History of FIFA - The first FIFA World Cup™], ფიფა-ს ოფიციალური ვებ-გვერდისაიტი.</ref><ref>[http://news.bbc.co.uk/sport3/worldcup2002/hi/history/newsid_1632000/1632201.stm Uruguay 1930], [[ბი-ბი-სი]].</ref>
 
== ტურნირის მიმდინარეობა ==
=== III ჯგუფი ===
როგორც მოსალოდნელი იყო, ურუგვაის უპრობლემოდ ხვდა პირველი ადგილი მესამე ჯგუფში. მათ ზედმეტი გართულების გარეშე მოუგეს [[რუმინეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|რუმინეთსა]] (4:0) და [[პერუს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|პერუს]] (1:0).
 
=== IV ჯგუფი ===
 
ყველაზე დიდი მოულოდნელობა ნახევარფინალში აშშ–ის გასვლა იყო. როგორც გაირკვა, მათ გუნდში ინგლისელი პროფესიონალები ჰყოლიათ, რომლებიც ამერიკის მოქალაქეები იყვნენ. ჩრდილოამერიკელებმა ერთნაირი ანგარიშით – 3:0 დაამარცხეს ბელგიელები და პარაგვაელები.
 
=== ნახევარფინალი ===
=== ფინალი ===
 
ფინალში ერთმანეთის პირისპირ ურუგვაელი და არგენტინელი ფეხბურთელები წარდგნენ. პირველ ტაიმში უპირატესობა არგენტინელებს ჰქონიათ, მართალია, თავიდან ურუგვაელები დაწინაურდნენ დორადოს გოლით, მაგრამ შესაბამისად, 35–ე და 37–ე წუთებზე პესელიმ და სტაბილემ წინ გაიყვანეს არგენტინის ნაკრები.
 
შესვენების შემდეგ ურუგვაელებმა თავბრუდამხვევი ტემპი შესთავაზეს სტუმრებს და ანგარიში სეას გოლით გაათანაბრეს, ხოლო ირიარტემ და კასტრომ კიდევ შეაგდეს თითო ბურთი და წინ გავიდნენ. მსაჯის საფინალო სასტვენმა პირველი მსოფლიო ჩემპიონი გამოავლინა – ურუგვაი!
ამ გამარჯვებამ ეროვნული დღესასწაულის სახე მიიღო. მონტევიდეოში ხალხი გამარჯვებას ზეიმობდა. თურმე ფინალური მატჩის დროს ურუგვაიში მიმდინარეობდა საპარლამენტო სხდომა, მაგრამ ურუგვაის საკანონმდებლო ორგანომ ვერ შეძლო სახელმწიფო საქმეებისათვის ყურადღება დაეთმო: ისინი ფიქრით და გონებით სტადიონზე იმყოფებოდნენ და როდესაც მათ თანამემამულეთა გამარჯვების ამბავი მოახსენეს, მაშინვე სრული შემადგენლობით სტადიონისკენ გაემართნენ, სადაც ფეხბურთელებს წარმატება მიულოცეს. ამ დროისათვის არგენტინაში საპირისპირო განწყობა სუფევდა. გულშემატკივრებმა ჯავრი მათ ქვეყანაში მცხოვრებ ურუგვაელებზე იყარეს და გული მოიოხეს.
 
აღსანიშნავია ისიც, რომ ურუგვაელები მეტად სერიოზულად ეკიდებოდნენ ამ შეჯიბრებას. გუნდი ჩემპიონატის დაწყებამდე ორი თვით ადრე შეიკრიბა. ნაკრებში რკინის დისციპლინა სუფევდა, ასევე იყო ქანცგამომცლელი ვარჯიშები. თურმე მათ მწვრთნელს, [[ალბერტო სუპიჩი|ალბერტო სუპიჩს]] მათი მეკარის მასალის დამსახურება არად ჩაუგდია (იგი 1924 და 1928 წლების ოლიმპიადების გმირი იყო) და ბაზის დატოვების გამო ნაკრებიდან გაუთავისუფლებია.
 
გუნდის ძირითად ბირთვს 1928 წლის ოლიმპიადის მომგები ფეხბურთელები წარმოადგენდნენ. ყოველი მატჩის წინ მწვრთნელი საკუთარ შეგირდებს ეუბნებოდა: „მე ყველაფერი გავაკეთე, რაც ჩემზე იყო დამოკიდებული, დანარჩენი თქვენ იცით, გადით მოედანზე და გააკეთეთ ის, რაც აქამდე გისწავლიათ“.
 
იმდროინდელ ფეხბურთს კარგად ასახავდა დევიზი:„გამარჯვების მისაღწევად ყველა საშუალება კარგია“. ეს კარგად გამოჩნდა ამ და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე.
 
'''{{flagicon|URY}} [[ურუგვაის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ურუგვაი]]''' — {{flagicon|ARG}} [[არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|არგენტინა]] '''4''':2
 
 
{{გამარჯვებულები|fb|მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული|ურუგვაი|პირველი}}
49,737

რედაქტირება