ორდენი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(Bot: Migrating 29 interwiki links, now provided by Wikidata on d:q193622 (translate me))
[[ფაილი:Decorations-legion.jpg|მინი|ორდენები [[საფრანგეთის უცხოური ლეგიონი]]ს მუზეუმში]]
'''ორდენი''' ([[გერმანული ენა | ''გერმ.'']] Orden < [[ლათინური ენა | ''ლათ.'']] ordo — რიგი, თანრიგი), წარჩინების ნიშანი, საპატიო სახელმწიფო ჯილდო განსაკუთრებული დამსახურებისათვის. ორდენის, როგორც წარჩინების ნიშნის, წარმოშობა დაკავშირებულია სასულიერო-სარაინდო და სარაინდო ორდენებთან — გაერთიანებებთან, რომლებიც არსებობდნენ დასავლეთ ევროპაში XIII საუკუნუდან ბერ-მონაზონთა ორდენების მსგავსად. სამხედრო-ბერ-მონაზონთა სარაინდო ორდენები დაარსდა პალესტინაში ჯვაროსნული ომების დროს (მაგ., [[ტამპლიერების ორდენი]], [[გერმანული ორდენი]]), XIII—XIV საუკუნეებში ამ გაერთიანებათაგან ზოგიერთში ათიათასობით რაინდი შედიოდა (მაგ. [[ლივინიის ორდენი]], [[ტევტონთა ორდენი]]), XIV—XVI საუკუნეებში ფართოდ გავრცელდა სამეფო კარის ორდენები. ამ ორდენების წევრებს ბრწყინვალედ ეცვათ, მათ ჰქონდათ აგრეთვე სხვადასხვა განსაკუთრებული საორდენო ნიშანი, რომელმაც შემდეგ ჯილდოს სახე მიიღო (მაგ., [[დიდი ბრიტანეთი | ინგლისში]] [[წვივსაკრავის ორდენი]], [[1348]] ან [[1350]], [[საფრანგეთი | საფრანგეთის]] [[სულიწმინდის ორდენი]], 1579). ასეთი ორდენები, მრავლად დაწესდა XVIII—XIX საუკუნეებში; ამგვარი ნიშნები გვხვდება აზიის ქვეყნებშიც: [[თურქეთი | თურქეთში]] ([[ნახევარმთავარის ორდენი]], 1799), [[ირანი | ირანში]] ([[ლომისა და მზის ორდენი]], 1808), [[იაპონია | იაპონიაში]] ([[ამომავალი მზის ორდენი]], 1875), [[ჩინეთი | ჩინეთში]] ([[ორმაგი დრაკონის ორდენი]], 1882)და სხვა. [[რუსეთი | რუსეთში]] ორდენები პირველად პეტრე I-მა დააწესა — [[წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ორდენი]] (1698) და [[წამებული წმინდა ეკატერინეს ქალთა ორდენი]] (1714). სამხედროების დასაჯილდოებლად დაწესდა [[წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი | წმინდა ალექსანდრე ნეველის]] (1725) და [[წმინდა გიორგის ორდენი | წმინდა გიორგის]] (1769) ორდენები, შემდეგ კი ბევრი სხვა ორდენები; ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მეფის ორდენები გაუქმდა.
 
ყოფილ ევროპის სოციალისტურ ქვეყნებში უმაღლეს ორდენებად ითვლება: ბულგარეთში — [[გიორგი დიმიტროვის ორდენი]], გდრ-ში — [[კარლ მარქსის ორდერი]], უნგრეთში — [[უნგრეთის დროშის ორდერი]], პოლონეთში — [[სახალხო პოლონეთის მშენებელთა ორდერი]], რუმინეთში — [["რუმინეთის სახალხო რესპუბლიკის ვარსკვლავი"]], ჩეხოსლოვაკიაში — [[კლემენტ გოტვალდოს ორდენი]], იუგოსლავიაში -[["იუგოსლავიის დიდი ვარსკვლავი"]] და სხვა. კაპიტალისტურ ქვეყნებში შედარებით ცნობილი ორდენებია: აშშ-ში — [["მეწამული გული"]]; დიდ ბრიტანეთში — [[წვივსაკრავის ორდენი]]; საფრანგეთში — [[საპატიო ლეგიონის ორდენი]] და სხვა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
*[[ფალერისტიკა]]
 
== ლიტერატურა ==
*ქსე, ტ. 7, გვ. 565, თბ., 1984