ალა პუგაჩოვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
94.100.236.207-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 94.100.236.51-ის მიერ რედაქტირებული ვერს...
ხაზი 3:
 
== კარიერა ==
მუსიკით ბავშვობიდან იყო გატაცებული, ამიტომ სიმღერა სკოლიდანვე დაიწყო. პროფესიული სოლოკარიერის დაწყებამდე ბევრ მუსიკალურ კოლექტივთან ერთად მუშაობდა.
მუსიკით ბავშვობიდან იყო გატაცებული, ამიტომ სიმღერა სკოლიდანვე დაიწყო.საშუალო სკოლის დასრულებისთანავე მან [[მოსკოვი|მოსკოვის]] იპოლიტე ივანოვის სახელობის მუსიკალურ სახელწიფო სასწავლებელში, სადირიჟორო-გუნდის განყოფილების განხრით განაგრძო სწავლა. ალას პირველი სიმღერა [[„Робот“]] დილის გადაცემისთვის შეიქმნა და მას დიდი წარმატება მოუტანა. სასწავლებლის დასრულებისთანავე რადიოსადგურის „ახალგაზრდობის“ ჯგუფთან ერთად, მომღერალმა დასავლეთ ციმბირში პირველი გასტროლები გამართა.
შემდეგ, ალა საცირკო სასწავლებელში კონცერტმაისტერად მუშაობს. ამ პერიოდშივე, მომღერალი ჯგუფის [[„Новый электрон“]] სოლისტი ხდება. მოგვიანებით, რადიოეთერებში ახალგაზრდა არტისტის ორი ახალი სიმღერა გაისმა. კომპოზიციებით [[„Не спорь со мной“]] და [[„Как бы мне влюбиться“]] ვოკალისტმა კონკურსში „თვის მელოდია“ გამარჯვება მოიპოვა.
[[1974]] წლის ბოლოს, პუგაჩოვამ საბჭოთა კავშირის მაშტაბით გამართულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და მესამე ადგილის მფოლებელი გახდა. რამდენიმე ხანში კი, არტისტი სცენაზე პაველ სლობოდკინის ჯგუფთან [[„Весёлые ребята“]] ერთად გამოჩნდა.
 
ბულგარეთში გამართულ კონკურსზე [[„Золотой Орфей“]], ალა ბოლო წუთებში მივიდა... და ბედმაც გაუღიმა. ჟიური არაჩვეულებრივი და განუმეორებელი შესრულების მანერით მოხიბლა და გრან-პრის მფლობელი დაბრუნდა სახლში. ეს მისი ტრიუმფის მხოლოდ დასაწყისი იყო...
 
[[1977]] წელს ფილმში [[„ქალი, რომელიც მღერის“]], ალამ ფაქტიურად თავისი თავი განასახიერა. როდესაც მომღრალი კონკურსზე [[„Сопот-78“]], სიმღერით [[„Все могут короли“]] წარსდგა ჟიურის წინაშე, მის გამარჯვებაში ეჭვი არავის შეპარვია...
 
1977 – 1981 წწ. ხმისჩამწერსტუდიაში „მელოდია“, ალას ალბომები: „Зеркало души“, „Арлекино и другиe“, „Поднимись над суетой“, „То ли еще будет“, „Как тревожен этот путь“ უზარმაზარი ტირაჟით ერთი მეორეს მიყოლებით გამოდის...
 
80-იანი წლების დასაწყისში მომღერლის და კომპოზიტორის რაიმონდ პაულსის შემოქმედებითი ტანდემის შედეგი გახლდათ [[„Миллион алых роз“]]...
 
[[1985]] წელს, ალა პუგაჩოვა РСФСР-ის დამსახურებული არტისტის, 1991 წელს [[სსრკ]].-ს სახალხო არტისტის წოდებას იღებს. 1999 წელს კი, [[მოსკოვის კრემლი|კრემლი]] მას „ქვეყნის წინაშე დამსახურების“ II ხარისხის ორდენით აჯილდოვებს.
 
მომღერალმა ორგანიზება გაუკეთა და სათავეში ჩაუდგა „სიმღერის თეატრს“ და ალბომები [[„Верю в тебя“]], [[„Путь звезды“]], [[„Да!“]] ჩაწერა.
 
== ოჯახი ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალა_პუგაჩოვა“-დან