რუანდის გენოციდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 54 interwiki links, now provided by Wikidata on d:q131297 (translate me)
clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
ხაზი 4:
ისტორიაში რუანდის გენოციდი შევიდა არა მხოლოდ როგორც ასეთ ხანმოკლე პერიოდში მოკლული ადამიანების რიცხვის, არამედ [[გაერო]]ს და დასავლეთის არაადეკვატურად დაგვიანებული პასუხის გამო.
 
მიუხედავად იმისა რომ წინასწარ იყო ცნობილი რომ ხოცვა-ჟლეტა დაგეგმილი იყო, არც ერთ სახელმწიფოს ამის წინააღმდეგ არც პროტესტი გამოუთქვამს და არც რაიმე ზომები მიუღია.
 
[[1993]] წლის ოქტომბერში გაერომ დააარსა ორგანიზაცია [[უნიმარი (UNIMAR)|UNIMAR]]-ი (გაერთიანებული ერების რუანდის დახმარების მისია) რათა შესრულებულიყო ის სამშვიდობო ხელშეკრულება რომელიც [[1993]] წლის [[4 აგვისტო|4 აგვისტოს]] რუანდის პარტიებს შორის დაიდო, [[ტანზანია|ტანზანიის]] ქალაქ [[არუშა|არუშაში]]. ორგანიზაციას მანდატი შეუწყდა [[1996]] წელს. გაეროს არ მიუცია უფლება/დავალება UNIMAR-ისთვის რომ გენოციდის დასაწყისშივე მოეხდინა პრევენცია და არც შემდეგ მიუღიათ ზომები რომ თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც გადაერჩინათ. [[გაერო]]ს მისიის ხელმძღვანელი იყო კანადელი გენერალ-ლეიტენანტი რომეო [[დალერი, რომეო|რომეო დალერი]].
 
გენოციდის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, გაეროში წარადგინეს ანგარიშები [[ჰუტუს ტომი|ჰუტუს]] დაჯგუფების შეიარეღებისა და გეგმების შესახებ, გაერომ ყურადღება არ მიაქცა ამ ცნობებს და უარი თქვა პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე. მიუხედავად დალერის მრავალგზის გაფრთხილებისა გეარომ აუკრძალა სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებს კონფლიქტში ჩარევა.
 
გენოციდი დასრულდა როცაროდესაც [[ტუტსი (ხალხი)|ტუტსის ტომის]] დაჯგუფებამ, [[რუანდის პატრიოტული ფრონტი|რუანდის პატრიოტულმა ფრონტმა]], რომლის სათავეშიც [[პოლ კაგამე]] იყო, ჰუტუს მთავრობა ჩამოაგდო და ხელში ჩაიგდო ძალაუფლება. ასი ათასობით ჰუტუ გადავიდა აღმოსავლეთ [[ზაირი|ზაირში]] (ამჟამად [[კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა]]) რათა ტუტსის ტომის შურისძიება აეცილებინა თავიდან. რუანდის ამბებმა გავლენა იქონია მეზობელ ქვეყნებზეც და გამოიწვია ორი ომი კონგოში, ბურუნდის სამოქალაქო ომი.
 
== საფუძველი ==
ხაზი 18:
=== გეოგრაფია ===
[[ფაილი:Rw-mapgeo1.jpg|thumb|200px|რუანდა]]
არსებობს მოსაზრებები რომ რუანდის გენოციდის ერთ ერთი საფუძველი იყო ეკონომიკური სიტუაცია. [[დიდი ტბების რეგიონი]], არის ძალიან მდიდარი ნაყოფიერი მიწებით, ამიტომ ეს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონია მთელს [[აფრიკა|აფრიკაში]]. ძალიან დიდი კონკურენციაა მიწებსა და რესურსებზე.
 
ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს რომ მიზეზი რუანდის გენოციდისა გახდა სწორედ ეს მიწები და აქ მცხოვრები ადამიანების სიმდიდრე.
 
XV საკუნეში ტუტსის რამდენიმე კლანმა დააარსა [[რუანდა|რუანდის]] სამეფო. მეფეები, რომელთაც [[მუამი|მუამებს]] უწოდებდნენ ტუტსის ტომის წარმომადგენლები იყვნენ, ხოლო მოსახლების 82-85% ჰუტუები და მათი უმრავლესობა ღარიბი მოსახლეები იყვნენ.
 
ტუტსი მუამები მიწებს ანაწილებდნენ ძირითადად ტუტსის ტომის წარმომადგენლებზე.
ხაზი 28:
=== გერმანიის კოლონიალური პოლიტიკა ===
 
[[1885 წლის ბერლინის კონფერენცია|1885 წლის ბერლინის კონფერენციაზე]], რუანდა და ბურუნდი გადაეცათ გერმანელებს როგორც ერთიანი კოლონია. რადგანაც გერმანელებს დიდი ინტერესი არ ჰქონდათ რუანდის მიმართ, გადაწყვიტეს რომ ამ ქვეყნისთვის მიეცათ ავტონომია და მმართველად ვინმე ადგილობრივი დაენიშნათ. რადგანაც პოლიტიკური უპირატესობა ტუტსის ტომს ჰქონდა, გერმანელებმა მმართველად დანიშნეს ტუტსის ტომის წარმომადგენელი. შემდეგში გატარებულმა პოლიტიკამ უფრო გაამწვავა ურთიერთობა ამ ორ ტომს შორის.
 
[[პირველი მსოფლიო ომი|პირველი მსოფლიო ომის]] შემდეგ [[რუანდა]] გახდა [[ბელგია|ბელგიის]] კოლონია, ბელგიის კოლონიალური პოლიტიკა არაფრით განსხვავდებოდა გერმალელების პოლიტიკისგან, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა სიტუაცია. [[1959]] წელს ბელგიამ რუანდას დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარების საშუალება მისცა, არჩევნებში ჰუტუს ნაციონალისტთა პარტიამ ”პარმიჰუტუმ” (Parti du Mouvement de l'Emancipation Hutu) გაიმარჯვა. ამ დროს 20, 000 ტუტსი იქნა მოკლული, ხოლო 200,000-მდე ტუტსი მეზობელ ქვეყანაში გადავიდა.
ხაზი 34:
== გენოციდის წინა პერიოდი ==
 
სიტუაციის უფრო და უფრო დაიძაბა [[1990]] წლიდან, როდესაც [[უგანდა|უგანდაში]] გაქცეულმა ტუტსებმა ხმა აიმაღლეს და სამშობლოში დაბრუნების უფლება მოითხოვეს.
 
[[ფაილი:Rwandan Genocide Murambi skulls.jpg|thumb]]
[[1985]] წელს შეიქმნა რუანდის პატრიოტთა ფრონტი, პოლ კაგამეს მეთაურობით. 1990 წლის [[1 ოქტომბერი|1 ოქტომბერს]] ამ ორგანიზაციის ძალები შეიჭრნენ რუანდაში, ისინი ხელისუფლებისაგან ითხოვდნენ უფლებების აღდგენას და დაახლოებით 500, 000 ტუტსისთვის სამშობლოში დაბრუნების საშუალებას.
 
რუანდის მთავრობამ ეს ფაქტი შეაფასა როგორც სახელმწიფო გადატრიალებისა და ტუტსის ფეოდალური, მჩაგვრელი რეჟიმის აღდგენის მცდელობა. [[ჟიუვენალ ჰაბიარიმანა|პრეზიდენტი ჰაბიარიმანა]] შეუდგა ტუტსებისა და იმ ჰუტუების დაპატიმრებას რომლებიც აჯანყებულებს ემხრობოდნენ.
 
=== არუშას ხელშეკრულება ===
 
1993 წლის 4 აგვისტოს, არუშაში (ტანზანია), რუანდის პატრიოტული ფრონტის და რუანდის მაშინდელ ხელისუფლებას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელიც შეიცავდა ხუთ თავს, ამ ხელშეკრულების საფუძველზე რუანდის სამოქალაქო ომი წყდებოდა.
 
=== მზადება გენოციდისთვის ===
ხაზი 51:
== გენოციდი ==
 
[[1994]] წლის [[6 აპრილი]]დან რუანდის სამხედრო ნაწილებმა და სამოქალაქო პირებისგან შექმნილმა მილიციის რაზმებმა ქალაქის ქუჩებში ტუტსების ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს. ასევე ხოცავდნენ პოლიტიკურ ოპონენტებსაც. ყველა ქვეყანამ მოახდინა თავისი მოქალაქეების ევაკუაცია და დახურა დიპლომატიური მისიები. დედაქალაქში და მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაიკეტა გზები რათა არც ერთი [[ტუტსის ტომი|ტუტსი]] არ გაქცეულიყო.
 
მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ხოცვა–ჟლეტაში, [[6 აპრილი]]დან [[ივლისი]]ს შუა რიცხვებამდე დაახლოებით 800,000-დან 1,071,000-მდე [[ტუტსის ტომი|ტუტსი]] იქნა მოკლული.
 
რადიო სადგურებიდან ხალხს მოუწოდებნენ დაეხოცათ თავიანთი მეზობლები, ვინც ამ ხოცვა ჟლეტაში ჩაბმაზე უარს ამბობდა ხოცავდნენ.
 
მკვლელობის ძირითადი იარაღი იყო ე.წ. [[მაჩეტე]], მსხვრეპლთა უმრავლესობა სწორედ ამ ცივი იარაღის გამოყენებით დაჩეხეს.
 
=== უნიმარი (UNIMAR) ===
 
უნიმარის მიისიის ხელმძღვანელმა რომეო დალერმა, რომლისთვისაც ჯერ კიდევ [[1994]] წლის იანვარში იყო ცნობილი რომ გენოციდი იგეგმებოდა, გაეროს გაუგზავნა ცნობები ამის შესახებ და მომდევნო თვეების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა დამხმარე ძალის გაგზავნას რუანდაში. დალერს დაევალა მხოლოდ გაეროს წარმომადგენლებისა და უცხოეთის მოქალაქეების დაცვა.
 
დალერმა აცნობა გაეროს რომ მისთვის ცნობილი იყო ჰუტუს მილიციის რაზმების სამალავების და იარაღის საწყობების ადგილმდებარეობა და ითხოვდა დამხმარე ძალას რათა დამნაშავეები განეიარაღებინა. [[ამერიკის შეერთებული შტატები|აშშ]]-მ ოფიციალურად თქვა უარი ჩარევაზე, მას მიბაძეს [[საფრანგეთი|საფრანგეთმა]], [[რუსეთის ფედერაცია|რუსეთმა]] და [[ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა|ჩინეთმა]].
 
{{ესკიზი-ისტორია}}