ვესტ ჰემ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 28:
 
===წარმოშობა===
 
[[ფაილი:ThamesIronworksFC.gif|thumb||200px|თემზ აირონვორქსის პირველი ფოტო, 1895 წელი.]]
 
კლუბი დაარსდა 1895 წელს სახელწოდებით “Thames Ironworks F.C.” მაშინ კლუბს ფლობდა მეტალურგიული და გემთმშენებელი კომპანია “Thames Ironworks and Shipbuilding Co. Ltd”, რომელსაც არნოლდ ჰილსი და წამყვანი სპეციალისტი დეივ ტეილორი მართავდნენ. გუნდი სამოყვარულო იყო და მასში კომპანიაში დასაქმებული ადამიანები თამაშობდნენ: თომას ფრიმანი (გემის მეხანძრე), უოლტერ პარკსი (მდივანი), ტომ მანდი, უოლტერ ტრენტერი და ჯეიმზ ლინდსი (საორთქლე ლითონის ქვაბების მწარმოებლები), უილიამ ჩემპენი, ჯორჯ სეიჯი, უილიამ ჩემბერლენი და ჩარლი დოუვი.
Line 44 ⟶ 46:
 
ვესტ ჰემის პირველი საშინაო მატჩი აპტონ პარკზე ადგილობრივი მტრის, მილუოლის (რომელიც კონკურენტი მეტალურგიული ქარხნის გუნდს წარმოადგენდა) წინააღმდეგ შედგა. მოედანზე შეკრებილმა 10 ათასამდე ქომაგმა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვება (3–0) იზეიმა.
 
[[ფაილი:Whitehorsefinal.jpg|thumb||200px|თეთრი ცხენი "ბილი", 1923 წლის [[ინგლისის ასოციაციის თასი|ასოციაციის თასის]] ფინალის გადამრჩენელი]]
 
1919 წელს, კვლავ სიდ კინგის ხელმძღვანელობით, ვესტ ჰემმა ინგლისის მეორე დივიზიონის საგზური მოიპოვა, პირველ თამაშში კი ლინკოლნ სიტის 1–1 დაუზავდა. 1923 წელს "ჩაქუჩები" პირველ დივიზიონში აღზევდნენ და ამავე წელს ისტორიაში პირველად გავიდნენ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში. [[უემბლი|უემბლიზე]] გასამართ მატჩში მათ მოწინააღმდეგეს [[ბოლტონ უონდერერსი]] წარმოადგენდა. ეს ფინალი ისტორიაში შევიდა, როგორც [[თეთრი ცხენის ფინალი]]. სახელის წარმოშობის ისტორია შემდეგია: მატჩზე დაახლოებით 200 ათასი ქომაგი შეიკრიბა, ტრიბუნებმა ხალხი ვერ დაიტია და ძალიან ბევრი ადამიანი პირდაპირ მოედანზე შევარდა. საჭირო გახდა პოლიციის მობილიზება. ცხენოსან პოლიციელთა შორის კი იყო ჯორჯ სქორი, რომელიც დიდ თეთრ (სინამდვილეში კი ნაცრისფერ) ცხენზე, "ბილიზე" იყო ამხედრებული. სწორედ "ბილიმ" შეიტანა დიდი წვლილი მოედნის ხალხისაგან გასუფთავებაში. მატჩი ბოლტონის გამარჯვებით, ანგარიშით 2–0 დასრულდა. ამის შემდეგ ვესტ ჰემს პირველ დივიზიონში წარმატებები არ ჰქონია, თუმცა მომდევნო 10 წლის მანძილზე სტაბილურად იყო ამ დივიზიონის წევრი და 1927 წელს ასოციაციის თასის ნახევარფინალშიც გააღწია.
Line 56 ⟶ 60:
 
1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების სამი წამყვანი ფეხბურთელი სწორედ ვესტ ჰემიდან იყო: გუნდის კაპიტანი [[ბობი მური]]; [[მარტინ პიტერსი]] (რომელმაც ფინალში გოლი გაიტანა); და [[ჯეფ ჰერსტი]], რომელიც პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ჰეთ–თრიქის ავტორია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალების ისტორიაში.
 
[[ფაილი:Champions statue.jpg|thumb||200px|"ჩემპიონების" ძეგლი ბარქინგ როუდზე]]
 
[[აპტონ პარკი|აპტონ პარკთან]] ახლოს, ბარქინგ როუდზე, "ჩემპიონების" ძეგლი დგას, რომელიც 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გმირებს გამოსახავს: კერძოდ, აქ არიან [[ბობი მური]], [[მარტინ პიტერსი]], [[ჯეფ ჰერსტი]] და [[ევერტონი|ევერტონის]] ფეხბურთელი [[რეი უილსონი]] მსოფლიო თასით ხელში.
Line 74 ⟶ 80:
 
როდერის დროებით შემცვლელად გუნდის ლეგენდა, [[ტრევორ ბრუკინგი]] დასახელდა, თუმცა სულ რამდენიმე მატჩის შემდეგ, 2003 წლის ოქტომბერში ვესტ ჰემი [[ალან პარდიუ|ალან პარდიუმ]] ჩაიბარა. პარდიუმ წინა სეზონში [[რედინგი|რედინგის]] აღზევება მოახერხა პრემიერ ლიგაში და ვესტ ჰემის ბოსებსაც ამის ეიმედებოდათ.
 
[[ფაილი:WestHamUnitedBus2005.JPG|thumb||200px|ვესტ ჰემის ფეხბურთელები ღიასახურავიანი ავტობუსით [[აპტონ პარკი|აპტონ პარკთან]] ახლოს 2005 წლის პლეი–ოფის ფინალში გამარჯვებას აღნიშნავენ]]
 
პარდიუმ გუნდი ჩემპიონშიფის პლეი–ოფის ფინალში გაიყვანა, სადაც "ჩაქუჩები" [[კრისტალ პალასი|კრისტალ პალასთან]] დამარცხდნენ. მომდევნო წელს ვესტ ჰემი კვლავ გავიდა ფინალში და ამჯერად გამარჯვება მოიპოვა, დაამარცხა რა [[პრესტონი|პრესტონ ნორს ენდი]] 1–0, რითაც პრემიერ ლიგაში დაბრუნდა.
Line 90 ⟶ 98:
 
2009–10 წლების სეზონი ვესტ ჰემმა კარგად დაიწყო და [[მარკ ნოუბლი|მარკ ნოუბლისა]] და ახლადდანიშნული კაპიტნის, [[მეთიუ აპსონი|მეთიუ აპსონის]] გოლებით გასვლაზე [[ვულვერჰემპტონ უონდერერსი]] დაამარცხა. რამდენიმე დღის შემდეგ, ლიგის თასზე [[მილუოლი|მილუოლის]] წინააღმდეგ გამართულ მატჩს კი გულშემატკივარს შორის არეულობა და ჩხუბო მოჰყვა. 2009 წლის აგვისტოში ფინანსური კრიზისის გამო ისლანდიელმა მფლობელმა კლუბის საჭირო თანხებით უზრუნველყოფა ვეღარ შეძლო, სანამ ახალი ინვესტორი არ გამოჩნდა. გუნდს დახმარება სპონსორმა, SBOBET-მა გაუწია, რათა სასურველი თავდამსხმელი, [[ალესანდრო დიამანტი]] შეეძინა.
 
[[ფაილი:AndyCarrollWHU.jpg|thumb|left|150px|[[ენდი კეროლი]], ვესტ ჰემის რეკორდული შენაძენი]]
 
ვესტ ჰემმა სეზონი ძალიან ცუდად ჩაატარა და მთელი წლის მანძილზე ემუქრებოდა პრემიერ ლიგიდან გავარდნა. თუმცა სეზონის დასრულებამდე ორი მატჩით ადრე გუნდმა მოახერხა და საკუთარ მოედანზე დაამარცხა [[უიგან ატლეტიკი]] 3–2, რითაც უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. 38 მატჩის შემდეგ "ჩაქუჩებმა" სულ რაღაც 35 ქულის დაგროვება შეძლეს – 7 ქულით ნაკლების, ვიდრე 2002–03 წლების სეზონში, როცა ვესტ ჰემი პრემიერ ლიგიდან გავარდა.
Line 136 ⟶ 146:
 
ვესტ ჰემს განსაკუთრებული მტრობა რამდენიმე კლუბთან აკავშირებს. ამ კლუბთა შორის არიან ჩრდილო ლონდონის წარმომადგენელი [[ტოტენჰემ ჰოთსპური]] და დასავლეთ ლონდონის წარმომადგენელი [[ჩელსი]]. ვესტ ჰემსა და ტოტენჰემს შორის მტრობის გაღვივება სხვადასხვა პერიოდებში "ჩაქუჩთაგან" [[მაიკლ კერიკი|მაიკლ კერიკის]], [[მარტინ პიტერსი|მარტინ პიტერსის]], [[პოლ ალენი|პოლ ალენის]], [[ჯერმეინ დეფო|ჯერმეინ დეფოსა]] და [[სკოტ პარკერი|სკოტ პარკერის]] "მამლებში" გადასვლამ, ხოლო ტოტენჰემის მწვრთნელად კი ვესტ ჰემის ყოფილი დამრიგებლის [[ჰარი რედნაპი|ჰარი რედნაპის]] დანიშვნამაც გამოიწვია. 2006–07 წლების სეზონის შემდეგ ვესტ ჰემს მტრული დამოკიდებულება იორკშირის კლუბთან, [[შეფილდ იუნაიტედი|შეფილდ იუნაიტედთანაც]] ჩამოუყალიბდა [[კარლოს ტევესი|კარლოს ტევესის]] ტრანსფერის გარშემო ატეხილი ამბების გამო.
 
[[ფაილი:WestHamChampionsStatueMillWall.JPG|thumb|right||"ჩემპიონების" ძეგლი [[მილუოლი|მილუოლის]] ვიზიტის წინ პოლიციას კონტროლზე ჰყავს აყვანილი, 2009 წლის 25 აგვისტო.]]
 
ვესტ ჰემის უმთავრესი და უძველესი მტერი მეზობელ რაიონში მდებარე [[მილუოლი|მილუოლია]]. მტრული დამოკიდებულების ჩამოყალიბება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც კლუბები კონკურენტმა გემთმშენებელმა კომპანიებმა დააარსეს. ვესტ ჰემი ყოველთვის უფრო წარმატებული იყო, ვიდრე მილუოლი და ურთიერთშეხვედრებიც ძირითადად "ჩაქუჩთა" გამარჯვებით სრულდებოდა. თავის დროზე მილუოლმა ინგლისის საფეხბურთო ლიგაში გაწევრიანებაზე უარი თქვა, მაშინ როცა ვესტ ჰემი გაწევრიანდა, უმაღლეს ლიგაში აღზევდა და იმ წელს ასოციაციის თასის ფინალშიც გავიდა. 20–იანი წლების ბოლოს ისტ ენდის (ვესტ ჰემის ფანები) მიერ წამოწყებულ გაფიცვას აილ ოფ დოგსი (მილუოლის ფანები) არ შეუერთდნენ, რამაც ორ მეზობელ ბანაკს შორის მტრობა კიდევ უფრო გააღვივა და ეს მტრობა დღესაც გრძელდება.
Line 150 ⟶ 162:
 
კლუბის ყოფილმა მფლობელმა [[ეგერტ მაგნუსონი|ეგერტ მაგნუსონმა]] ღიად დააფიქსირა საკუთარი სურვილი იმის შესახებ, რომ 2012 წლის [[ზაფხულის ოლიმპიადა|ზაფხულის ოლიმპიადის]] შემდეგ [[ლონდონის ოლიმპიური სტადიონი]] ვესტ ჰემის მფლობელობაში გადასულიყო. ამ იდეას მხარი მომდევნო მფლობელებმა, დევიდ გოლდმა და დევიდ სალივანმაც დაუჭირეს და განაცხადეს, რომ მთავრობისაგან ეს ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა.
 
[[ფაილი:West Ham match Boleyn Ground 2006.jpg|thumb|left|200px|[[აპტონ პარკი]], ხედი [[სერ ტრევორ ბრუკინგი|სერ ტრევორ ბრუკინგის]] ტრიბუნაზე.]]
 
ამის შემდეგ ვესტ ჰემის ხელმძღვანელობისაგან გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, რის შემდეგაც 2013 წლის 22 მარტს ვესტ ჰემი ოფიციალურად გამოცხადდა ოლიმპიური სტადიონი 99–წლიან მეიჯარედ. მთავრობამ კლუბს სტადიონის რეკონსტრუქციისთვის 25 მილიონ ფუნტიანი დახმარება აღუთქვა. სავარაუდოდ, ვესტ ჰემი ოლიმპიურ სტადიონზე 2016–17 წლების სეზონის სტარტისთვის გადავა.
Line 156 ⟶ 170:
 
როგორც ზემოთ ვახსენეთ, ვესტ ჰემი ხშირად იწოდება, როგორც "ფეხბურთის აკადემია". ამ წარწერას [[აპტონ პარკი|აპტონ პარკის]] სარბენ ბილიკზეც შეხვდებით. კლუბს ეს სახელი მას შემდეგ დაერქვა, რაც 50–იან წლებში [[ტედ ფენტონი|ტედ ფენტონმა]] ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის წარმატებული სისტემა შეიმუშავა და ამას მოჰყვა ინგლისის ნაკრებში ვესტ ჰემის ფეხბურთელების დამკვიდრებაც. იმ პერიოდში კლუბმა ინგლისის ნაკრებს წარმატებული ფეხბურთელები, [[ბობი მური]], [[მარტინ პიტერსი]] და [[ჯეფ ჰერსტი]] აღუზარდა, ხოლო მოგვიანებით კი ნაკრებში [[ტრევორ ბრუკინგი|ტრევორ ბრუკინგმა]], [[ელვინ მარტინი|ელვინ მარტინმა]], [[ტონი კოტი|ტონი კოტიმ]] და [[პოლ ინსი|პოლ ინსმაც]] ითამაშეს.
 
[[ფაილი:Footballacademy.JPG|thumb||200px|"ფეხბურთის აკადემია"]]
 
90–იან წლებში ვესტ ჰემში კარიერა [[რიო ფერდინანდი|რიო ფერდინანდმა]], [[ფრენკ ლამპარდი|ფრენკ ლამპარდმა]], [[მაიკლ კერიკი|მაიკლ კერიკმა]], [[ჯო კოული|ჯო კოულმა]] და [[გლენ ჯონსონმა]] დაიწყეს და თუ არ ჩავთვლით ჯო კოულს, ახლა ყველანი ე.წ. "დიდი ოთხეულის" კლუბებში თამაშობენ. გუნდის ახლანდელ ძირითად გუნდშიც ირიცხებიან აკადემიის ფეხბურთელები: [[მარკ ნოუბლი]], [[ჯეკ კოლისონი]] და [[ჯეიმზ ტომკინსი]]. 2007–08 წლების სეზონში ვესტ ჰემს მოედანზე საშუალოდ 6.61 ინგლისელი ფეხბურთელი ჰყავდა და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებლი იყო [[პრემიერ ლიგა|პრემიერ ლიგაში]]. 2000–დან 2011 წლებამდე ვესტ ჰემმა რვა ფეხბურთელი აღუზარდა ინგლისის ნაკრებს, რაც იმდენივეა, რამდენიც [[მანჩესტერ იუნაიტედი|მანჩესტერ იუნაიტედმა]] და ერთით ნაკლებია [[არსენალი|არსენალზე]]. ამ ნიჭიერი ფეხბურთელების აღზრდაში უდიდესი როლი აკადემიის მწვრთნელ [[ტონი კარი|ტონი კარს]] მიუძღვის, რომელიც ვესტ ჰემში 1973 წლის შემდეგ მუშაობს.