ჰერკულანუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 46 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q178813
clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
ხაზი 18:
|საფრთხის ქვეშ =
}}
'''ჰერკულანუმი''' ({{lang-it|Ercolano}}) — უძველესი რომაული ქალაქი, რომელიც ახ. წ. 79 წელს ვულკან [[ვეზუვი]]ს ამოფრქვევამ გაანადგურა. მდებარეობს თანამედროვე [[იტალია]]ში, [[კამპანია|კამპანიის რეგიონის]] ერკოლანოს კომუნაში, ვეზუვის მთის ძირში.
 
[[79]] წლის [[24 აგვისტო]]ს, ვეზუვიდან ამოტყორცნილმა ვულკანური [[ტუფი]]ს მასამ, ჰერკულანუმთან ერთად სხვა ქალაქები — [[პომპეი]], [[სტაბაიი]] და [[ოპლონტისი]]ც გაანადგურა. ქალაქი უნიკალურია მეცნიერული შესწავლის თვალსაზრისით, რადგან უამრავ გაქვავებულ ნაშთს მოიცავს, რომლებიც ხელუხლებლად იქნა შემონახული. [[1981]] წელს, აქ აღმოაჩინეს 3000 ჩონჩხი, ძირითადად ზღვის სანაპიროზე, რაც იმის ნიშანია, რომ მოახლოებული საფრთხისას მოსახლეობა ევაკუაციას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. განადგურების პერიოდში, ჰერკულანუმი პატარა ქალაქი ყოფილა, მაგრამ უფრო მდიდარი მოსახლეობის მქონე, ვიდრე პომპეი.
 
ჰერკულანუმი 12 ჰექტარზე იყო გადაჭიმული და მისი მოსახლეობა დაახლოებით 4 000 ადამიანს შეადგენდა. ნაგებობების უმრავლესობა კულტურული დანიშნულების იყო.
 
ვეზუვის ამოვრქვევა შუადღისას დაწყებულა. აღსანიშნავია, რომ იმ დროისათვის, ის თითქმის 800 წლის მიძინებული იყო და მას არავინ მიიჩნევდა მოქმედ ვულკანად.
 
ერთი მხრივ არქეოლოგიური გათხრების და მეორე მხრივ [[პლინიუს უმცროსი]]ს ორი წერილის საფუძველზე, რომლებსაც ის რომაელ ისტორიკოს [[პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი|ტაციტუსს]] სწერდა, შესაძლებელია ამოფრქვევის სცენის გაცოცხლება.
 
24 აგვისტოს შუადღის 1 საათზე, ვეზუვმა ვულკანური ფერფლისა და ქვების ამოტყორცნა დაიწყო, რომელიც ცაში ათასობით მეტრზე გაიფანტა. როდესაც მან ტროპაპუზას (საზღვარი [[ტროპოსფერო]]სა და [[სტრატოსფერო]]ს შორის) მიაღწია, ღრუბლები ცას ბრტყელი ღრუბელი გადაეფარა და როგორც ტაციტიუსი ადარებს, იტალიური ფიჭვის ხეს დაემსგავსა. გაბატონებულმა ქარმა, რომელიც იმ დროისათვის სამხრეთისკენ ქროდა, ვულკანური ნივთიერებები პომპესიკენ წაიღო და ჯერ ის და მისი შემოგარენი გაანადგურა. იმის გამო, რომ ჰერკულანუმი ვეზუვის დასავლეთით მდებარეობდა, ამოფრქვევის პირველ ფაზაში ის ნახევრად დაზიანდა. მაშინ, როცაროდესაც პომპეის ციდან ვულკანური ნამტვრებისა და ფერფლის წვიმა დაატყდა თავს, ჰერკულანუმი სულ რამდენიმე სანტიმეტრიანი ფერფლით დაიფარა, მაგრამ ქალაქიდან გაქცევა მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილმა შეძლო.
[[ფაილი:Mt Vesuvius 79 AD eruption 3.svg|მინი|მარცხნივ|250პქ|ჰერკულანუმი და [[ვეზუვი]]ს ამოფრქვევის შედეგად განადგურებული სხვა ქალაქები. ''შავად გამოსახულია ვულკანური ფერფლით წარმოქმნილი ღრუბლის გავრცელების არეალი'']]
 
ხაზი 43:
* [http://www.roman-empire.net/articles/article-011.html Herculaneum]
* [http://creadm.solent.ac.uk/custom/rwpainting/cover/index.html Romano-Campanian Wall-Painting (English, Italian, Spanish and French introduction)]
 
 
{{მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები იტალიაში}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰერკულანუმი“-დან