პეტრე I (კათოლიკოსი): განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
(გასწორდა პუნქტუაცია)
(clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB)
[[ფაილი:Petre I of Iberia.jpg|250px|thumb|პეტრე I]]
'''წმინდა პეტრე I''' — [[ქართლი]]ს პირველი [[კათოლიკოსი]]. ქართული [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი]] ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით [[30 ნოემბერი]], ახალი სტილით — [[13 დეკემბერი]]. იგი [[467]]-[[474]] წწ. განგებდა [[საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია|საქართველოს სამოციქულო ეკლესიას]]. ღვთის განგებით მან სათავე დაუდო საქართველოში კათოლიკოსთა დინასტიას.
 
წმინდა მეფის [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასლის]] ცხოვრების აღმწერელი ჯუანშერი მოგვითხრობს, რომ ვახტანგ მეფემ [[ბიზანტია]]ში ლაშქრობის დროს გაიცნო და დაიახლოვა „პეტრე მღვდელი მოწაფეთაგან გრიგოლ ღვთისმეტყველისათა“ და მონაზონი სამოელი. წმინდა მეფისა და წმინდა მამების სულიერმა სიახლოვემ და შემდგომში მათმა ბრძნულმა და შეთანხმებულმა მოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოსა და ბიზანტიას შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებასა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიას.
წმინდა პეტრე კათოლიკოსმა ავტოკეფალური ეკლესიის პრინციპით მოაწყო ეკლესიის მართვა-გამგეობა და ჩამოაყალიბა თვითმმართველობის ის ფორმა, რომელმაც შემდგომში კიდევ უფრო განამტკიცა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტორიტეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიებს შორის. წმინდა კათოლიკოსისა და წმინდა მეფის ურთიერთპატივისცემამ და შეთანხმებული ქმედებებით სარწმუნოებრივ-ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვამ საფუძველი დაუდო საერო და სასულიერო ხელისუფლების ჰარმონიული ურთიერთობების ისეთ ფორმას, რომელიც განსაზღვრავს ეკლესიის ავტორიტეტს ქვეყანაში და ხალხის მიერ ღვთივკურთხეული საერო ხელისუფლების სიყვარულსა და ერთგულებას.
 
წმინდა პეტრე, წმინდა ვახტანგ გორგასალთან ერთად იყო სპარსელებთან ომის დროს. როცაროდესაც ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილმა ვახტანგ მეფემ „შეიტყო სიკვდილი თავისა თვისისა, მოუწოდა კათოლიკოსსა, ცოლსა თვისსა და ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა“. წმინდა პეტრემ მიიღო წმინდა მეფის ბოლო აღსარება, მეფედ აკურთხა წმინდა ვახტანგ გორგასლის შვილი [[დაჩი_დაჩი (ქართლის_მეფექართლის მეფე)|დაჩი]] და სიცოცხლის ბოლომდე ბრძნულად განაგებდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
 
{{დაიწყე ყუთი}}
{{მემკვიდრეობის ყუთი| წინამორბედი= [[მიქაელ I (მცხეთის არქიეპისკოპოსი)|მიქაელ I]]| ტიტული=[[ქართლის კათოლიკოსი]] | წლები=დაახ. V ს-ის 60-იანი წლებიდან | შემდეგი = [[სამოელ I (კათოლიკოსი) |სამოელ I]]}}
{{დაასრულე ყუთი}}
{{საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები}}
 
[[კატეგორია:საქართველოს კათოლიკოსები]]
[[კატეგორია:ქართველი წმინდანები]]
49 737

რედაქტირება