იასმინა ხადრა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ოფიციალური ვებ-გვერდი - ოფიციალური საიტი, replaced: ოფიციალური ვებ-გვერდი → ოფიციალური სა using AWB
ხაზი 27:
 
== ბიოგრაფია ==
მუჰამედი დაიბადა [[ალჟირი|ალჟირის]] [[საჰარა|საჰარაში]]. მამა ექთანი იყო, დედა კი უბრალო გლეხის ქალიშვილი. 9 წლის მუჰამედი მამამ სამხედრო სკოლაში შეიყვანა იმ იმედით, რომ შვილი ოფიცერი გამოვიდოდა. [[1973]] წელს მომავალი მწერალი ასრულებს ნოველების პირველ კრებულის, ''ურია'', რომელიც 11 წლის შემდეგ გამოიცემა. [[1975]] წელს მუჰამედი სამხედრო აკადემიაში შედის და 3 წელიწადში უმცროსი ლეიტენანტის წოდებას იღებს. სწავლის დასრულების შემდეგ იგი ალჟირის ომში დასავლეთ ფრონტზე იბრძვის.
 
36 წლის მუშაობის შემდეგ, გენერლის წოდების მქონე მუჰამედი ტოვებს ჯარს და მთლიანად [[ლიტერატურა|ლიტერატურას]] უძღვნის თავს. იგი ცოტა ხანს მექსიკაში ატარებს, შემდეგ კი, [[2001]] წელს [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], [[ექს-ან-პროვანსი|ექს-ან-პროვანსში]] სახლდება, სადაც დღემდე ცხოვრობს.
ეს ბიოგრაფიული ელემენტები გვხვდება იასმინა ხადრას ორ ნაწარმოებში: ''მწერალი'' (სადაც ავტორი სამხედრო სკოლაში ყოფნის პერიოდს ეხება) და ''სიტყვების ტყუილი''.
 
[[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკის შეერთებულ შტატებში]] განსაკუთრებული წარმატება მოჰყვა იასმინა ხადრას რომანს ''ქაბულის მერცხლები''. მასში დახატულია თალიბანების ბატონობის ქვეშ მყოფ ქალაქში გამფებული .[[ფაილი:Yasmina Khadra.jpg|thumb|200px|left| იასმინა ხადრა]] დამთრგუნველი ატმოსფერო, სადაც ადამიანებს სიცილის უფლებაც კი ჩამორთმეული აქვთ, ქალი სრულიად უუფლებო და დაუცველია, ქალის სიყვარული კი - შეურაცხმყოფელი.
== ფსევდონიმი ==
მუჰამედ მულესეულის ფსევდონიმი, იასმინა ხადრა, აღებული აქვს თავისი მეუღლის პირველი ორი სახელისგან. ამით მას სურდა საყვარელი ქალის მიმართ პატივისცემისა და ერთგულების დამტკიცება. დიდი ხნის მანძილზე მკითხველს იასმინა ხადრას რომანები ალჟირელი ქალის ნაწერი ეგონა. მხოლოდ მოგვიანებით, [[2001]] წელს ავტორი გადაწყვეტს ფარდა ახადოს თავის ნამდვილ ვინაობას, რაც ძალიან დიდი გაკვირვებას იწყევს. პუბლიკა განსაკუთრებით გაკვირვებული რჩება ის ფაქტით, რომ მწერალი, რომელიც ასე კარგად ასახავს ალჟირელი ქალების ცხოვრებას სინამდვილეში სამხედრო პირია.
 
== ნაწარმოებები ==
ხაზი 55:
* ''შეტევა'' (2005)
* ''ბაღდადის სირენები'' (2006)
 
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://natia.over-blog.com/article-3788272.html ნაწყვეტი ''ქაბულის მერცხლებიდან'', ქართულ ენაზე.]
* [http://dzlit.free.fr/khadra.html იასმინა ხადრას ინტერვიუები, კრიტიკა, წიგნები]
* [http://www.yasmina-khadra.com/index.php იასმინა ხადრას ოფიციალური ვებ-გვერდისაიტი]
 
{{DEFAULTSORT:ხადრა, იასმინა}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იასმინა_ხადრა“-დან