ეროვნულ-დემოკრატიული პარტია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 3 interwiki links, now provided by Wikidata on d:q2331103 (translate me)
ოფიციალური ვებ-გვერდი - ოფიციალური საიტი, replaced: ოფიციალური ვებ-გვერდი → ოფიციალური სა using AWB
ხაზი 19:
პარტია აღდგა [[1981]] წელს [[გიორგი ჭანტურია]]ს მიერ. ეროვული მოძრაობის დაწყების წლებში, 1988 წელს სწორედ ეროვნულ-დემოკრატები იყვნენ ინიციატორები ნოემბრის მასშტაბური აქციისა, რომლის მთავარი მოთხოვნა იყო საქართველოს დამოუკიდებლობა. გიორგი ჭანტურია ეროვნული მოძრაობის წლებში ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა მოვლენების გადატანას კონფლიქტურ რეგიონებში, რადგან ეროვნულ-დემოკრატებს მიაჩნდათ, რომ ეს მყარ ნიადაგს უქმნიდა რუსეთის სპეცსამსახურებს კონფლიქტების გაღრმავებისთვის. ეროვნულ-დემოკრატები ეწინააღმდეგებოდნენ 1989 წელს ცხინვალის რეგიონში გამსახურდიას მიერ ორგანიზებული მიტინგის ჩატარებას, რადგან მიაჩნდათ, რომ იყო საშიშროება ქართველ და ოს ხსალხს შორის ურთიერთდაპირისპირების, რასაც მართლაც მოჰყვა ქვეყნის ინტერესებისათვის არასასურველი შედეგები. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია [[1990]] წელს იყო "ეროვნული კონგრესის" თანადამფუძნებელი. "მრგვალი მაგიდის" მიერ "ეროვნული ფორუმის" დატოვებისა და მათი საბჭოთა არჩევნებში მონაწილეობის გამო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია წარმოადგენდა ოპოზიციას და მან უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე 1990 წლის შემოდგომაზე.
 
[[1990]]-[[1991]] წლებში იყო [[ზვიად გამსახურდია]]ს, ხოლო შემდეგ [[ედუარდ შევარდნაძე|ედუარდ შევარდნაძის]] ოპოზიცია. [[1993]]-[[1995]] წლებში ეროვნულ-დემოკრატიული პარტია საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი იყო უმცირესობაში, 1993 წლებში პარტია ფლობდა რამდენიმე მინისტრის პოსტს, რომელიც საქართველოს დსთ-ში შესვლის გამო პროტესტის ნიშნად დატოვა და გადავიდა შევარდნაძის რადიკალურ ოპოზიციაში. ედპ და მისი ლიდერი გიორგი ჭანტურია წარმოადგენდა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას. გიორგი ჭანტურია ღიად აფრთხილებდა საქართველოს ხელისუფლებას იმ საფრთხეებზე, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან მოდიოდა. [[1994]] წლის 3 დეკემბერს გიორგი ჭანტურია საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. მკვლელობის შემდეგ პარტიის ლიდერი გახდა მისი ქვრივი [[ირინა სარიშვილი]]. პარტიამ წარმატებას მიაღწია [[საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (1995)|1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში]], გადალახა რა 5%-იანი საარჩევნო ზღვარი.
 
ჭანტურიას მკველობის შემდეგ გაჩენილი უთანხმოებები პარტიის თავმჯდომარეობის თაობაზე მალე გაღრმავდა და არჩევნების შემდეგ ის ორად დაიშალა. ჯგუფმა მამუკა გიორგაძის მეთაურობით შექმნა ახალი პარტია "სახალხო მოძრაობა". ამის შემდეგ ედპ ინიციატივით, საარჩევნო ბარიერი გაიზარდა 7%-მდე. [[საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (1999)|1999 წლის არჩევნებში]] ის მონაწილეობდა [[საქართველოს რესპუბლიკური პარტია|რესპუბლიკელებთან]] და მრეწველთა პარტიასთან პოლიტიკური ალიანსში „ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი - მესამე გზა“, რომლის ლოზუნგიც იყო „არც შევარდნაძე, არც აბაშიძე“. ალიანსმა ამომრჩეველთა ხმების 4,46% მიიღო და ვერ გადალახა 7%-მდე გაზრდილი საარჩევნო ბარიერი. არჩევნებში დამარცხებას მოყვა ალიანსის დაშლა 2001 წლის ივლისში.
ხაზი 29:
==პოლიტიკური პლატფორმა==
 
პარტიის პრიორიტეტებში შედის [[უმუშევრობა|უმუშევრობის]] პრობლემის დაძლევა, მცირე მეწარმეობისა და [[სოფლის მეურნეობა|სოფლის მეურნეობის]] განვითარება, საპენსიო და ჯანდაცვის სისტემების რეფორმირება. ედპ გამოდის დასაქმების სახელმწიფო სამსახურის შექმნის ინიციატივით. პროგრამის მიხედვით საგარეო ორიენტირებია [[ევროკავშირი]] და [[ნატო (ორგანიზაცია)|ნატო]], როგორც საქართველოს უსაფრთხოების გარანტები.
 
==ორგანიზაციული სტრუქტურა==
ხაზი 43:
| 1992 || [[საქართველოს საპარლამენტო არჩევნები (1995)|საპარლამენტო]] || || მოიპოვა 12 მანდატი
|-
| 1995 || [[საქართველოს საპარლამენტო არჩევნები (1995)|საპარლამენტო ]] ||7.95% || მოიპოვა 34 მანდატი
|-
| 1999 || [[საქართველოს საპარლამენტო არჩევნები (1999)|საპარლამენტო]] ||4.45% || ვერ გადალახა ბარიერი
ხაზი 53:
 
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://www.ndp.ge/ ედპ-ს ოფიციალური ვებ-გვერდისაიტი]
 
{{საქართველოს პოლიტიკური პარტიები}}
{{საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (2012)}}
 
[[კატეგორია:საქართველოს პოლიტიკური პარტიები]]