ვულკანური ფერფლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მინი| მინი|...
 
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Etna eruption seen from the International Space Station.jpg|მინი|]]
[[ფაილი:MtCleveland ISS013-E-24184.jpg|მინი|]]
'''ვულკანური ფერფლი''' — [[ლავა|ლავის]] პატარა ნაწილაკები, ცალკეული [[მინერალი|მინერალებისა]] და ზოგჯერ [[ქანი (გეოლოგია)|გარეშე ქანების]] ნატეხები, რომლებიც გამოიყოფა ვულკანის[[ვულკანი]]ს ამოფრქვევისას. წარმოადგენს პიროკლასტურ მასალას, ანუ ტეფრას[[ტეფრა]]ს. ძლიერი ამოფრქვევის დროს ვულკანური ფერფლი დიდ მანძილზე ვრცელდება და ზოგჯერ სტრატოსფეროს[[სტრატოსფერო]]ს მაღალ ფენებში აზიდულია წვრილი ფერფლის სახით, რომელიც იწვევს განსაკუთრებულ მოვლენებს: მანათობელ ღამის ღრუბლებს, ბიშოპის რგოლებსა და სხვა. აგრეთვე ოპტიკური ფენომენის ჰალოს[[ჰალო]]ს გამომწვევია. შედგება ფერფლისა და ქვიშის ნაწილაკებისაგან, რომელთა დიამეტრია[[დიამეტრი]]ა 2 მმ. შესუნთქვისას წარმოადგენს დიდ საშიშროებას ადამიანისა[[ადამიანი]]სა და [[ცხოველები|ცხოველებისათვის]]. ვულკანური ფერფლი სახიფათოა აგრეთვე [[თვითმფრინავი|თვითმფრინავებისათვის]]. მდიდარია მიკროელემენტებით, რის გამოც ვულკანთან არსებული ნიადაგი მეტად ნოყიერია. მაგალითად, ვეზუვისა და ეტნის მიდამოებში განვითარებულია სოფლის მეურნეობა. ქმნის მტკიცე მარკირებულ ჰორიზონტებს. ასე მაგალითად, ვულკან ბეზიამიანის ამოფრქვევისას ვულკანური ფერფლი დიდ ბრიტანეთამდე მივიდა, ხოლო კრაკატაუს 1883 წლის ამოფრქვევის დროს წამოსულმა ვულკანურმა ფერფლმა დედამიწას თითქმის ორჯერ შემოუფრინა. ვულკანური ფერფლის ეს თავისებურება გამოიყენება სტრატიგრაფიაში (ქანის ფენების კორელაციის ტეფროქრონოლოგიური მეთოდი). ვულკანები ყოველწლიურად საშუალოდ ისვრიან 3•10<sup>9</sup> ტ ვულკანურ ფერფლს.