რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(Bot: 33 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q123070)
No edit summary
[[1769]] წლის იანვარში ყირიმის ხანი 80-ათასიანი ჯარით შეიჭრა [[უკრაინა]]ში. რუსეთის მეორე არმიამ უკუაქცია ყირიმელი თათრები და [[აზოვის ზღვა|აზოვის ზღვის]] სანაპირო დაიკავა. აპრილსა და ივნისში რუსეთის პირველმა არმიამ ორჯერ მიიტანა იერიში ხოტინზე, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ვერც ოსმალებმა შეძლეს [[ხოტინი]]ს მომარაგება და სექტემბერში დატოვეს იგი. 1-ლი არმიის სარდლად რუმიანცევი დანიშნეს, ხოლო მის მაგიერ მე-2 არმიის მეთაურობა პ. პანინს დაავალეს. რუმიანცევის არმიამ ქალაქი [[იასი]] დაიკავა. ბალტიის ზღვიდან კი რუსეთის ესკადრა ადმირალ გ. სპირიდოვის მეთაურობითხმელთაშუა ზღვისკენ დაიძრა. 1770 წლის 24-26 ივნისს ეგეოსის ზღვაზე [[ჩესმენის ყურე]]ში, რუსეთის ესკადრამ გაანადგურა ოსმალთა ფლოტი. რუმიანცევის არმიამ მდინარე ლარგსა და მდინარე კაგულზე გამარჯვებები მოიპოვა. შემდეგ ბენდერის, იზმაილის, კილიასა და აკერმანის ციხესიმაგრეები აიღო.
 
[[1771]] წელს მეორე არმიამ ვ. დოლგორუკის ხელმძღვანელობიტხელმძღვანელობით [[პერეკოპი]] აიღო და ყირიმში შევიდა. რუმიანცევის არმიამ დუნაის მარჯვენა ნაპირზეც დაიწყო მოქმედება. რუსეთის ჯარის წარმატებამ აიძულა ოსმალები მშვიდობიანი მოლაპარაკება დაეწყოთ ჯერ ჟურჟაში, შემდეგ ფოქშანსა და ბუქარესტში, მაგრამ ყოველივე უშედეგოდ დამთავრდა. 1772 წლის 1 ნოემბერს რუსეთმა ყირიმის ხან [[საჰიბ-გირეი]]სთან ხელშეკრულება დადო. ყირიმი ოსმალეთისაგან დამოუკიდებელ და რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფ სახანოდ გამოცხადდა.
 
[[1773]] წლის მარტიდან რუმიანცევი დუნაის ფორსირებისათის მზადებას სეუდგა. [[ალექსანდრე სუვოროვი]]ს მეთაურობით სამხედრო რაზმმა ტურტუკაისაკენ რეიდი წარმატებით ჩაატარა. 1774 წლის 6 ივნისს მთავარმა ძალებმა [[დუნაი]] გადალახეს. სუვორვის 18-ათასიანმა კორპუსმა კოზლუჯასთან 40-ათასიანი ოსმალთა ლაშქარი გაანადგურა. ი. სალტიკოვის რაზმმა კი ტურტუკაისტან გაიმარჯვა. რუსეთის ჯარმა შუმლუს, რუშჩუკისა და სილისტრიის ციხესიმაგრეების ბლოკირება მოახერხა. ამ პირობებში ოსმალები ზავის დადებაზე დათანხმდნენ, 1774 წლის 10 ივლისს ქუჩუკ-კაინარჯში ხელი მოაწერეს [[ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება 1774|საზავო ხელშეკრულებას]]. რუსეთმა მიიღო დნეპრისა და სამხრეთის ბუგს შორის მდებარე ტერიტორია და კინბურნის, ქერჩისა და ენიკალეს სიმაგრეები. რუსეთის ფლოტმა შავ ზღვაში თავისუფალი ნაოსნობის უფლება მოიპოვა. ხელშეკრულების 23-ე მუხლით რუსეთის მთავრობა დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის უფლებას ცნობდა იმ პირობით, რომ ოსმალეთი უარს ამბობდა იმერეთის ხარკზე.