კონიაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
(Bot: Migrating 52 interwiki links, now provided by Wikidata on d:q284 (translate me))
(clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB)
მე-12 საუკუნეში, ჰაიენის ჰერცოგის გილიომ X-ისა (Guillaume X) და გრაფ პუატიეს წყალობით, ლა როშელის ირგვლივ, დიდი ვენახი გაჩნდა, რომელსაც პუატუს ვენახი უწოდეს. შემდგომ საუკუნეში ამ ყურძნისგან ღვინოს აყენებდნენ, რომელიც არამარტო საფრანგეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც იყიდებოდა.
 
ნავების ერთ-ერთი სადგური, რომელიც მდინარე შარანტის აუზში მდებარეობდა, თავისი ვენახების ხარისხითა და სიძველით ყველასგან გამოირჩეოდა. ამ სადგურს კონიაკი ერქვა. მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში ჰოლანდიური გემები ამ ტერიტორიაზე ცნობილი ღვინოების-შამპანისა და ბორდერისთვის შედიოდნენ. ასე იქცა საფრანგეთი ევროპაში ღვინის მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყნად.
 
ადგილობრივი ყურძნისგან იმდენი ღვინის წარმოება დაიწყეს, რომ მისი შეგროვება გართულდა. სასმელის ხარისხი დაეცა. დაბალალკოჰოლური და მჟავე სასმელი ზღვით ხანგრძლივ გადატანას ვერ უძლებდა. ამასთან, სასმელის კასრებით გადატანა შრომატევადი და ეკონომიურად წამგებიანი საქმე გახდა.
[[1641]] წელს მაგიდის თეთრ ღვინოზე გადასახადის რაოდენობა გაიზარდა. ასეთი სასმელი შარანტის დეპარტამენტის მეღვინეებს ინგლისში, შვედეთსა და ნორვეგიაში გაჰქონდათ. იმისთვის, რომ მომატებული გადასახადი არ დაეფარათ, გადაწყვიტეს პროდუქციის მოცულობა ღვინის გამოხდით შეემცირებინათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ გზით მიღებული სასმელი მოგვიანებით, წყლით გაზავდებოდა და ჩვეულებრივი ღვინო იქნებოდა. თუმცა, მიღებულმა სითხემ, რომელიც ღვინოს ნამდვილად არ ჰგავდა, თვით მწარმოებლების მოწონება დაიმსახურა. როგორც მიხვდით, ეს სასმელი კონიაკი იყო.
 
კონიაკი განსაკუთრებულად პოპულარული მაშინ გახდა, როცაროდესაც [[ლუდოვიკო XIV]]-მ გასინჯა და შეაფასა იგი. სამეფო კარზე სასმელს სანახევროდ წყლით გაზავებულს და მცირე დოზით შეექცეოდნენ. [[1701]] წელს, საფრანგეთსა და ინგლისს შორის, ესპანეთის მემკვიდრეობის თაობაზე, ომი გაჩაღდა. საფრანგეთი ინგლისის ფლოტის მიერ ბლოკირებული იყო, რამაც ინგლისში კონიაკის სპირტის ტრანსპორტირებას ხელი შეუშალა.
 
სასმელის დიდი ნაწილი მუხის კასრებში ინახებოდა და როდესაც ის გასინჯეს, განსხვავება იოლად აღმოაჩინეს. მიხვდნენ, რომ სასმელის მუხის კასრებში დაძველების შემდეგ, მისი ხარისხი საგრძნობლად უმჯობესდებოდა-მცირდებოდა მისი სიმაგრე, არომატი უფრო მდიდარი იყო და ფერი და გემო იცვლებოდა.
49 737

რედაქტირება